..., 1860 წ.

605. კვლავ გაგზავნეს სხვანი კაცნი. სასიძოსა მოყვანებად დავედრეს თუ ნუღარ აყოვნით. მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშვრალი ნაბურთალი. საწოლს შეველ მოსვენებად და გულსა სევდა შემამადგა. ვიყავ ჭირთა მოპოვნებად.

606. მეტმან სევდამან მიმწურა. გულსა დაცემად დანისად ასმათის მონა მოვიდა. მე ვიჯე ლაღი დაჯანისად წიგნი მომართვა ეწერა. ვით სჩანს ალვისა ტანისად და ადრე მოდიო გიბრძანებს. დაუყოვნებლად ხანისად.

607. შევჯე წაველ ბაღჩას მიველ. ვითა ვსცნობდი ჭირთა ზომით ბაღჩა შევლე კოშკი დამხვდა. ასმათ იყო ძირსა დგომით ვჭვრეტდი მეტად ნადირებსა. ცრემლი აჩნდა ღაწუთა წთომით და დამიმძიმდა არა ვკითხე. ჩემი სჭირდა მისვლა ნდომით.

608. იგი ვნახე შეწყენილი. კვლავ ეს უფრო დამიმძიმდა ვითა წანას შემამცინის. აღარ ეგრე გამიღიმდა ოდენ სიტყვა არ მომიგო. თვალთა ცრემლი გარდმოსწვიმდა - და მით უფრო დამიწყრულა. არა წყლულთა მიქიმდა.

609. ჩემნი ერთნი გნებანი. მეტად შორეს გამიკიდნა შინა კოშკად შემიყვანა. ფარდაგსაცა ამიზიდნა მე რა ვნახე იგი მთვარე. ჭირმან ყოვლმან უკუმრიდნა და გულსა შუქი შემომადგა. მაგრამ გული არ დამიდნა.

610. იყო არ ნათლად ნათელი. ფარდაგსა შემომდგომელი მოშლით ებურნეს პირ ოქრო. რიდე მე მივეც რომელი მითვე მწვანითა უებროდ. მიწოლით ტახტსა მჯდომელი და ცრემლისა ღვარსა მოეცვა. პირი ელვათა მკრთომელი.

611. ქვე წავა ვით კლდესა ნაპრალსა. ვეფხი პირ გამეხებული ვერცა მზე გვანდა და ვერც მთვარე. ხე ალვა ედემს ხებული ასმათმა დამსვა შორს გვარად. მე გულსა ლახვარ ხებული და მერმე წამოჯდა წარბ შესკვნით. გამწყრალი გამეხებული.

612. მიბრძანა მიკვირს რად მოხველ. მშლელი პირისა მტკიცისა გამწირავი და უშიშრად. შენ გამტეხელი ფიცისა მაგრამ ნაცვალსა პატიჟსა. მოგცემსო ზენამ იცისა და ვკადრე რა გკადრო პასუხი. მის ჩემგან მართ უვიცისა.

613. ვსთქვი პასუხსა ვერას გკადრებ. თუ არა ვსცნობ მე მართალსა რა შექცოდე რა მიქნია. უცნობოსა მე ფერ მკრთალსა კვლავცა მითხრა რას გეუბნა. მტყუანსა და შენ მუხთალსა და დიაცურად რად მოვღორდი. მე დაუწუავ ამით ალსა.

614. შენ არ იცი ხვარაზმშასი. საქმროდ ჩემად მოყვანება შენ ჯდომილხარ სავაზიროს. შენი რთულა მისი ნება შენ გასტეხე ფიცი ჩემი. სიმტკიცე და იგი მცნება და ღ~თნ ქნას და დაგირჩინოს. ოხრად შენი ჴელოვნობა.

615. გახსოვდეს ოდეს ჰაი ჰაი. ზმიდი ცრემლნი ველთა ბანდეს მკურნალნი და დასტაქანნი. წამალს სყიდვით მოგიტანდეს მამაცისა სიცრუვესა. ნეტარ სხვანი რამცა გვანდეს და რადგან დამთმე მეცა დაგთმობ. ვინცა უფრო დაზიანდეს.

616. ამას ბრძანებ ვინცა გინდა. ეპატრონოს ინდოეთსა ეგრეც მე მაქვს პატრონობა. უგზოს ვლიდე თუნდა გზეთსა ეგე აგრე არ იქნებია. წა მომცდარხარ მოსაცეთსა და აზრი შენნი შენვე გგვანან. მტყუანსა და შენ ეგეთსა.

617. ცოცხალ ვიყო შენ ინდოეთს. ღ~თო ხანი ვერა დაჰყო თუ ეცადო დაყოფასა. ჴორცთა შენთა სული გაყო სხვა ჩემებრივ ვერა პოვო. ცათამდისცა ხელი აყო და ესე სიტყვა დაასრულა. ყმა ატირდა სულთქმა აჰყო.

618. თქვა რა მესმა ესე მისგან. მეიმედა მეტის მეტად კვლავ მამეცა თვალთა ძალი. მის ნათლისა აგრე ჭვრეტად აწ დავკარგე რად არ გიკვირს. ვით ცოცხალი ვარ რად ვარ რეტად და ვაი სოფელო მუხთალო. რად ხარ სისხლთა ჩემთა ხვრეტად.

619. შევხედენ ვნახე სასთუმალს. მუსაფი გაშლით მდებარე ავიღე ავდეგ ღ~თისაგან. და მერმე მათი მქებარე ვკადრე თუ მზეო დაგიწვავ. ჩემიცა დაწვი მზებარე და რადგან არ მამკალ პასუხი. ერთიღა გკადრო მებარე.

620. რომე გკადრებ ესე სიტყვა. აწ თუ ცუდათ ნალიქნია ცამცა მრისხავს მზისა შუქი. ჩემთვის ყოლე ნუ შუქნია თუ მაღირსებ განკითხვასა. ავი არა არ მიქნია და მან მიბრძანა არცა იცი. თქვი თავი დამიქნია.

621. კვლავცა ვკადრე მე თუ მზეო. შენთვის ფიცი გამეტეხოს ღ~თნ აწვე რისხვა მისი. ჩემთვის ზეცით გაამეხოს ვისი გინდა უშენოსა. პირი მემზროს ტანი მეხოს და მაშა მაშინ როგორ გავსძლო. რა ლახვარი გულსა მესოს.

622. მე მეფეთა დარბაზს მიხმეს. შექნეს დიდი ვეზირობა მათ წინასვე დაეპარა. იმა ყმისა შენი ქრმობა დამეშალა ვერ დავშლიდი. დამრჩებოდა უმეცრობა და თავსა უთხრი მიემოწმე. ჟამად გიჯობს გულ მაგრობა.

623. მემცა მიღმა რამცა ვკადრე. რადგან იგი ვერ მიმხვდარა არი თუ იცის ინდოეთი. უპატრონოდ არ გამჴდარა ერთი მე ვარ მემამულე. სხვასა მართებს არად არა და არა ვიცი ვის მოიყვანს. ანუ ეგრე ვინ მომცდარა.

624. ვთქვი ამითა ვერასა ვიქ. ღონე სხვა რა მოვიგვარო თავსა უთხარ ნუ მოგიცავს. გონებაო მრავალ გვარო მედვას გული მჴეცისაებრ. ათასჯერცა მინდორს ვარო და ვისმცა მივცე თავი შენი. შენვე სად მე არ წამგვარო.