... (H-66), 1832 წ.

604. ამოძვრნეს ორნი მონანი: შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი: ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა: ფერნიმცა გვანდეს რისანი მან განანათლა ქვეყანა: გაცუდდეს შუქნი მზისანი

605. სიხარულმან ამაჩქარა: ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა: რომე თვალსა აიხეწა დავაპირე შეტევება: ვთქვი წავიდე მათკენ მე წა ჩემსა შავსა სულიერსა: რამცა ვითა გარდეხვეწა

606. ცხენი გავქუსლე იქმოდეს: შამბი ხმასა და ხრიალსა ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს: რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ: ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს: ამისთვის დავეწვი ალსა

607. ესე მესმა ფრიდონისგან: მომემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ: თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწვთა დანადენი: მე ჩემივე სისხლი ვიცხე მამკალ თუცა უჩემოსა: ენახოსმცა ვისცა ის ხე

608. ესე ჩემგან გაუკვირდა: ფრიდონს მეტად ეუცხოა მაგრა მეტად შევებრალე: ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა: მემუდარა შემეპოვა თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარმომთოა

609. ვაგლახ მეო რა გიამბე: ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა: ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო: მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიანბობ რადგან თავი: გინდა ჩემად ამხანაგად

610. ფრიდონს უთხარ ყველაკაი: ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი: მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე: ჩემსა რადმე ხარ მოსრული სახელმწიფო საჯდომი და: ტახტი გმართებს სრაცა სრული

611. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი: საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს: თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა: მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს: არათ ოდეს შეგვაწუხებს

612. წამოვედით ნატირებნი: სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე: შენგან კიდევ არავინ ა ვითა ღ~თსა შენი მსგავსი: სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცენ: ამის მეტი რად რა მინა

613. არ ავი გესვა მოყვარე: ჟამი თუ მამხვდეს ჟამისად ენა გონება მახმარე: გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს: სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები: ვერ დამყოფელი წამისად

614. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან: მიჯობსღა ამას რომელი მოსრულხარ ჩემად წყალობად: მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის: მადლისა რასმე მდომელი ერთი ვარ მონა მონებად: წინაშე თქვენსა მდგომელი

615. ესე ქალაქი გზა არის: ნავთა ყოველგნით მავალთა შემამკრეფელი ამბავთა: უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგესმის წამალი: შენ რომე დაუწვავ ალთა ნუთუ ქნას ღ~თნ გარდასვლა: მაგაა ჭირთა და ვალთა

616. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი: რომელთაცა კვლავ უვლია მოგვინახონ იგი მთვარე: ვისთვის ჭირი არ გვაკლია მუნამდისცა მოიჭირვე: გონებამან არ დაგლია ყოლა ჭირი არ ეგების: თუცა ლხინმან არ დასძლია

617. კაცი უჴმენ მასვე წამსა: ესე საქმე დაიურვეთ უბრძანე თუ ნავებითა: წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა: მისსა მისთვის მოასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ: რამც უშვიდეთ რადმცა ურვეთ

618. აჩინნა კაცნი სადაცა: სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა სძებნეთ ყოველგან: რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ: პატიჟნი მორე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მინახავს: ამა დღისათვის მრცხვენოდეს

619. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა: ადგილსა საპატონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის: ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა: რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან: თავი არ დაგამონოსა

620. რას ვაგრძელებდე მოვიდეს: ყოვლგნით ამბისა მძებნელი ცუდნი და ცუდთა ადგილთა: თავისა დამაშრობელი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს: ვერას ამბისა მბობელი მე უფრო მდინდეს თვალთაგან: კვლავ ცრემლი შეუშრობელი

621. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე: ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღ~თი მყავს: სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და: დღეცა მესაღამოების დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა: მით გული ჭირსა მოების

622. მაშა მე მისსა ამბავსა: რადგან აღარას მოველი ვეღარ დავდგები გამიშვი: ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა: სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესიდგან: ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

623. თუცა დია მოიჭირვეს: ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლ მოყრილთა: თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს: ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო დაგაწამოთ: სიცოცხლეა ჩვენი ვირეს