.... (H-1759), XIX ს.

605. რაღა ვაგრძელებ სიტყვასა ჟამია შემოკლებისა აწ გაპარვაა წამალი, ამა გულისა ხლებისა რასაცა გვედრებ ისმენდი, ვიდრე დრო გქონდეს ხლებისა შენ გაამაგრე დაჭირვა, ჩემისა ნასწავლებისა

606. აწ მეფეთა სამსახურად, პირველ თავი დაამზადე სიკეთე და უკლებრობა, შენი ერთობ გააცხადე სახლი ჩემი შეინახე, სპათა ჩემთა ეთავადე სამსახური აქამდისი, კვლა გავლენა გააკვლადე

607. მტერთა ჩემთა ენაპირე, ძალი ნუმცა მოგაკლდების ერთგულთათვის კარგი ნუ გშურს, ორგულნიმცა შენნი კვდების შემოვიქცე შენი ჩემგან, ვალი კარგად გარდიხდების პატრონისა სამსახური, არაოდეს არ წახდების

608. ესე ესმა ცრემლი ცხელი, შერმადინსა თვალთა სდინდი მოახსენა მარტოობით, ჭირსა რადმცა შეუშინდი მაგრა რა ვქნა უშენოსა, დამეცემის გულსა ბინდი წამიტანე სამსახურად, მოგეხმარვი რაცა გინდი

609. ვის ასმია მარტოსაგან, ღარიბობა ეგზომ დიდი ვის ასმია პატრონისა, ჭირსა შიგან ყმისა რიდი დაკარგულსა გიგონებდე, რა ვიქნები აქა ფლიდი ყმამან უთხრა ვერ წაგიტან, რაზომსაცა ცრემლსა ღვრიდი

610. შენგან ჩემი სიყვარული, ვითამც არა დამეჯერა მაგრა საქმე არ მოხდების, ჟამი ასრე დამემტერა ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინც ეფერა გული დადე დაიჯერე, ვერ წაგიტან ვერა ვერა

611. თუ მიჯნური ვარ ერთი ვჰხამ, ხელი მინდორთა მე რებად არ მარტო უნდა გაჭრილი, ცრემლისა სისხლითა ღვარებად გაჭრა ხელია მიჯნურთა, რად სცალს თავისა ბერებად ასრეა ესე სოფელი, შესჯერდი კულა შეჯერებად

612. რა მოგშორდე მახსენებდი, სიყუარული ჩემი გქონდეს არ ვეშიშვი მტერთა ჩემთა, თავი მონად მომიმონდეს ჴამს მამაცი გაგულოვნდეს ჭირსა შიგან არ დაღონდეს მძულს რომ კაცსა სააუგო, საქმე არა არ შესწონდეს

613. მე იგი ვარ ვინ სოფელსა, არა მოვჰკრეფ კიტრსა ბერად ვის სიკვდილი მოყურისათვის, თამაშად და მიჩანს მღერად ჩემსა მზესა დავეთხოვე, გაუშვივარ დავდგე მე რად მაშ თუ დავსთმობ სახლსა ჩემსა, ვეღარ დავსთმობ ვისა მე რად

614. აწ ანდერძსა ჩემსა მოგცემ, როსტანს წინა დაწერილსა შენ შეგვედრებ დაგიჭიროს, ვითა გმართებს ჩემსა ზრდილსა მოვკვდე თავსა ნუ მოიკლავ, სატანისგან ნუ იქ ბნელსა ამაზედა იტირებდი, დაიდებდი თვალთა მილსა

ანდერძი ავთანდილისა როსტევან მეფის წინაშე ოდეს გაიპარა

615. დაჯდა წერად ანდერძისა, საბრალოსა საუბრისად ჱე მეფეო გავიპარე, ძებნად ჩემგან საძებრისად ვერ დავდგები შეუყრელად, ჩემთა ცეცხლთა მამდებრისად შემინდევ და წამატანე, მოწყალება ღ~თაებრისად

616. ვიცი ბოლოდ არ დამიგმობ, ამა ჩემსა გაზრახულსა კაცი ბრძენი ვერ გასწირავს, მოყვარესა მოყვარულსა მე სიტყვასა ერთსა გკადრებ, პლატონისგან სწავლა თქმულსა სიცრუე და ორ პირობა, ავნებს ხორცსა მერმე სულსა

617. რადგან თავი სიცრუვეა, ყოვლისა უბადობისა მე რად გავსწირო მოყვარე, ძმა უმტკიცესი ძმობისა არა ვიქ ცოდნა რას მარგებს, ფილასოფოსთა ბრძნობისა მით ვისწავლიდით მოგვეცეს, შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა

618. წაგიკითხავს სიყვარულსა, მოციქულნი რაგვარ სწერენ ვით იტყვიან ვით აქებენ, ცან ცნობანი მიაფერენ სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანი ამას ჟღერენ შენ არ სჯერხარ უსწავლელნი, კაცნი რადმცა შევაჯერენ

619. ვინ დამბადა შეძლებაცა, მანვე მამცა მძლევად მტერთად ვინ არს ძალი უხილავი, შემწე ყოვლთა მიწიერთად ვინ საზღვარსა დაუსაზღურებს, ზის უკვდავი ღ~თი ღ~თად იგი გახდის წამი ყოფით ერთსა ასად ასსა ერთად

620. რაცა ღ~თსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების მზისა შუქთა ვერ მჭვრეტელი, ია ჰხმების ვარდი ჭკნების თვალთა ტურფა საჭვრეტელი, ყველა რამე ეშვიდნების მე ვით გავსძლო უმისობა, ან სიცოცხლე ვით გეთნების

621. რაზომცა სწყრები შემინდევ, შეცულა თქვენისა მცნებისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა, მე მაგისისა თნებისა აწ წასვლა იყო წამალი, ჩემთა სახმილთა გზნებისა სადა გინდ ვიყო რა მგამა, ყოფაცა მქონდეს ნებისა

622. არას გარგებს სიმძიმილი, უსარგებლო ცრემლთა დენა არ გარდავა გარდუვალად, მომავალი საქმე ზენა წესი არის მამათაგან, მოჭირვება ჭირთა თმენა არვის ძალუც ჴორციელსა, განგებისა გარდავლენა

623. რაცა ღ~თსა გაუგია, თავსა ჩემსა გარდასავლად გარდამჴდეს და შემოვიქცე, აღარ დამრჩეს გული ავლად თქვენვე გნახნე მხიარულად, დიდებით და დავლა მრავლად მას რა ვარგო დიდებად, და კმარის ესე ჩემთვის დავლად