... (Q-296), XVIII ს.

589. მულღა ზანზარის ქალაქი ახლოს მე მაქუსო რომელი ნურადინ ფრიდონ სახელ მძეს მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე საზღარი ჩემია სადა ხართ გარდამსხდომელი ცოტა მაქუს მაგრა ყოველგან სიკეთე მიუხდომელი

590. მამის ძმა და მამაჩემი პაპამან ჩემან გაყუნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია ჩემად წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადირო არ მივსცემდი მამერჩოდეს

591. დღეს გამოველ ნადირობას ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასვლა მამნდომოდა მით მრეკელი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ მოვიდოდე მეცა ვირე სულთა ოდენ ბაზიერთა მეტი არა დავიჭირე

592. ნავითა გაველ ზღვისაგან შტო რამე გამოვიდოდა არა მოვჰკრეფდი გამყოფთა ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამიძაბუნდეს სიმრავლე მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი ჴმა ჩემ არ უდიდოდა

593. მართლად იჯავრეს წუნობა მათი თუ ესე ჴმდა ვითა გამამაპარეს ლაშქარნი გზანი შემიკრნეს ნავითა თვით ბიძა ძენი ჩემნიცა შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა ომად მათისა მკლავითა

594. მათი მესმა დავინახე ზახილი და ჴმალთა ელვა ნავი ვჰსთხოვე მენავეთა მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს ზედა ჩემი წამოქელვა

595. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი უკანა მომეწეოდეს იქით და აქათ მამიხდეს ერთგნით ვერ მამერეოდეს არ მამწუროდეს წინანი ზურგით მესროდეს მე ოდეს ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა ისარნი დამელეოდეს

596. მამეჯარნეს ვეღარა ვჰქენ ნავით ცხენი გარდვიხტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ ჩემნი მჭვრეტნი გავაცბუნვე თანა მყოლნი ყველაკანი დამიჴოცნეს დამრჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამხვდა გამარჯვება დამრჩა მუნვე

597. აწ იგი იქმნას რაცაღა ენებოს ღმრთისა წადილსა ვეჭ ჩემი სისხლი არ შერჩეს ძალი შემწევდეს ქადილსა ოხრად გაუჴდი ყოფასა მათ საღამოსა და დილსა უჴმოფ ყვავთა და ყორანთა მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

598. ამა ყმამან შემიკვეთა გული მისკე მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება შენი ყოლა არა უნდა მეცა თანა წამოგყვები დაიხოცნეს იგი მუნდა ჩვენ ორთავე მეომართა გაღანამცა შეგვიძრწუნდა

599. ესეცა უთხარ ამბავი ჩემი არ გაგეგონების უფროე წყნარად გიამბობ თუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო მაგას არ შეეწონების დღედ სიკვდილამდის სიცოცხლე შენ ჩემი დაგემონების

600. მივედით მისა ქალაქსა ტურფასა მაგრამ ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი ისხმიდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან ჰკოცნიდეს ჴმალსა და სალტე კოტასა

601. კვლავ მოვეწონე ვეტურფე მე მისი გარდნაკიდარი შემასხმიდიან ქებასა მზეო შენ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომარზედა

602. მოჯობდა ომი შეეძლო ჴმარება ცხენ აბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ჴმდა მისთა მჭვრეტთათვის ღონემცა იაჯარისა აწ გითხრა ომი მოყმისა მებრძოლთა დამსაჯარისა

603. მათი მესმა დაპირება ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მამეგება არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლავ ზედა შევეჯაჴე მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვკარ და დავუქცივე დაიზახნეს დიაცურ ვა

604. კვლავ სხვასა მიველ მოვჰკიდე ჴელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქი დავხოცემ ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიმართეს მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭურეტდა უკვირდა მაქებდეს არ მაძაგესა

605. ზღვა გავიარეთ გავედით შემოგვიტიეს ცხენია კვლავ შევიბენით შეიქნა ომისა სიმარცხენია მუნ მამეწონა ფრიდონის სიქველე სიფიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე იგი ალვისაცხენია

606. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ჴმლითა ჩამოყარნა ჴხელნი წმიდად გარდეკუეთნეს იგი ასრე ასაპყარნა მოიყვანნა მჴარ დაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირნა მისნი ყმანი ამაყარნა

607. მათი ლაშქარნი გაგვექცეს ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავი გავაზატენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავანატენით მამკალით ლარი დალიოთ ან აკიდებით ან ტენით