... (S-1727), 1837 წ.

761. შესთვალა თუ რაცა მმართებს: ვით მოგცე და ვით გაქონო჻ ვალთა შენთა გარდასახდელი: რა ნაცვალი მოვიგონო჻ თუღა დავრჩე შენთჳს: მოვჰკვდე თავი ჩემი დაგამონო჻ სიყვარული სიყვარულსა: შეგიცალო შეგიწონო჻

762. მე ვითა ვთქვა უებრობა: სიკეთე და ქება მისი჻ კაცი იყო საქმისაცა: შესაფერი შესატყვისი჻ ასრე უნდა სამსახური: გავიდოდეს ვისცა ვისი჻ ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თჳსი჻

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა჻

763. შერმადინს ეტყვის უბრძანებს: პირ მზე ნათელთა მფენელი჻ ესე დღე არის იმედი: ჩემის გულისა მლხენელი჻ შენგან თავისა შენისა: საჩემოდ გამომჩენელი჻ მქებრად ამბისა მათისა: ხამს მკითხავი და მსმენელი჻

764. იტყვის როსტან არ გამიშვა: არცა სიტყვა მამისმინა჻ მან არ იცის რათ ვინა და: სულდგმულია ვისგან ვინა჻ უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ: ნურცა გარე ნურცა შინა჻ რაცა საქმე უსამართლო: ღ~თნ ვისმცა შეარჩინა჻

765. თუცა მისი არ გაწირვა: ჩემგან მტკიცობს არ სათუობს჻ ყოვლი ცრუ და მოღალატე: ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს჻ გული მისი უნახავი: ტირს და სულთქამს ვაებს უშობს჻ ლხინსა არას არ იახლებს: კრთების კუშტობს ვაშობს ქშობს჻

766. სამი არის მოყურისაგან: მოყურობისა გამოჩენა჻ პირველ ნდომა სიახლისა: სიშორისა ვერ მოთმენა჻ მიცემა და არას შური: ჩუქებისა არ მოწყენა჻ გავლენა და მოხმარება: მისად ძებნად ველთა რბენა჻

767. რაღა ვაგრძელებ სიტყვასა: ჟამია შემოკლებისა჻ აწ გაპარვაა წამალი: ამა გულისა ჴლებისა჻ რასაცა გვედრებ ისმენდი: ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა჻ შენ გაამაგრე დაჭირვა: ჩემისა ნასწავლებისა჻

768. აწ მეფეთა სამსახურად: პირველ თავი დაამზადე჻ სიკეთე და უკლებრობა: შენი ერთობ გააცხადე჻ სახლი ჩემი შეინახე: სპათა ჩემთა ეთავადე჻ სამსახური აქამდისი: კვლავ გავლენა გააკვლადე჻

769. მტერთა ჩემთა ენაპირე: ძალი ნუმცა მოგაკლდების჻ ერთგულთათჳს კარგი ნუ გშურს: ორგულნიმცა შენი კვდების჻ შემოვიქცე ვალი შენი ჩემგან: ვალი კარგად გარდიჴდების჻ პატრონისა სამსახური: არაოდეს არ წახდების჻

770. ესე ესმა ცრემლი ცხელი: შერმადინსა თვალთა ზდინდი჻ მოახსენა მარტოობით: ჭირსა რადმცა შეუშინდი჻ მაგრა რა ვჰქნა უშენომან: დამეცემის გულსა ბინდი჻ წამიტანე სამსახურად: მოგეხმარვი რაცა გინდი჻

771. ვის ასმია მარტოსაგან: ღარიბობა ეგზომ დიდი჻ ვის ასმია პატრონისა: ჭირსა შიგან ყმისა რიდი჻ დაკარგულსა გიგონებდე: რა ვიქმნები აქა ფლიდი჻ ყმამან უთხრა ვერ წაგიტან: რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი჻

772. შენგან ჩემი სიყვარული: ვითამც არა დამეჯერა჻ მაგრა საქმე არ მოჰჴდების: ჟამი ასრე დამემტერა჻ ვის მივანდო სახლი ჩემი: შენგან კიდე ვინც მეფერა჻ გული დადევ დაიჯერე: ვერ წაგიტან ვერა ვერა჻

773. თუ მიჯნური ვარ ერთი ვხამ: ჴელი მინდორთა მე რებად჻ არ მარტო უნდა გაჭრილი: სისხლსა სისხლითა ღვარებად჻ გაჭრა ჴელია მიჯნურთა: რად სცალს თავისა ბერებად჻ ასრეა ესე სოფელი: შესჯერდი კვლავ შეჯერებად჻

774. რა მოგშორდე მახსენებდი: სიყვარული ჩემი გქონდეს჻ არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა: თავი მონად მომიმონდეს჻ ხამს მამაცი გაგულოვნდეს: ჭირსა შიგან არ დაღონდეს჻ მძულს რომ კაცსა სააუგო: საქმე არა არ შესწონდეს჻

775. მე იგი ვარ ვინ სოფელსა: არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად჻ ვის სიკვდილი მოყვრისათჳს: თამაშად და მიჩანს მღერად჻ ჩემსა მზესა დავეთხოვე: გაუშვივარ დავდგე მე რად჻ თუ მას დავსთმობ სახლსა ჩემსა: ვეღარ დავთმობ ვისა მე რად჻

776. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ: როსტანს წინა დაწერილსა჻ შენ შეგვედრებ დაგიჭიროს: ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა჻ მოვჰკვდე თავსა ნუ მოიკლავ: სატანისგან ნუ იქ ქნილსა჻ ამას ზედა იტირებდი: დაიდებდი თვალთა მილსა჻

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა჻

777. დაჯდა წერად ანდერძისა: საბრალოსა საუბრისად჻ ჱე მეფეო გავიპარე: ძებნად ჩემგან საძებრისად჻ ვერ დავდგები შეუყრელად: ჩემთა ცრემლთა მამდებრისად჻ შემინდევ და წამატანე: მოწყალება ღ~თაებრისად჻

778. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ: ამა ჩემსა გაზრახულსა჻ კაცი ბრძენი ვერ გასწირავს: მოყვარესა მოყვარულსა჻ მე სიტყვასა ერთსა გკადრებ: პლატონისგან სწავლა თქმულსა჻ სიცრუე და ორ პირობა: ავნებს ჴორცსა მერმე სულსა჻