... (H-3061), XVIII ს.

602. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე჻ რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე჻ მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკე რომე: ვაგე჻ მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე჻

603. გამოჩნდეს: ორნი: ქუევითნი: მე: მივეგებე: წინარე჻ ქალი: ჰყუა: ერთსა: მონასა: ვცანმცა: თუ: მოღმა: ვინ: არე჻ თავგაგლეჯილი: ასმათი: პირს: სისხლი: ჩამამდინარე჻ აღარ: მიყივლა: ღიმილით: არცაღა: გამიცინა: რე჻

604. იგი: ვნახე: დავებნივე: გონებანი: გამიშმაგნა჻ შორით: უჴმე: რაშიგან: ვართ: ანუ: ცეცხლმან: რად: დაგუდაგნა»჻ მან: საბრალოდ: შემომტირნა: ძლივ: სიტყუანი: გამოაგნა჻ მითხრა: ღ~თმან: სიმგრგულე: ცისა: ჩვენთვის: რისხვით: წამოგრაგნა»჻

605. ახლოს: მიველ: კვლაცა: ვჰკითხე: რაშიგან: ვართ: თქვი: მართალი»჻ კულავ: საბრალოდ: ამიტირდა: კვლა: მოედვა: ამით: ალი჻ დიდხან: სიტყუა: ვერა: მითხრა: მისთა: ჭირთა: ნაათალი჻ მკერდსა: წითლად: უღებავიდა: სისხლი: ღაწუთა: ნაწვეთალი჻

606. მერმე: მითხრა: მოგახსენებ: ესე: რადმცა: დაგიმალე჻ მაგრა: ვითა: გაგახარნე: შენცა: აგრე: შემიწყალე჻ ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: შემიხვეწე: შემიბრალე჻ დამხსენ: ჩემსა: საწუთროსა: ღ~თსა: შენსა: მიავალე»჻

607. მიამბო: ოდეს: სასიძო: მოჰკალ: და: ჴმა: დაგივარდა჻ მეფესა: ესმა: აიჭრა: მართ: მისგან: გასატკივარდა჻ შენ: დაგიძახნა: მიჴმეთო»: ჴმამაღლა: გაჴმამყივარ: და჻ მოგნახეს: შინა: ვერ: გპოვეს: მით: მეფე: გამომჩივარდა჻

608. ჰკადრეს: აქა: აღარ: არის: კარნი: სადმე: გაუვლიან჻ მეფე: ბრძანებს: ვიცი: ვიცი: მეტად: კარგად: შემიგიან჻ მას: უყვარდა: ქალი: ჩემი: სისხლნი: ველთა: მოუღურიან჻ რა: ნახიან: ერთმანერთი: არ: შეხედვა: ვერ: დათმიან჻

609. აწ: თავმან: ჩემმან: მას: მოვჰკლავ: ჩემად: დად: ვინცა: მადესა჻ მე: ღ~თსა: ვუთხარ: დაუბამს: მას: ეშმაკისა: ბადესა჻ მათ: ბოზკუროთა: ასეთი: რა: მისცეს: რა: უქადესა჻ თუ: დავარჩინო: ღ~თი: ვგმო: მისად: პატიჟად: მზად: ესა»჻

610. მის: მეფისა: წესი: იყო: თავი: მისი: ძვირად: ფიცის჻ თუ ფიცის და არ: გატეხის: მასვე: წამსა: დაამტკიცის჻ ესე: წყრომა: მეფისაგან: ვისცა: ესმა: ვინცა: იცის჻ მან: უამბო: დავარ: ქაჯსა: ვინ: გრძნებითა: ცაცა: იცის჻

611. დავარს: დასა: მეფისასა: უთხრა: ვინმე: ღ~თისა: მტერმან჻ თავი: ფიცა: ძმამან: შენმან: არ: დაგარჩენს: იცის: ერმან»჻ მან: აგრე: თქუა: უბრალო: ვარ: იცის: ღ~თნ: სახიერმან჻ ვისგან: მოვჰკუდე: ვისთვის: მოვკუდე: მიიხვედროს: იგი: ვერ: მან჻

