... (Q-376), XIX ს.

ფრიდონისაგან ნესტანდარეჯანის ჰამბის მბობა ტარიელსათან (18)

605. დღესა ერთსა მე და მეფე, ნადირობად გამოვედით. ზღუასა ზედან წაწურჳლსა, ქედსა რასმე გარდავდეგით. ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე, ვჰსთამაშობდით ცხენთა ვჰსხედით. ერთი რამე საკჳრუჱლი, მე ვნახეო ამა ქედით:-

606. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყჳს, მართ ამბავსა ესოდენსა. დღე ერთ მწადდა ნადირობა, შევჰჯე ამა ჩემსა ცხენსა. ზღუათა შიგან იხუსა ჰგავს და, ჴმელთა ზედა შავარდენსა. აქა ვჰსდეგ და თუალს ვუგებდი, ქორსა იქით განაფრენსა:-

607. ზოგჯერ ზღჳსკე მივიხედი, წავჰსდგომოდი ამა გორსა. ზღუასა შიგან ცოტა რამე, დაჳნახე თუცა შორსა. ეგრე ფიცხლად სიარული, არას ძალუძს მისსა ჰსწორსა. ვერად ვიცან გონებასა, გავეკჳრუჱ ამად გორსა:-

608. ვჰსთქჳ რა არის რასა ვამჰსგავსო, მფრინველია ანუ მჴეცი. ნავი იყო არ ეფარა, სამოსელი მრავალკეცი. წინა კაცნი მოზიდჳდეს, თუალნი ამად დავაცეცი. მთუარე უჯდა კიდობანსა, ცა მეშჳდე მასცა ვეცი:-

609. ამოძურნეს ორნი მონანი, შავნი მართ ვითა ფისანი. ქალი გარდმოსვეს სისხონი, ვნახენ მისისა თმისანი. მას რომე ელუა ჰკრთებოდა, ფერნიცა ჰგუანდეს რისანი. მან გაანათლა ქუჱყანა, გაცუდდეს შუქნი მზისანი:-

610. სიხარულმან ამაჩქარა, ამათრთოლა დაცამლეწა. იგი ვარდი შემიყუარდა, რომე თუალსა იახეწა. დავაპირე შეტევება, ვჰსთქჳ წაჳდე მათკენ მე წა. ჩემსა შავსა სულიერი, რამცა ვითა გარდეხვეწა:-

611. ცხენი გავჰქუსლე იქმოდეს, შამბი ჴმასა და ხრიალსა. ვეღარ მივუსწარ გამესწრეს, რაზომცა ვჰსცემდი წრტიალსა. ზღჳს პირსა მიველ შევხედენ, ჰსჩნდა ოდენ მზისა ტიალსა. გამშორებოდეს წამსლოდეს, ამისთჳს დავეწჳ ალსა:-

612. ესე მესმა ფრიდონისგან, მომემატა ცეცხლთა სიცხე. ცხენისაგან გარდაჳჭერ, თავი სრულად გაჳკიცხე. ჩემთა ღაწუთა დანადენი, მე ჩემივე სისხლი ვიცხე. მამკალ თუცა უჩემოსა, ენახოსმცა ვისცა ის ხე:-

613. ესე ჩემგან გაუკჳრდა, ფრიდონს მეტად ეუცხოვა. მაგრამ მეტად შევებრალე, ტირილითა მესათნოვა. ვითა შვილი დამადუმა, მემუდარა შემეპოვა. თუალთა ვითა მარგარიტი, ცხელნი ცრემლნი გარმოთოვა:-

614. ვაგლახ მეო რა გიამბე, ფათერაკად მცდარმან შმაგად. მოვახსენე ნურა გაგვა, ნუ ინაღვლი მაგას მაგად. იგა მთუარე ჩემი იყო, მით მედების ცეცხლი მდაგად. აწ გიამბო რადგან თავი, გინდა ჩემად ამხანაგად:-

615. ფრიდონს ვუთხარ ყველაკაი, ჩემი თავსა გარდასრული. მან მითხრა თუ რას ვიტყოდი, მოცთომილი გაბასრული. შენ მაღალი ჲინდოთ მეფე, ჩემსა რადმე ხარ მოსრული. საჴელმწიფო საჯდომი და, ტახტი გმართებს სრაცა სრული:-

616. კულავცა მითხრა ვისცა ღ~თი, საროს მორჩსა ტანად უხებს. მას ლახუარსა მოაშორვებს, თუცა პირუჱლ გულსა უხებს. იგი მოგვცემს წყალობასა, მისსა ზეცით მოგჳქუხებს. ჭირსა ლხინად შეგჳცუალებს, არა მარად შეგვაწუხებს:-

617. წამოვედით ნატირებნი, სრას დავჰსხედით თაჳს წინა. ფრიდონს ვუთხარ ჩემი შემწე, შენგან კიდე არავინა. ვითა ღ~თნ შენი მჰსგავსი, სხუა სოფლად არ მოავლინა. მაშა რადგან შემიმეცენ, ამისმეტი რად რა მინა:-

618. არ ავი გესვა მოყუარე, ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად. ენა გონება მახმარე, გამოსარჩევლად ამისად. რა მოვაგუარო რა მიჯობს, სალხენლად ჩემად და მისად. თუ ვერას ვარგებ ვიქმნები, ვერ დამყოფელი წამისად:-

619. მან მითხრა ბედი ღ~ისაგან, მიჯობსღა ამას რომელი. მოსრულხარ ჩემად წყალობად, მეფე ჲინდოეთს მჯდომელი. მემცა რად ვიყავ ამისთჳს, მადლისა რასმე მდომელი. ერთი ვარ მონა მონებად, წინაშე თქუჱნსა მდგომელი:-

620. ესე ქალაქი გზა არის, ნავთა ყოველგნით მავალთა. შემამკრებელი ჰამბავთა, უცხოთა რათმე მრავალთა. აქა მოგვესმის წამალი, შენ რომე დაუწვავ ალთა. ნუ თუ ჰქმნას ღ~თნ გარდასულა, მაგაა ჭირთა და ვალთა:-

621. ჩუჱნ გავგზავნოთ მენავენი, რომელთაცა კულავ უვლია. მოგჳნახონ იგა მთუარე, ვისთჳს ჭირი არ გვაკლია. მუნამდისცა მოიჭირუჱ, გონებამან არ დაგლია. ყოლა ჭირი არ ეგების, თუცა ლხინმან არ დაჰსძლია:-

622. კაცნი იხმნა მასუჱ წამსა, ესე საქმე ჰრქუა მიურვეთ. უბრძანა თუ ნავებითა, წადით ზღუა ზღუა მოიცურვეთ. მოგჳნახეთ საყუარელსა, მისსა მისთჳს მოასურვეთ. თავთა ჭირი უათასეთ, რადმც უშჳდეთ ანუ ურვეთ:-

623. აჩინნა კაცნი სადაცა, სადგურნი ნავთა ჰსჩენოდეს. უბრძანა ჰსძებნეთ ყოველგან, რაცა ვის მისი გჰსმენოდეს. მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ, პატიჟნი მორე მლხენოდეს. უმისოდ ლხინი მინახავს, ამა დღისათჳს მრცხუჱნოდეს:-