... (S-1727), 1837 წ.

604. მათი მესმა დაპირება: ჩაბალახთა ჩამობურვა჻ ნავი წინა მამეგება: არა ვიცი იყო თუ რვა჻ ფიცხლა ზედა შევეჯაჴე: მათ დაიწყეს ამოდ ცურვა჻ ქუსლი ვჰკარ და დაუქცივე: დაიზახნეს დიაცურ ვა჻

605. კვლავ სხვასა მიველ მოვჰკიდე: ჴელი ნავისა ბაგესა჻ ზღვასა დავანთქე დავჰჴოცე: ომიმცა რაღა აგესა჻ სხვანი გამექცეს მიმართეს: მათ მათსა საქულბაგესა჻ ვინცა მიჭურეტდის უკვირდა: მაქებდეს არ მაძაგესა჻

606. ზღვა გავიარეთ გავედით: შემოგვიტივეს ცხენია჻ კვლავ შევიბენით შეიქნა: ომისა სიმარცხენია჻ მუნ მამეწონეს ფრიდონის: სიქველე სიფიცხენია჻ იბრძვის ლომი და პირად მზე: იგი ალვისცა ხენია჻

607. თჳთ ორნივე ბიძა ძენი: მისნი ჴლმითა ჩამოყარნა჻ ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს: იგი ასრე ასაპყარნა჻ მოიყუანნა მჴარ დაკრულნი: ერთმან ორნი არ დაჰყარნა჻ მათნი ყმანი გაამტირნა: მისნი ყმანი ამაყარნა჻

608. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს: ვეცენით გაცავფანტენით჻ ფიცხლად წაუღეთ ქალაქი: არ თავნი გავაზატენით჻ ქვითა დავლეწეთ წვივები: ჩვენ იგი გავანატენით჻ მამკალით ლარი დალიოთ: ან აკიდებით ან ტენით჻

609. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი: და ბეჭედნი მისნი დასხნა჻ თჳთ ორნივე ბიძის ძენი: დაპყრობილნი წამოასხნა჻ მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი: მოღვარნა და ველთა ასხნა჻ ჩემი თქუეს თუ ღ~თსა მადლი: ვინ ალვისა ხენი ასხნა჻

610. მივედით მოქალაქეთა: ზარი ჩნდა რომე ზმიდიან჻ აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა: გულსა მუნ დააბმიდიან჻ მე და ნურადინს ყუელანი: ქებასა შეგვასხმიდიან჻ გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან: ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან჻

611. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და: მიჴმობდეს მეფეთ მეფობით჻ თჳთ თავსა მათსა მონად და: ჩემსა ყუელასა სეფობით჻ დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს: ვეროდეს ვარდის მკრეფობით჻ ჩემი ვერ ცნიან ამბავი: მუნ იყო არ იეფობით჻

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო჻

612. დღესა ერთსა მე და მეფე: ნადირობას გამოვედით჻ ზღვასა ზედა წაწურვილსა: ქედსა რასმე გარდავდეგით჻ ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე: ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით჻ ერთი რამე საკვირველი: მე ვნახეო ამა ქედით჻

613. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყჳს: მართ ამბავსა ესოდენსა჻ დღე ერთ მწადდა ნადირობა: შევჯე ამა ჩემსა ცხენსა჻ ზღვასა შიგან იხვსა გვანდა: ხმელთა ზედა შავარდენსა჻ აქა ვდეგ და თვალს უგებდი: ქორსა იქით განაფრენსა჻

614. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი: წავსდგომოდი ამა გორსა჻ ზღვასა შიგან ცოტა რამე: დავინახე თუცა შორსა჻ ეგრე ფიცხლად სიარული: არას ძალ აქვ მისსა სწორსა჻ ვერად ვიცან გონებასა: გავეკვირვე ამად გორსა჻

615. ვთქვი რაა რასა ვამგზავსო: მფრინველია ანუ მჴეცი჻ ნავი იყო არ ეფარა: სამოსელი მრავალკეცი჻ წინა კაცნი მოზიდვიდეს: თვალი ამად ვავაცეცი჻ მთვარე უჯდა კიდობანსა: ცა მეშვიდე მასცა ვეცი჻

616. ამოძვრნეს ორნი მონანი: შავნი მართ ვითა ფისანი჻ ქალი გარდმოსვეს სისხონი: ვნახენ მისისა თმისანი჻ მას რომე ელვა ჰკრთებოდა: ფერნიმცა გვანდეს რისანი჻ მან განანათლა ქუეყანა: გაცუდდეს შუქნი მზისანი჻

617. სიხარულმან ამაჩქარა: ამათრთოლა დაცამლეწა჻ იგი ვარდი შემიყვარდა: რომე თვალსა იხეწა჻ დავაპირე შეტევება: ვთქჳ წავიდე მათკენ მე წა჻ ჩემსა შავსა სულიერსა: რამცა ვითა გარდეხვეწა჻

618. ცხენი გავჰქუსლე იქმოდეს: შამბი ხმასა და ხრიალსა჻ ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს: რაზომცა ვსცემდი წრტიალსა჻ ზღვის პირსა მიველ შევხედენ: ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა჻ გამშორვებოდეს წამსლვოდეს: ამისთჳს დავეწვი ალსა჻

619. ესე მესმა ფრიდონისგან: მომემატა ცეცხლთა სიცხე჻ ცხენისაგან გარდავიჭერ: თავი სრულად გავიკიცხე჻ ჩემთა ღაწუთა დანადენიჩემთა მე ჩემივე სისხლი ვიცხე჻ მამკალ თუცა უჩემოსა: ენახოსმცა ვისცა ის ხე჻

620. ესე ჩემგან გაუკვირდა: ფრიდონს მეტად ეუცხოა჻ მაგრა მეტად შევებრალე: ტირილითა მესათნოვა჻ ვითა შვილი დამადუმა: მემუდარაშემეპოვა჻ თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარმომთოა჻

621. ვაგლახ მეო რა გიამბე: ფათერაკად მცდარმან შმაგად჻ მოვახსენე ნურა გაგვა: ნუ ინაღვლი მაგას მაგად჻ იგი მთვარე ჩემი იყო: მით მედების ცეცხლი მდაგად჻ აწ გიანბობ რადგან თავი: გინდა ჩემად ამხანაგად჻

622. ფრიდონს უთხარ ყველაკაი: ჩემი თავსა გარდასრული჻ მან მითხრა თუ რას ვიტყოდი: მოცთომილი გაბასრული჻ შენ მაღალი ინდოთ მეფე: ჩემსა რადმე ხარ მოსრული჻ სახელმწიფო საჯდომი და: ტახტი გმართებს სრაცა სრული჻