... (H-925), XVIII ს.

606. აჰა ძმაო მაშინდიდგან აქა ვარ და აქა ვკუდები ხელი მინდორს გავიჭრები ზოგჯერ ვტირ და ზოგჯერ ვბნდები ესე ქალი არ დამაგდებს არს მისთვის ცეცხლნადები ჩემად ღონედ სიკვდილისა მეტსა არას არ ვეცდები

607. რომე ვეფხი შვენიერი სახედ მისად დამისახავს ამად მიყვარს ტყავი მისი კაბად ჩემად მომინახავს ესე ქალი შემიკერავს ზოგჯერ სულთქვამს ზოგჯერ ახავს რადგან თავი არ მამიკლავს ჴმალი ცუდად მამიმახავს

608. მისსა ვერ იტყვის ქებასა ყოველი ბრძენთა ენები მას დაკარგულსა ვიგონებ მე სიცოცხლისა მთმენები მას აქათ ვახლავ ნადირთა თავსა მათებრვე მჴსენები სხვად არას ვიაჯ ღ~თისაგან ვარ სიკუდილისა მქენები

609. პირსა იცა გაიხეთქა ღაწვი ვარდი აახეწა ლალი ქარვად გარდაიქცა ბროლი სრულად დაილეწა ავთანდილსცა ცრემლი წასდის წამწამთაგან ერთსახე წა მერე ქალმან დაადუმა მუხლმოყრილი შეეხვეწა

610. ტარიელ უთხრა ავთანდილს ასმათის დად სამებულმან შენ ყველაკაი გაამე მე ვერას ვერ ამებულმან გიანბე ჩემი ამბავი სიცოცხლე გაარმებულმან აწ წადი ნახე შენი მზე ნახუისა მოჟამებულმან

611. ავთანდილ უთხრა მე შენი გაყრა არ მამეთმინების თუ გაგეყრები თვალთაგან ცრემლიცა დამედინების მართალსა გითხრობ ამისა კადრება ნუ გეწყინების შენ ვისთვის კვდები მაგითა მას არა არ ელხინების

612. რა აქიმი დასნეულდეს რაზომ გინდა საქებარი მან სხვა იხმოს მკურნალი და მაჯასაცა შემტყვებარი მან უანბოს რაცა სჭირდეს სენი ცეცხლთა მომდებარი სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი

613. რაცა გითხრა მამისმინე ბრძენი გეტყუი არა ხელი ასი გმართებს გაგონება არ გეყოფის არ ერთხელი კარგად ვერას ვერ მოივლენს კაცი აგრე გულფიცხელი აწ მე მინდა ნახვა მისი ვისგან დამწვავს ცეცხლი ცხელი

614. იგი ვნახო სიყვარული მისი ჩემთვის დავამტკიცო მოვახსენო რაცა მეცნას მეტი საქმე არა მიცო შენ გენუკვი შემაჯერო ღ~თი იღ~თო ცაცა იცო ერთმანერთი არ გავწიროთ მაფიცო და შემომფიცო

615. რომე აქათ არ წახვიდე შენ თუ ამას შემეპირო მეცა ფიცით შეგაჯერებ არასათვის არ გაგწირო კვლავ მოვიდე შენად ნახვად შენთვის მოვკვდე შენთვის ვირო ღ~თსა უნდეს ვისთვის ჰკვდები მისთუის აგრე არ გატირო

616. მან მიუგო უცხოს უცხო აგრე ვითა შეგიყვარდი გასაყრელად გეძნელები იადონსა ვითა ვარდი რაგვარამცა დაგივიწყე რაგვარამცა უკუმქარდი ღ~თნ ქნას და კვლაცა გნახო ალვა მორჩი განაზარდი

617. პირი შენი ნახვად ჩემად თუ მობრუნდეს ტანი იხოს გული მინდორს არ გაიჭრეს არ ირმოს არცა ითხოს თუ გიტყუო მოგაღორო ღმერთმან რისხვით გამიკითხოს შენმან ჭვრეტამ სიახლემან მომაქარვოს სევდა მითხოს

618. ამაზედა შეიფიცნეს მოყვარენი გულსადაგნი იაგუნდნი ქარვის ფერნი სიტყვა ბრძენნი ცნობა შმაგნი შეუყვარდა ერთმანერთი სწვევდის მიწყივ გულსა დაგნი მას ღამესა ერთგან იყვნეს შვენიერნი ამხანაგნი

619. ავთანდილცა მასვე თანა ტიროდა და ცრემლი ღვარა რა გათენდა წამოვიდა აკოცა და გაეყარა ტარიელს თუ ვით ეწყინა რა ქნას ამას ვერ მიმხუდარა ავთანდილცა ჩასტიროდა შამბი შიგან ჩაიარა

620. ავთანდილს ასმათ ჩამოყვა ზენარით ეუბნებოდა მუხლთა უყრიდა ტიროდა თითითა ეხვეწებოდა ადრე მოსულასა ვედრებდა მართ ვითა ია ჭკნებოდა მან უთხრა დაო უთქვენოდ სხვა რამცა მეგონებოდა

621. ადრე მოვალ არ გაგწირავ არას დავზამ შინა ხანსა ოდენ სხვაგან არ წავიდეს ნუ სად არებს იმა ტანსა აქათ ორ თვე არ მოვიდე ვიქ საქმესა დაუგვანსა შეიგენით მივცემივარ ჭირსა რასმე თანისთანსა

ამბავი ავთანდილისა არაბეთს შექცევისა ტარიელ რომ იპოვნა და

622. იგი მუნით წარმოსრული სევდამანცა განა მოკლა პირსა იხოკს ვარდსა აპობს ხელი მისი გაამხოკლა სისხლსა მისგან დადენილსა მხეცი ყოვლი გაამლოკლა მისმან ფიცხლად სიარულმან შარა გრძელი შიამოკლა

623. მუნ მივიდა სადა იგი მისნი სპანი დაეყარნეს ნახეს იცნეს რაგვარამცა მართებს ეგრე გაეხარნეს შერმანდისცა ახარებდეს ფიცხლად თავნი არნეს მოვიდაო აქანამდის ვითვის ლხინი გაგვემწარნეს

624. მიეგება მოეხვია ზედან დასდვა პირი ხელსა აკოცებდა სიხარულით ცრემლსა ღვრიდა ველთა მსვრელსა ესე სთქვა თუ ნეტარ ღმერთო ცხადსა ვხედავ ანუ ბნელსა მე ვით ღირს ვარ ამას რომე თვალნი ჩემნი ჭურეტდენ მრთელსა