... (S-1727), 1837 წ.

662. მუნ მივიდა სადა იგი: მისნი სპანი დაეყარნეს჻ ნახეს იცნეს რაგვარადცა: მართებს ისრე გაეხარნეს჻ შერმანდისცა ახარებდეს: ფიცხლად კაცთა თავნი არნეს჻ მოვიდაო აქამდისი: ვისთჳს ლხინი გაგვემწარნეს჻

663. გაეგება მოეხვია: ზედან დახვდა პირი ჴელსა჻ აკოცებდეს სიხარულით: ცრემლსა ღურიდა ველთა მსვრელსა჻ ესე თქვა თუ ნეტარ ღ~თო: ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა჻ მე ვით ღირს ვარ ამას რომე: თვალნი ჩემნი გჭვრეტდენ მრთელსა჻

664. ყმამან მდაბლად მოიკითხა: ზედან დასდვა პირი პირსა჻ უბრძანა თუ ღ~თსა ვმადლობ: შენ თუ ჭირი არა გჭირსა჻ დიდებულთა თაყვანისცეს: აკოცებდეს ვინცა ღირს ა჻ ზარსა სცემდეს უხაროდა: უფროსა თუ უნდა მცირსა჻

665. მოვიდეს სადა სამყოფლად: სახლი დგა მუნ აგებული჻ მოვიდა ნახვად ყოველი: მის ქალაქისა კრებული჻ მაშინვე დაჯდა ნადიმად: მორჭმული ლაღი შვებული჻ ენა მის დღისა შვებასა: ყოლა ვერ იტყვის კლებული჻

666. შერმადინს უთხრა უანბო: ყოველი მისგან ნახული჻ ანუ ვით ჰპოა იგი ყმა: მისგანვე მზედ დასახული჻ ავთანდილს ცრემლი უყოფდა: უბნობდა თვალ დაფახული჻ უმისოდ მყოფსა სწორად მიჩნს: ჩემთჳს დარბაზი და ხული჻

667. მუნ ამბავი შინაური: ყველაკაი მოახსენა჻ შენი წასვლა არვინ იცის: რაც მითხარ აგრე ვჰქენა჻ მას დღე მუნით არ წავიდა: ინადიმა გაისვენა჻ ცისკრად შეჯდა გაემართა: დღე რა მზემან გაათენა჻

668. არცაღა დაჯდა ნადიმად: არცაღა კვლავ ხალვათისა჻ შერმადინ მახარობელი: წავა მისლვისა მათისა჻ ფიცხლად წავიდა სავალი: სამ დღე ვლო დღისა ათისა჻ მას ლომსა ნახვა უხარის: მის მზისა მოკამათისა჻

669. შესთავლა მეფე უკადრი: ხარმცა მორჭმით და დიდობით჻ ამა საქმესა ვიკადრებ: შიშით კრძალვით და რიდობით჻ მის ყმისა ვერას ვერ მცნობი: უჴმობდი თავსა ფლიდობით჻ აწ ვსცან და გაცნევ ყუელსა: მოვალ შვებით და მშვიდობით჻

670. როსტევან მეფე უკადრი: მორჭმული შეუპოველი჻ შერმადინ მოციქულობა: თჳთ მოახსენა ყოველი჻ ავთანდილ მოვა წინაშე: მის ყმისა ვისმე მპოელი჻ ბრძანა ვსცან ჩემი ღ~თისაგან: სააჯო და სათხოელი჻

671. თინათინს ჰკადრა შერმადინ: ნათელსა მას უღამოსა჻ ავთანდილ მოვა წინაშე: გკადრებს ამბავსა ამოსა჻ იგი მით აკრთთობს ელვასა: მზისაცა უთამამოსა჻ მას საბოძვარი უბოძა: მისი ყველაი დამოსა჻

672. მეფე შეჯდა გაეგება: ყმასა მუნით მამავალსა჻ ამას პირ მზე მეფისაგან: ივალებდა დიდსა ვალსა჻ მიეგება მოეგება: მხიარული გულ მხურვალსა჻ დიდებულთა ჯარისაგან: ზოგნი გვანდა ვითა მთვრალსა჻

673. რა მიიახლა გარდახდა: ყმამ თაყუანისცა მეფესა჻ აკოცა როსტენ მიმხვდარმან: ნიშატთა სიიეფესა჻ გულ მხიარულნი შვებულნი: მივლენ დარბაზსა სეფესა჻ მის ყმისა მოსლვა უხარის: ყოველსა მუნ მეკრეფესა჻

674. მას ავთანდილ თაყვანისცა: ლომთა ლომმან მზეთა მზესა჻ მუნ ბროლი და ვარდ გიშერი: გაეტურფა სინაზესა჻ პირი მისი უნათლეა: სინათლისა ზესთა ზესა჻ სახლ სამყოფი არა მართებს: ცამცა გაიდარბაზესა჻

675. მას დღე დასხდეს ნადიმობად: გაამრავლეს სმა და ჭამა჻ ყმასა მეფე ასრე უჭვრეტს: ვითა შვილსა ტკბილი მამა჻ მათ ორთავე აშვენებდა: ფიფქსა თოვა ვარდსა ნამა჻ უხვად გასცეს საბოძვარი: მარგალიტი ვითა დრამა჻

676. სმა გარდაჴდა გაიყარნეს: თავის თჳსად მსმელნი შინა჻ დიდებულნი არ გაუშვეს: ყმა დაისვეს ახლოს წინა჻ მეფე ჰკითხავს იგი ჰკადრებს: რაცა ჭირი დაეთმინა჻ მერმე მისსა უცნობოსა: რა ენახა რა ესმინა჻

677. მას ვახსენებდე ნუ გიკვირს: თქმა მჭირდეს მიწყივ ახისა჻ მზე თუ ვსთქვა მსგავსი მისი და: ანუ მისისა სახისა჻ ვინ უნახავ ქნის გონება: ყოველთა კაცთა მნახისა჻ ვარდი დამჭკნარი ეკალსა: შუა შორს მყოფი ახისა჻

678. რა ჭირი კაცსა სოფელმან: მოუთმოს მოუთმინამან჻ ქაცვი ლერწამმან ზაფრანა: იმსგავსოს ფერად მინამან჻ ავთანდილ მისმან მხსენებმან: ღაწვი ცრემლითა მინამან჻ წვრილად უამბო ამბავი: მან მისმან მონასმინამან჻

679. ქვაბნი ომითა წაუხმან: სახლად აქვს დევთა სახლები჻ საყვარელისა მისისა: ქალი ჰყავს თჳთ ნაახლები჻ ვეფხისა ტყავი აცვია: ცუდად უჩნს სტავრა ნახლები჻ აღარა ნახავს სოფელსა: ცეცხლი სწვავს ახალ ახლები჻

680. რა დაასრულა ამბავი: საქმე მისისა ჭირისა჻ ნახვა მის მზისა ნათლისა: მის თვალდ არ დუხჭირისა჻ უამა ქება ვარდისა: ჴელი მძლედ დანამჭირისა჻ ეგე კმა სიმჴნე სიმხნისა: რადგან ხარ მამხვე ჭირისა჻

681. გამხიარულდა თინათინ: ამა ამბისა სმენითა჻ მას დღე იხარებს სმითა და: ჭამისა არ მოწყენითა჻ კვლავ საწოლს დახვდა მას მზესა: მუნცა სიტყვისა ბრძენითა჻ მისვლა ებრძანა იამა: თქმა არ ეგების ენითა჻