612. პატრონი: ჩემი: აგრევე: იყო: წამოხვე: შენ: ოდეს჻ შენეულივე: რიდენი: ებურნეს: ტურფად: შვენოდეს჻ დავარ: მოსთქმიდა: სიტყუითა: რომელნი: არა: მსენოდეს჻ ბოზო: შენ: ბოზო: რად: მომკალ: ვეჭუ: შენცა: არა: გლხენოდეს჻

613. როსკიპო: ბოზო: დიაცო: საქმრო: რად: მოაკვლევინე჻ ანუ: სისხლითა: მისითა: ჩემი: რად: მოაზღვევინე჻ არ: ცუდად: მამკლავს: ძმა: ჩემი: რა: გიყავ: რა: გაქნევინე჻ აწ: ღ~თსა: უნდეს: ვერ: მიხუდე: ვის: ესე: დააშლევინე»჻

614. ჴელი: მიჰყო: წამოზიდნა: თმანი: გრძელნი: დაუფუშნა჻ დაალება: დაალურჯა: მედგრად: პირნი: მოიქუშნა჻ მან: პასუხი: ვერა: გასცა: ოდენ: სულთქნა: ოდენ: უშნა჻ ქალმან: შავმან: ვერა: არგო: ვერცა: წყლული: დაუშუშნა჻

615. რა: დავარ: გაძღა: ცემითა: მისითა: დალურჯებითა჻ წამოდგეს: ორნი: მონანი: პირითა: მით: ქაჯებითა჻ მათ: კიდობანი: მოჰქონდათ ეუბნეს: არ: აჯებითა჻ მას: შიგან: ჩასვეს: იგი: მზე: ჰგავს: იქნას დარაჯებითა჻

616. მან: უთხრა: წადით: დაჰკარგეთ: მუნ: სადა: ზღვისა: ჭიპია჻ წმინდისა: წყალი: ვერ: ნახოს: მყინვარე: ვერცა: ლიპია»჻ მათ: გაეხარნეს: ჴმა: მაღლად: იყივლეს: იპი: იპია»჻ ესე: ვნახე: და: არ: მოვჰკუე: არა: მგავს: არცა: სიპია჻

617. ზღვათაკენ: გავლნეს: მაშინვე: სარკმელი გაუჩინარდა჻ დავარ: თქუა: მქმნელი: ამისი: ვინ: არ: დამქოლოს: ვინ: არ: და჻ ვირემ: მამკლევდეს: მოვჰკუდები: სიცოცხლე: გასაწყინარდა»჻ დანა: დაიცა: მოცაკვდა: დაეცა: გასისხლმდინარდა჻

618. რად: არ: მიკუირვებ: ცოცხალსა: მე: ლახვარ: დაუსობელსა჻ აწ: იგი: მიყავ: რა: მმართებს: ამისსა: მახარობელსა჻ ზენაარ: დამხსენ: სიცოცხლე: სულთა: დგმა დაუთმობელსა»჻ საბრალოდ: ცრემლსა: ადენდა: უკლებსა: დაუშობელსა჻

619. მე: უთხარ: დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია჻ რაცრა ვქმენ: ნაცვლად: თვით: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია჻ აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: სად: კლდე: და: წყალია» სრულად: გავქუავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია჻

620. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მამივიდა: ცხრო: და: თრთოლა჻ გულსა: უთხარ: ნუ: მოჰკუდები: არას: გარგებს: ცუდი: წოლა჻ გიჯობს: გაჭრა: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა»჻ აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა჻

621. შეველ ფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული჻ ას: სამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხანდაზმული჻ გამომყუა: და: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული჻ ზღვის: პირს: მიველ: ნავი: დამხუდა: მენავემან: მნახა: ზმული჻