... (Q-1335), XVIII ს.

605. ავთანდილც[ა] სულთქნა მწარედ დაბნედილსა შემოსჭურიტნა ასმათ ვანი გაამრავლნა ცრემლმან მისმან {კლდენი} ჴურიტნა მერმე სულად მოაქცივა ცეცხლნი წყლითა დაუშრიტნა თქვა ცოცხალვარ საწუთრომან აწცა ჩემი სისხლნი ხურიტნა

606. ზე წამოჯდა ფერ მიხდილი აყოლებდა თუალთა რეტად ვარდი სრულად შექნილიყო ზაფრანად და ვითა სპეტად დიდ ხან მათად არა სცალდა საუბრად და არცა ჭურეტად დარჩომა და არ სიკვდილი მას უმძიმდა მეტის მეტად

607. ავთანდილს უთხრა ისმენდი ცნობა უც თუცა ჴელისა გითხრა ამბავი ჩემი და ჩემისა დამმარხველისა ლხინად მიჩს შეყრა მოყვრისა მის შენგან შეუყრელისა მე მიკვირს ჩემი სიცოცხლე ასრე დარჩომა მრთელისა

608. ასმათის ნახვა მიამა ჩემგან დად საესავისა წიგნი რა ვნახე მომართუა ესე საბამი მკლავისა მკლავსა შევიბი მაშინვე მოვიხსენ რიდე თავისა იგი უცხოა ღარიბი მტკიცისა რასმე შავისა

609. რიდენი და ყაბაჩანი რომე მესხნეს სამძღუნოდ მისად ერთგან შევჰკრენ გაუგზავნენ მზესა აკლდა ოდნად მისად ასმათ დიდხან არ გაუშვი მე იმედად სულთა დგმისად მისგან კიდე მომეცალა საუბრადმცა სხუადღა რისად

წიგნი ტარიელისა საყვარელსა თანა მიწერილი

610. მიუწერე მზეო შუ{ქ}ი შენი შენგან მონაფენი გულსა მეცა გამიცუდდეს სიჩაუქე სიალფენი ჴელმან შენნი გავიცადენ სინატიფე სიტურფენი სულთა ნაცვლად სამსახურნი რამცა ვითა გიმუქფენი

611. მაშინ ოდეს დამარჩინე სულთა სრულად არ გამყარე აწ ჩემთუინცა ესე ჟამი მასვე ჟამსა დავადარე სამჴრე შენი მომივიდა შემოვიბი მკლავსა გარე რომე მმართებს სიხარული ეგზომიცა რა ვიხარე

612. განაღამცა ვიწინაშე აჰა რიდე რომე მთხოვე ყაბაჩაცა ასეთივე ამისებრი ვერა ვჰპოვე დაბნედილსა ნუ დამაგდებ მიშველ[ე] რა მარგე მოვე სოფელს მყოფსა უშენოსა კაცსა ვისმცა შევეპოვე

613. ქალი ადგა გამეყარა დავსწევ ამოდ დამეძინა მაგრა შევჰკრთი საყვარელი ჩემი ვნახე ძილსა შინა გამეღვიძენ აღარა მყვა სულ დგმულობა მომეწყინა ღამე ასრე გავათენე მისი ხმაცა არ მესმინა

614. დილასა ადრე სრას მიჴმეს დღე რა ქნა მწუხრმან ჟამითა ავდეგ ვცნა მათი ამბავი წასვლა ვქენ მითვე წამითა ვნახე ორნივე ერთგან სხდეს სახითა ოდენ სამითა რა მივ[ე]ლ მითხრეს დაჯდომა წინაშე დავჯე სკამითა

615. მიბრძანეს თუ ღ~თმან ასრე დაგუაბერნა დაცაგულია ჟამი გუახლავს სიბერისა სიყმაწვილე გარდგვიულია ყმა არ მოგუცა ქალი გვივის ვისგან შუქი არ გვაკლია ყმისა არ სმა არა გუაგუვა ამად ზედა წაგუიგია

616. აწ ქალისა ჩვენისათვის ქმარი გუინდა სად მოვნახოთ რომე მივსცეთ ტახტი ჩვენი სახედ ჩვენად გამოუსახოთ სამეფოსა ვაპატრონოთ საჴელმწიფო შევინახოთ არ ამოვსწყდეთ მტერთა ჩვენთა ჴრმალი ჩვენთუინ არა ვნახოთ

617. ვთქვით თქვენი ძისა არა სუმა გულსა ვით მიეფარების მაგრა კმა ჩუენად იმედად ვინ მზესა დაედარების ვისცა სთხოუთ შვილსა სასიძოდ მას დიდად გაეხარების სხუამცა რა გკადრეთ თვით იცით მაგას რა მოეგუარების

618. დავიწყეთ რჩევა რჩევა საქმისა გული უც თუცა მელია ვჰთქვით ჩემგან დაშლა ამისი არ ითქმის არ საქნელია მეფემან ბრძანა ხუარაზმშა ჴელმწიფე ხუარაზმელია თუ მოგუცემს შვილსა საჩვენოდ მისებრი არ რომელია

619. რომე პირველვე დაესკუნეს მათ ესე შეეტყუებოდა ერთმანერთსაცა უჭურეტდეს სიტყვაცა აგრე სწბებოდა ჩემგან დაშლისა კადრება მართ ამბვად არ ეგებოდა ოდენ დავმიწდი დავნაცრდი გული მიდამო კრფებოდა

620. დედოფალმან თქვა ხუარაზმშა მეფეა მორჭმით მჯდომელი მათსამცა შვილსა სასიძოდ ჩვენთუის სხვას ჯობდა რომელი შეცილებამცა ვით ჰკადრა რადგან თვით იყო მდომელი მოწმობა დავრთე დაესკუნა დღე ჩემი სულთა მჴდომელი

621. გაგზავნეს კაცი ხუარაზმშას წინა შვილისა მთხოველი შესთუალეს გაჴდა უმკვიდროდ სამეფო ჩვენი ყოველი არს ერთი ქალი საძეო არ კიდევ გასათხოველი თუ მოგუცემ შვილსა სამისოდ სხვასა ნუღარას მოელი

622. კაცი მოვიდა აევსო ჯუბაჩითა და რიდითა გახარებოდა ხუარაზმშას სიხარულითა დიდითა ებრძანა მოგხუდა ღ~თისაგან ჩვენ რომე ვინატრიდითა თვით მაგისებრსა შვილმსაცა ჩვენ ჴელსა რასა ვჰჴდიდითა

623. კვლა გაგზავნეს სხუანი {კაცნი} სასიძოსა მოყვანებად დაავედნეს თუ ნუ აყოვნებთ მოდით ჩვენად ნაბრძანებად მე მაშურალი ნაბურთალი საწოლს შეველ მოსვენებად გულსა სევდა შემეყარა ვიწე ჭირთა მოპოვნებად