... (S-1727), 1837 წ.

836. გული ცნობა და გონება: ერთმანერთზედან ჰკიდიან჻ რა გული წავა იგიცა: წავლენ და მისკენ მიდიან჻ უგულო კაცი ვერ კაცობს: კაცთაგან განაკიდიან჻ შენ არ გინახავნ არ იცი: მას რომე ცეცხლნი სწვიდიან჻

837. შენ უმართლე ხარ ემდურვი: შენ გაეყარე ძმობილსა჻ მაგრა ვით ითქმის ვით გახდა: ვითა გიანბობ ცნობილსა჻ ენა დაშვრების გაცვდების: გულსა შეელმის ლმობილსა჻ ამას მით ვაზრობ მინახავს: მე უბედურსა შობილსა჻

838. ჯერთ მისი მსგავსი სასჯელი: არცა ვის ამბად სმენია჻ თუ არა კაცთა სასჯელი: ქვათაცა შენაძრწენია჻ დიჯლადცა კმარის მას რომე: თვალთაგან ცრემლი სდენია჻ თჳთ რაცა ბრძანოთ მართალ ხართ: სხვა სხვისა ომსა ბრძენია჻

839. მას წამავალსა ვჰკითხევდი: დამწვარსა ცეცხლ მოდებულსა჻ მოვიდეს რა ქნას ავთანდილ: მისსა დამვედრე დობულსა჻ მიბრძანა მოღმა მნახვიდეს: მე მისთჳს გაცუდებულს჻ ამათ არ დავჰყრი არეთა: არ გაჰვსტეხ მის ქადებულსა჻

840. მას ზენაარსა არ გაუტეხ: მას ფიცსა არ ვერცუები჻ მად პაემნამდის მოვიცდი: რაზომცა გამდის რუები჻ თუ მკუდარი მნახოს დამმარხოს: თქვას ვაგლახი და უები჻ ცოცხალი დავხვდე უკვირდეს: სიცოცხლე არს სათუები჻

841. ჩემთჳს გარდახდა მას აქათ: გაყრა მზისა და ქედისა჻ ოდენ მოდენა ცრემლისა: მჭირს ველთა მოსალბედისა჻ მსჯის გამრავლება ჴელქმნისა: სულთქმისა ზედა ზედისა჻ დავვიწყებივარ სიკუდილსა: ნახე ნაქმარი ბედისა჻

842. ესე აარაკი მართალი: ჩინს ქვასა ზედა სწერია჻ ვინ მოყვარესა არ ეძებს: იგი თავისა მტერია჻ აწ ზაფრანია ვის წინა: ვერ ვარდი გვანდის ვერ ია჻ თუღა მონახავ მონახე: ჰქენ რაცა შენი ფერია჻

843. ყმამან უთხრა უმართლე ხარ: არ მამართლო მდურვად მისად჻ მაგრა გაბჭევ რა მიქნია: სამსახური ტყვესა ტყვისად჻ გამოჭრილ ვარ სახლით ჩემით: ვით ირემი ძებნად წყლისად჻ მას ვეძებ და მას ვიგონებ: ვიარები ველთა ვლისად჻

844. ბროლ სადაფნი მარგალიტსა: ლალის ფერსა სცვენ და ბურვენ჻ მას მოვშორდი ვერ ვიახელ: ვერ ვისურვენ ვერ ვასურვენ჻ გამოპარვით წამოსვლითა ღ~თისა სწორნი მოვიმდურვენ჻ ნაცვლად მათთა წყალობათა: მათნი გულნი შევაურვენ჻

845. პატრონი ჩემი გამზრდელი: ღ~თსაგან დიდად ცხოველი჻ მშობლური ტკბილი მოწყალე: ცა წყალობისა მთოველი჻ მას უორგულე წამოველ: მართ დავივიწყე ყოველი჻ მისი შემცოდე ღ~თისაგან: კარგსა არაღას მოველი჻

846. ესე ყველაი ასრე მჭირს: დაო ბედითა მისითა჻ არ უტყუვე და მოვსულვარ: მგზავრი ღამით და დღისითა჻ აწ იგი სადმე წასულა: ვიწვი ცეცხლითა ვისითა჻ ცუდ მაშურალი და მტირალი: ქვე ვზი პირითა მქისითა჻

847. დაო მეტსა საუბარსა: აღარ მამცემს ჟამი და დრო჻ არ ვინანი გარდასრულსა: ბრძენთა სიტყვა გავაადრო჻ წავალ ვძებე ანუ ვპოვებ ან სიკვდილი მოვიადრო჻ თვარამ ბედი აზომ თურმე: მიკვეთს ღ~თსა რაღა ვკადრო჻

848. ამის მეტი აღარა თქვა: ატირდა და წამოვიდა჻ ქვაბი ჩავლო წყალსა გახდა: შამბი გავლო ველს გავიდა჻ ქარი ველთა მონაქროლი: ლალის ფერსა ვარდსა ზრვიდა჻ რად მიმეცო ამა ჭირსა: ბედსა ამას უზრახვიდა჻

849. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე: შენ უფალსა არსთა მხედსა჻ რად გამყარე მოყვარეთა: რად შემასწარ ამა ბედსა჻ ერთი ორთა მგონებელი: ვარ საქმესა წარსაწყმედსა჻ მოვჰკვდე თავი არ მეწყალვის: სისხლი ჩემი ჩემსა ქედსა჻

ავთანდილისაგან ტარიელის ძებნა მოთქმა და ტირილი჻

850. მოყვარემან ვარდის კონა: გულსა მკრა და დამიწყლულა჻ იგი ფიცი ჩემგან სრული: მან აღარა გამისრულა჻ მას თუ გამყრი საწუთროვო: ჩემი ლხინი გარდასრულა჻ სხვა მოყვარე თვალსა ჩემსა: გაკიცხულა გაბასრულა჻

851. კვლავ იტყვის მიკვირს ნაღველი: კაცისა მე ჭკვიანისა჻ რა ჭმუნვარებდეს რას არგებს: ნაკადი ცრემლთა ბანისა჻ სჯობს გამორჩევა აზრობა: საქმისა დასაგვანისა჻ აწ მეცა მიჯობს მონახვა: მის მზისა ლერწამტანისა჻

852. ყმა გაემართა საძებრად: მტირალი ცრემლთა მფქვეველი჻ ეძებს უძახის უყივის: დღეებრ ღამეთა მთეველი჻ სამ დღემდი მოვლო მრავალი: ჴევი შამბნარი ტყე ველი჻ ვერ პოვა მივა მჭმუნვარე: ვერას ამბისა მცნეველი჻

853. იტყვის ღ~თო რა შეგცოდე: ეგზომ დიდი რა გაწყინე჻ რად შემასწარ ამა ბედსა ჩემსა: რა სასჯელი მომივლინე჻ გამკითხველო გამიკითხე: აჯა ჩემი შეისმინე჻ დაამოკლე დღენი ჩემნი: ჭირნი ჩემი გამილხინე჻

პოვნა ავთანდილისაგან ტარიელისა ლომ ვეფხვი რომ დახოცა჻