... (Q-296), XVIII ს.

608. ფრიდონ ნახა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძა ძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისად ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველსა ასხნა ჩემი თქვეს თუ ღმერთსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

609. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქმნელნი მჭვრეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მედა ნურადინს ყუელანი ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან ჯერეთ მათნი სისხლი მდიან

610. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხმობდეს მეფეთ მეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყუელასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო

611. დღესა ერთსა მედა მეფე ნადირობად გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავედით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვსთამაშობდით ცხენსა ვსხედით– ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

612. მე ვკითხევდი ფრიდონ მეტყვის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა– ზღვათა შიგან იხვსა ჰგვანდა ჴმელთა ზედა შავარდენსა– აქა ვდეგ და თვალ უგებდი ქორსა იქით განაფრენსა

613. ზოგჯერ ზღვითკენ მივიხედნი წავდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ აქვს მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა გავეკვირვე ამად ორსა

614. ვთქვი რაა რასა ვამზგავსო მფრინველია ანუ მჴეცი ნავი იყო გარ ეფარა სამოსელი მრავალ კეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

615. ამოძვრეს ორნი მონანი შავნი შავ მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახე მისისა თმისანი მას რომე ელვა ჰკრთებოდა ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი მან განანათლოს ქუეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

616. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა რომე თოვლსა იახეწა დავაპირე შეტევება ვთქვი წავიდე მათკე მე წა ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა

617. ცხენი გავქუსლე იქმოდეს შაბი ჴმასა და ხრიალსა ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედენ ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორებოდეს წამსლოდეს ამისთვის დავეწვი ალსა

618. ესე მესმა ფრიდონისგან მამემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწვთა დანადენი მე ჩემივე სისხლივიცხე მამკალ თუცა უჩემოსა ენახოსმცა ვისცა ისხე

619. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს მეტად ეუცხოვა მაგრამ მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა შემეპოვა თვალთა ვითა მარგალიტი ცხელნი ცრემლნი გარდმოთოვა

620. ვაგლახ მეო რა გიამბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენედ ნურა გაგვა ნუ ინაღვლი მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიამბო რადგან თავი გინდად ჩემად ამხანაგად

621. ფრიდონს უთხრა ყველაკაი ჩემი თავსა გარდასული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული საჴელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

622. კვლაცა მითხრა ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად გაგვიცალებს არათ ოდეს შეგვაწუხებს

623. წამოვედით ნატირები სრას დავსხედით თავის წინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინა ვითა ღმერთსა შენი მზგავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცნე ამის მეტი არა მინა

624. არავი გესვა მოყუარე ჟამი თუ მამხვდეს ჟამისად ენა გონება მაჴმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები ვერ დამყოვნელი წამისად

625. მან მითხრა ბედი ღმრთისაგან მიჯობსღა ამას რომელი მაოულ ხარ ჩემად წყალობად მეფე ინდოეთს მჯდომელი მემცა რად ვიყავ ამისთვის მადლისა რასმე მნდომელი ერთი ვარ მონა მონებად წინაშე თქვენსა მდგომელი

626. ესე ქალაქი გზა არის ნავთა ყოველგნით მავალთა შემამკრებელი ამბავთა უცხოთა რათმე მრავალთა აქა მოგვესმის წამალი შენ რომე დაუწვავ ალთა ნუ თუ ქნას ღმერთმან გარდასვლა მაგაა ჭირთა და ვალთა