... (H-925), XVIII ს.

586. მან მითხრა ბედი ღ~გან მიჯობსღა ამას რომელი მოსრულხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი

587. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემომკრეფელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგესმის წამალი შენ რომე გწვავს ალთა ნუთუ ქნას ღმერთმან გარდასულა ამაგა ჭირთა და ვალთა

588. ჩვენ გავგზავნნეთ მენავენი რომელთაცა კულა უვლია მოგვინახონ იგი მთვარე ვისგან ჭირი არ გუაკლია მუნემდისცა მოიჭირვე გონებამან არ დაგლია ყოლა ჭირი არ ეგების თუმცა ლხინმან არ დასძლია

589. კაცნი უხმეთ მასვე წამსა ესე საქმე დავიურვეთ უბრძანა თუ ნავებითა წადით ზღვა ზღვა მოიცურვეთ მოგვინახეთ საყვარელსა მისსა მისთვის მოვასურვეთ თავთა ჭირი უათასეთ რადმც უშვიდეთ რადმცა ურვეთ

590. აჩინნა კაცნი სადაცა სადგურნი ნავთა სჩენოდეს უბრძანა ძებნეთ ყოველგან რაცა ვის მისი გსმენოდეს მოლოდნა მიჩნდა სალხინოდ პატიჟნი მორე მლხენოდეს უმისოდ ლხინი მენახოს ამა დღისათვის მრცხვენოდეს

591. ფრიდონ საჯდომნი დამიდგნა ადგილსა საბატონოსა მითხრა თუ მცდარ ვარ აქამდის ვერ მივხვდი გასაგონოსა ხარ დიდი მეფე ინდოთა რა ვით ვინ მოგაწონოსა ვინ არის კაცი რომელმან თავი არ დაგამონოსა

592. რას ვაგრძელებდე მოვიდეს ყოვლგნით ამბისა მძებნელნი ცუდნი და ცუდთა ადგილთა თავისა დამაშრობელნი ვერა ვერ ეცნა ვერ იყვნეს ვერას ამბისა მცნობელნი მე უფრო მდინდეს თვალთაგან კვლავ ცრემლი შეუშრობელნი

593. მე ფრიდონს უთხარ ესე დღე ვითა მესაზაროების ამისად მოწმად ღმერთი მყავს სათქმელად მეუცხოების უშენოდ მყოფსა ღამე და დღეცა მესაღამოების დახსნილ ვარ ლხინსა ყოველსა მით გული ჭირსა მოების

594. მაშა მე მისსა ამბავსა რადგან აღარას მოველი ვეღარ ვიქნები გამიშვი ვარ ფარმანისა მთხოველი ფრიდონს რა ესმა ატირდა სისხლითა მოერწყო ველი მითხრა თუ ძმაო დღესითგან ცუდ ჩემი ლხინი ყოველი

595. თუცა დია მოიჭირვეს ვერცა ეგრე დამიჭირეს მისთა სპათა მუხლმოყრილთა თავი მათი ჩემკერძ ირეს მეხვეოდეს მაკოცებდეს ატირდეს და ამატირეს ნუ წახვალო და წამოდით სიცოცხლეა ჩვენი ვირეს

596. ეგრე უთხარ თქუენი გაყრა მეცა დია მეძნელების მაგრამ ლხინი უმისოსა ჩემგან ძნელად გაიძლების ჩემსა ტყუესა ვერ გავსწირავ თქუენცა დია გებრალების ნუვინ მიშლით არ დავდგები არცა ვისგან დამეშლების

597. მერმე მოიყვანა ფრიდონ მიძღვნა ესე ჩემი ცხენი მითხრა ხედავ პირი მზისა თქუენ საროსა ეგე ცხენი ვიცი მეტი არა გინდა ძღვენი რამცა გავკიცხენი თვით ამანვე მოგაწონოს სახედრობა სიფიცხენი

598. ფრიდონ გამომყვა წავედით ორთავე ცრემლნი ვღვარენით მუნ ერთმანერთსა ვაკოცეთ ზახილით გავიყარენით სრულად ლაშქარნი მტიროდეს გულითა მართლად არ ენით გაზრდილ გამზრდელთა გაყრასა ჩვენ თავი დავადარენით

599. ფრიდონისით წამოსრულმან წაველ ძებნად კვლა ვიარე რომე არა არ დამირჩა ჴმელთა ზედა ზღვათა გარე მაგრამ მისსა მნახავსაცა კაცსა ვერას შევეყარე გული სრულად გამიშმაგდა თავი მჴეცთა დავადარე

600. ვსთქვი თუ ჩემი აღარაა სიარული ცუდი ცურვა ნუთუ მხეცთა სიახლემან უკუმყაროს გულსა ურვა მონათა და ამა ასმათს სიტყვა უთხარ შვიდი თუ რვა ვიცი რომე დამირჯიხართ დია გმართებს ჩემი მდურვა

601. აწ წადითო მე დამაგდეთ ეტერენით თავთა თქვენთა ნუღარ უჭვრეტთ ცრემლთა ცხელთა თვალთა ჩემთათ მონადენთა რა ესენი მოისმენნეს საუბართა ესოდენთა მითხრეს ჰაი ჰაი რასა ბრძანებთ ნუ მოასმენ ყურთა ჩვენთა

602. უშენოსა ნუმცა ვნახავთ ნუ პატრონსა ნუ უფალსა ნუთუ ღ~თნ არ გაგვყარნეს ცხენთა თქუენთა ნატერფალსა თქუჱნ გიჭურეტდეთ საჭურეტელსა შვენიერსა სატურფალსა თურმე ბედი მოაღაფლებს კაცსა აგზომ არღაფალსა

603. ვეღარ [გავგზავნენ] სიტყვანი მესმნეს მონათა ჩემთანი მაგრა დავყარენ არენი მე კაცრიელთა თემთანი სახლად სამყოფნი მიმაჩნდეს თხათა და მათ ირემთანი გავიჭერ სრულად დავტკეპნენ ქვე მინდორნი და ზე მთანი

604. ესე ქუაბნი უკაცურნი ვპოვე დევთა შეეკაფნეს შემოვები ამოვწყვიტენ ყოლა ვერას ვერ მეხაფნეს მათ მონანი დამიხოცნეს ჯაჭვნი ავად მოექაფნეს საწუთრომან დამაღრიჯა ცქაფნი მისნი კულალ მეცქაფნეს

605. დევთა ყვირილი ზახილი ზეცამდის აიწეოდა მათითა ლახტის ცემითა ქვეყანა შეირყეოდა მზე დააბნელეს მტვერითა ალვის შტო შეირხეოდა ასი ერთკერძთა მამიხდეს დავფრიწე დაიხეოდა