... (S-4988), XVII-XVIII სს.

587. მეტმან჻ სევდამან჻ მიმწურა჻ გულსა჻ დაცემად჻ დანისად: ასმათის჻ მონა჻ შემოდგა჻ შევჯე჻ ლაღი჻ და჻ ჯანი჻ სად: წიგნი჻ მამართვა჻ ეწერა჻ ვინ჻ სჩან჻ ალვისა჻ ტანისად: ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ დაუყოვნებლად჻ ხანისად:

588. ავდექ჻ წაველ჻ ბაღჩას჻ მიველ჻ ვითა჻ სცნობდენ჻ ლხინთა჻ ზომით: ბახჩა჻ შევლე჻ კოშკი჻ დამხუდა჻ ასმათ჻ ვნახე჻ ძირსა჻ დგომით: ვსჭურეტდი჻ მეტად჻ ნატირებად჻ ცრემლი჻ აჩნდა჻ ღაწუთა჻ წთომით: დამიმძიმდა჻ არა჻ ვჰკითხე჻ ჩემი჻ სჭირდა჻ მისულა჻ ნდომით:

589. იგი჻ ვნახე჻ შეწყენილი჻ ესე჻ მეტად჻ დამიმძიმდა: ვითა჻ წინას჻ შემამცინის჻ აღარ჻ ეგრე჻ გამიღიმდა: ოდენ჻ სიტყუა჻ არ჻ მამიგო჻ ოდენ჻ ცრემლთა჻ გარდმოსწვიმდა: ამით჻ უფრო჻ დამაწყლულა჻ არა჻ წყლულთა჻ მიაქიმდა:

590. ჩემნი჻ ერთნი჻ გონებანი჻ მეტად჻ შორეს჻ გამიკიდნა: შინა჻ კოშკად჻ შემიყუანა჻ ფარდაგსაცა჻ ამიზიდნა: შეველ჻ ვნახე჻ იგი჻ მთვარე჻ ჭირმან჻ ყოვლმან჻ უკუმრიდნა: გულსა჻ შუქნი჻ შემამადგა჻ მაგრა჻ გული჻ არ჻ დამიდნა:

591. იყო჻ არ჻ ნათლად჻ ნათელი჻ ფარდაგსა჻ შემომდგომელი: მოშლით჻ ებურა჻ პიროქრო჻ მე჻ მივეც჻ რიდე჻ რომელი: მითვე჻ მწვანითა჻ უებრო჻ მიწოლით჻ ტახტსა჻ მჯდომელი: ცრემლისა჻ ღვარსა჻ მოეცვა჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომელი:

592. ქვე჻ წვა჻ ვით჻ კლდისა჻ ნაპრალსა჻ ვეფხი჻ პირ჻ გამეხებული: ვერცა჻ მზე჻ გვანდა჻ ვერც჻ მთვარე჻ ხე჻ ალვა჻ ედემს჻ ხებული: ასმათმან჻ დამსვა჻ შორს჻ გვარად჻ გულსა჻ მე჻ ლახვარ჻ ხებული: მერმე჻ წამოჯდა჻ წარბ჻ შესკუნით჻ გამწყრალი჻ გამეხებული:

593. მიბრძანა჻ მიკვირს჻ რად჻ მოხველ჻ მშლელი჻ პირისა჻ მტკიცისა: გამწირავი჻ და჻ მუხთალი჻ შენ჻ გამტეხელი჻ ფიცისა: მაგრამ჻ ნაცვალსა჻ პატიჟსა჻ მიგცემსო჻ ზენამ჻ იცისა: ვჰკადრე჻ რა჻ გკადრო჻ პასუხი჻ მის჻ ჩემგან჻ მე჻ უვიცისა:

594. ვთქუი჻ პასუხსა჻ ვერას჻ გკადრებ჻ თუ჻ არა჻ ვსცნობ჻ მე჻ მართალსა: რა჻ შეგცოდე჻ რა჻ მიქნია჻ უცნობოსა჻ ფერ჻ ნამკრთალსა: კულვაცა჻ მითხრა჻ რას჻ გეუბნო჻ მტყუვანსა჻ და჻ შენ჻ მუხთალსა: დიაცურად჻ რად჻ მოვღორდი჻ მე჻ დაუწუავ჻ ამით჻ ალსა:

595. შენ჻ არ჻ იცი჻ ხვარაზმშასი჻ საქმროდ჻ ჩემად჻ მოყვანება: შენ჻ ჯდომილხარ჻ სავაზიროდ჻ შენი჻ რთულა჻ ამას჻ ნება: შენ჻ გასტეხე჻ ფიცი჻ ჩემი჻ სიმტკიცე჻ და჻ იგი჻ მცნება: ღმერთმან჻ ქნა჻ და჻ დაგირჩინოს჻ ცუდად჻ შენი჻ ჴელოვნება:

596. გახსოვს჻ ოდეს჻ ჰაი჻ ჰაი჻ ზმიდი჻ ცრემლნი჻ შენნი჻ ველთა჻ ბანდეს: მკურნალნი჻ და჻ დასტაქარნი჻ წამალთყე჻ მოგიტანდეს: მამაცისა჻ სიცრუვეთა჻ ნეტარ჻ სხვანი჻ რამცა჻ ჰგუანდეს: რადგან჻ დამთმე჻ მეცა჻ დაგთმობ჻ ვინძი჻ უფრო჻ დაზიანდეს:

597. ამას჻ ბრძანებ჻ ვინცა჻ გინდა჻ ეპატრონოს჻ ინდოეთსა: ეგრეც჻ მე჻ მაქვს჻ პატრონობა჻ უგზოს჻ ვლიდენ჻ თუნდა჻ გზეთსა: ეგე჻ აგრე჻ არ჻ იქნების჻ წა჻ მამცთარხარ჻ მოსაცეთსა: აზრნი჻ შენნი჻ შენვე჻ გგვანან჻ ტყუვანსა჻ და჻ შენ჻ აგეთსა:

598. ცოცხალ჻ ვიყო჻ შენ჻ ინდოეთს჻ ღმერთო჻ ხანი჻ ვერა჻ დაჰყო: თუ჻ ეცადო჻ დაყოფასა჻ ჴორცთა჻ შენთა჻ სული჻ გაჰყო: სხვა჻ ჩემებრივ჻ ვერა჻ ჰპოვო჻ ცათამდისცა჻ ჴელი჻ აჰყო: ესე჻ სიტყვა჻ დაასრულა჻ ყმა჻ ატირდა჻ სულთქვნა჻ აჰყო:

599. თქუა჻ რა჻ მესმა჻ ესე჻ მისგან჻ მეიმედა჻ მეტის჻ მეტად: კულავ჻ მიეცა჻ თვალთა჻ ძალი჻ მის჻ ნათლისა჻ ეგრე჻ მჭურეტად: აწ჻ დავჰკარგე჻ რად჻ არ჻ გიკვირს჻ ვით჻ ცოცხალვარ჻ რად჻ ვარ჻ რეტად: ვაი჻ სოფელო჻ მუხანათო჻ რად჻ ჰზი჻ სისხლთა჻ ჩემთა჻ ხურეტად:

600. შევხედენ჻ ვნახე჻ სასთუნალს჻ მუსაფი჻ გაშლით჻ მდებარე: ავდეგ჻ ავიღე჻ მე჻ ღმრთისა჻ და჻ მერმე჻ მე჻ მათი჻ მქებარე: ვჰკადრე჻ თუ჻ მზეო჻ დაგიწუავს჻ ჩემიცა჻ დაწუი჻ მზე჻ ბარე: რადგან჻ არ჻ მომკალ჻ პასუხი჻ ერთია჻ გკადრო჻ მე჻ ბარე:

601. რომე჻ გკადრებ჻ ესე჻ სიტყუა჻ აწ჻ თუ჻ ცუდად჻ ნალიქნია: ცამცა჻ რისხავს჻ მზისა჻ შუქნი჻ ყოლა჻ ჩემთვის჻ ნაშუქნია: თუ჻ მაღირსებ჻ გაკითხვასა჻ ავი჻ არა჻ არ჻ მიქნია: მან჻ მიბრძანა჻ რაცა჻ იცი჻ თქვიო჻ თავი჻ დამიქნია:

602. კულაცა჻ ვჰკადრე჻ მეთუ჻ მზეო჻ შენთვის჻ ფიცი჻ გამეტეხოს: ღმერთმან჻ აწვე჻ რისხვა჻ მისი჻ ზეცით჻ ჩემთვის჻ გაამეხოს: ვისი჻ გინდა჻ უშენოსა჻ პირი჻ მემზოს჻ ტანი჻ მეხოს: მაშა჻ მაშინ჻ როგორ჻ გავძლო჻ რა჻ ლახვარი჻ გულსა჻ მეხოს:

603. მე჻ მეფეთა჻ დარბაზს჻ მიჴმეს჻ შექნეს჻ დიდი჻ ვაზირობა: მათ჻ წინასვე჻ დაეპირა჻ იმა჻ ყმისა჻ შენი჻ ქმრობა: დამეშალა჻ ვერ჻ დავშლიდი჻ დამრჩებოდა჻ უმეცრობა: თავსა჻ უთხარ჻ მიემოწმე჻ ჟამად჻ გიჯობს჻ გულ჻ მაგრობა:

604. მემცა჻ დაშლა჻ ვითა჻ ვჰკადრე჻ რათგან჻ იგი჻ ვერ჻ მიმხუდარა: არ჻ იტყუის჻ თუ჻ ინდოეთი჻ უპატრონოდ჻ არ჻ მომჴდარა: ერთი჻ მე჻ ვარ჻ მემამულე჻ სხვასა჻ ჰმართებს჻ არვის჻ არა: არა჻ ვიცი჻ ვის჻ მოიყუანს჻ ანუ჻ ეგრე჻ ვინ჻ მამცდარა:

605. ვთქვი჻ ამითა჻ ვეღარას჻ ვიქ჻ ღონე჻ სხვარა჻ მოვიგვარო: თავსა჻ უთხარ჻ ნუ჻ მოგიცავ჻ გონებაო჻ მრავალ჻ გვარო: მედვა჻ გული჻ მჴეცისაებრ჻ ათასჯერცა჻ მინდორს჻ ვარო: ვისმცა჻ მივსცე჻ თავი჻ შენი჻ შენვე჻ რად჻ მე჻ არ჻ წამგვარო:

606. სულთა჻ ვრყიდი჻ გულისათვის჻ კოშკი჻ ამად჻ გამებაზრა: იგი჻ თოვლი჻ დარენელდა჻ რომე჻ პირველ჻ ვარდი჻ აზრა: ვნახე჻ ძოწსა჻ მარგალიტი჻ გარე჻ ტურფად჻ მოემაზრა: მიბრძანა჻ თუ჻ ეგე჻ საქმე჻ მემცა჻ მართლად჻ რად჻ მიაზრა: