... (H-302), 1803 წ.

606. ინადირეს შემოიქცეს, მხიარულნი მინდორს რულნი, შეიტანეს დიდებულნი, თავადნი და სპანი სრულნი, დაჯდა დახუდეს მოკაზმულნი, საჯდომნი და სრანი სრულნი, ჴმას ჰსცემს ჩანგი ჩაღანასა, მომღერალნი იყუნეს სრულნი-

607. ყმა ახლოს უჯდა მეფესა, ჰკითხვიდა ეუბნებოდა, ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი, და კბილთა ელვა ჰკრთებოდა, ღირსნი ახლოს ჰსხდეს ისმენდეს, შორს ჯარი დაიჯრებოდა, უტარიელოდ ჴსენება, არვისგან იკადრებოდა-

608. ყმა მივიდა გულმოკლული, ცრემლი ველთა მოედინა, თინათინის სიყუარული, უარებდის თუალთა წინა, ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწუის, ხელსა რადმცა დაეძინა, რაც ეაჯა დათმობისა, გულმან ვისმცა მოუსმინა-

609. წევს იტყვის გულსა სალხინო, რამცაღა დაუსახეო, მოგშორდი ედემს ნაზარდო, ლერწამო და ხეო, შენთა მჭურეტელთა ნიშატო, ვერ მჭურეტთა სივაგლახეო, ცხადად ხილვასა არა ღირს, ვარ ნეტარმცა სიზმრად გნახეო-

610. ამას მოჰსთქმიდის ტირილით, ცრემლისა დასაღვაროთა, კულავ გულსა ურჩევს დათმობა, ჰგუანდეს სიბრძნისა წყაროთა, არ დავჰსთმოთ რა ვჰქმნათ სევდასა, მითხარ რა მოუგვაროთა, თუ ლხინი გუინდა ღ~თისაგან, ჭირნიცა შევიწყნაროთა-

611. კულავ იტყვის გულო რაზდენცა, გაქუს სიკუდილისა წადება, სჯობს სიცოცხლისა გაძლება, მისთვის თავისა დადება, მაგრამ დამალე არ გაჩნდეს, შენი ცეცხლისა კულა დება, ავად შეჰფერობს მიჯნურსა, მიჯნურობისა ცხადება-

დათხოვნა ავთანდილისაგან როსტევან მეფისა და ვეზირის საუბარი და ხვეწნა

612. რა გათენდა შეეკაზმა, ყმა გავიდა ადრე გარე, იტყვის ნეტარ მიჯნურობა, არ დამაჩნდეს დაცავფარე, დათმობას ჰსთხოვს, გულსა შენ რა მოუგვარე, ცხენსა შეჯდა წამოვიდა, ვეზირისა სახლსა მთუარე-

613. ვაზირმან ჰსცნა გაეგება, ჩემსა მზეა ამოსრული, ამას თურმე მახარებდა, დღეს ნიშანი სახარული, მიეგება თაყუანიჰსცა, ჰკადრა სრულსა ქება სრული, ჰჴამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული-

614. ყრმა გარდასუა მასპინძელმან, არ ღაფალმან ავმან უქმან, ფერხთა ქუეშე ხატაურსა, უფენენ და მიწად უქმან, ყმამან სახლი განანათლნა, ვით სამყარო მზისა შუქმან, თქუეს სურნელი სული ვარდთა, დღეს მოგუბერნა ქუჱნამ ბუქმან-

615. დაჯდა მისთა შემხედუჱლთა, გული მათი მართლად ხელეს, მისთა მჭურეტთა მისთვის ბნედა, თავისათვის ისახელეს, სულთქმა ბევრი აათასეს, აღარა თუ აერთხელეს, გაყრა ბრძანეს გაიყარნეს, ჯალაბობა გაათხელეს-

616. რა ჯალაბი გაიყარა, ყმა ვეზირსა ეუბნების, ეტყვის შენი დამალული, დარბაზს არა არ იქნების, რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქს და შენ გეთნების, გაიგონე ჭირი ჩემნი, მკურნე რაცა მეკურნების-

617. მის ყმისა ცეცხლი მედების, წუა მჭირს მისისა მწველისა, მკლავს სურვილი და ვერ ნახუა, ჩემისა სასურველისა, მას ჩემთუის სულნი არა შურს, შეზღვა ხამს შეუზღველისა, ჰჴამს სიყუარული მოყურისა, უხვისა უშურველისა-

618. მისი ნახუა გულსა ჩემსა, ვითა ბადე დაებადა, მუნუჱ დარჩა დათმობაცა, მასთანავე დაება და, რადგან დაჰსწუავს მუახლეთა, ღ~თსა მზედცა დაებადა, მერმე ასმათ ჩემთვის დისა, უფრო დადცა დაებადა-

619. ოდეს წამოველ შევჰფიცე, ფიცითა საშინელითა, კულავ მოვალ გნახავ პირითა, არ მტერთა საწუნელითა, შენსა მე ვეძებ ნათელსა, შენ ხარ გულითა ხელითა, ჟამია ჩემგან წასულისა, ვიწვი ცეცხლითა ცხელითა-

620. ყოველსაუჱ მართლად გითხრობ, არ სიტყუასა საკუეხელსა, მიმელის და ვერ მისულვარ, ესე მიდებს ცეცხლსა ცხელსა, ვერ გავუტეხ ზენაარსა, ვერ გავსწირავ ხელი ხელსა, რამცა სადა გაუმარჯვდა, კაცთა ფიცთა გამტეხელსა-

621. რაცა გითხრა ჩემაგიერ, როსტანს ჰკადრე მიედ სრასა, თავმან მისმან ფიცით გეტყვი, შენ ვაზირსა ოსტასრასა, არ შემიპყრობს არ დავჰსდგები, თუ შემიპყრობს მაქნევს რასა, მიშუჱლე რა გული ცეცხლმან, არ დამიჭრას არა სრასა-

622. ჰკადრე ვინ ჰხამს ყოველმან, პირმა არ მეუმზრახემან, ვითა ვიშიშვი გაცნობოს, ღ~თნ ნათელთა სახემან, მაგრამ მან ყმამან ცეცხლითა, დამწვა ალვისა სახემან, გული წამსაუჱ წამიღო, ვერათ ვერ შევინახე მან-

623. აწ მეფეო უმისობა, ჩემგან ყოლა არ ეგების, გული მას აქუს გულოვანსა, აქა ჴელი რა მეჴდების, თუ რას ვარგებ პირუჱლ ხოლმე, თჳთ სახელი თქვენ მოგხვდების, ვერას ვარგებ გულსა დავჰსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების-

624. წასულა ჩემი გულსა თქვენსა, არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს, თავსა ჩემსა გაგებული, იქნას ღ~თსა რაცა უნდეს, მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენკე დაგიბრუნდეს, არ მოვბრუნდე თქვენმცა ჰსუფევთ, მტერი თქვენნი დაძაბუნდეს-