... (S-2781), XIX ს.

584. ღამით მევლო მოვიდოდი ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი გუანდეს ქალაქს ვეახლენით ცალკერძ იყვნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ხილვუა მიდაღვიდეს გულსა დაღნი მუნ გარდავხე მოსვენებად დამხუდეს რამე ხენი ლაღნი

585. ხეთა ძირსა მივიძინე მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად ვერ ჭორი და ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოვლებდა თუალთა ჩემთა მონაწური

586. ძახილი მესმა შევხედენ მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირპირ მას თურე წყლული სტკიოდა ხრმლისა ნატეხი დასვრილი აქუს სისხლი ჩამოსდიოდა მტერთა ექადდა წყრებოდა იგინებოდა ჩიოდა

587. ზედა ჰჯდა შავსა ტაიჭსა აწ ესე მე მყავს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწივე მისისა შეყრისა ვიყავ მნდომელი შევსთუალე დადეგ მიჩვენე ლომსა ვინ გაწყენს რომელი

588. მას მონასა არ ეუბნა არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე მე ჩავუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე სიარული დაითმინა

589. გამიცადა ღმერთსა კადრა შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ აწ სიტყუანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს საჭურველნი გარ ვერ ვითხენ

590. მე უთხარ დადეგ დაწყნარდი გარდავხდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი კარგი მახვილთა კვეთასა თანა წამომყუა წავედით უტკბოსნი მამაძეთასა მე გავეკვირვე ჭურეტასა მის ყმისა სინაზეთასა

591. ერთი მონა დასტაქარი მყუა და წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხვნა დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვკითხე ვინ ხარ ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა თავი მისი გაამჩივნა

592. პირველ მითხრა არა ვიცი რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შექმნა მოყვითანოდ ვარდგიშერი რომე რგავსო ღმერთმან მისგან აღნთებული სანთელიცა რად დაგავსო

593. მულღაზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქვსო რომელი ნურადინფრიდონ სახელ მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზუარი ჩემია სადა ხარ გარდამხდომელი ცოტაა მაგრამ ყოველგნით სიკეთემიუწდომელი

594. მამის ძმა და მამაჩემი პაპაჩემმან გაყუნა ოდეს ზღუასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თჳთ ბიძასა ჩემსა მიჰხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკე დარჩა სანადიროარ მივსცემდი მომერჩოდეს

595. დღეს გამოვე ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე მუნვე გასულა მორე მინდა მით მრეველი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

596. ნავითა გაველ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა დადამიძაბუნეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა არ შევიკრეფდი გამყოფთა ვსთქვი ჩემთა რად დავრიდო და ვნადირობდი და ვიზახდი ხმა ჩემი არ უდიდოდა

597. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ხმდა ვითა გამომაპარნეს ლაშქარნი გზანი შემიკრნეს ნავითა თვით ბიძაძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუხდეს ლაშქართა ომად მათითა მკლავითა

598. მათი მესმა დავინახე ზახილი და ხრმალთა ელვა ნავი ვსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრამ ვეღარა ქმნეს ჩემი ზედა წამოქელვა

599. კვლავ სხუანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მომიხდეს ერთგნით ვერ მომერეოდეს არ მომწურვოდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

600. მამეჯარნეს ვეღარა ვქმენ ნავით ცხენი გარდვიხლტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუვე ჩემი მჭვრეტი გავაცბუნვე თანამყოლნი ყველაკანი დამიხოცნეს დამრჩეს მუნვე ვინცა მდევდის ვერ შემომხვდის მივუბრუნდი მივაბრუნვე

601. აწ იგი იქმნას რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭუ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შემწევდეს ქადილსა ოხრად გავუხდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ სადილსა

602. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენი ყოლა არა უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომარი განაღამცა შეგვიძრწუნდა

603. ესეცა უთხარ ამბავი ჩემი არ გაგეგონების უფრორე წვრილად გიამბობ თუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას რა შეეწონების დღედ სიკუდილადმდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების