... (H-66), 1832 წ.

586. აწ იგი იქნას რაღაცა: ენებოს ღ~თისა წადილსა ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს: ძალი შესწევდეს ქადილსა ოხრად გაუხდი ყოფასა: მათ საღამოსა და დილსა უხმობ ყვავთა და ყორანთა: მათ ზედა ვაქნევ ხადილსა

587. ამა ყმამან შემიკვეთა: გული მისკენ მიმიბრუნდა მოვახსენე აჩქარება: შენგან ყოლა არა უნდა მეცა თანა წამოგყვები: დაიხოცნენ იგი მუნ და ჩვენ ორთავე მეომართა: გაღანამცა შეგვიძრწუნდა

588. ესეცა უთხარ ამნბავი: ჩემი არ გაგეგონების უფრორე წყნარად გიანბობ: ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების მან მითხრა ლხინი საჩემო: მაგას რა შეეწონების დღე სიკვდილადმდის სიცოცხლე: შენ ჩემი დაგემონების

589. მივედით მისსა ქალაქსა: ტურფასა მაგრა ცოტასა გამოეგებნეს ლაშქარნი: ისხემდეს მისთვის ოტასა პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს: ნახოკსა ვით ნაფოტასა ეხვეოდიან ჰკოცნიან: ხრმალსა და სალტე კოტასა

590. კვლავ მოვეწონე ვეტურფე: მე მისი გარდნაკიდარი შემასხემდიან ქებასა: მზეო ხარ ჩვენთვის იდარი მივედით ვნახეთ ქალაქი: მისი ტურფა და მდიდარი ყველასა ტანსა ემოსა: ზარქაში განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათს მეომრებზედა჻

591. მოსჯობდა ომი შეეძლო: ჴმარება ცხენ აბჯარისა დავჰკაზმეთ ნავი კატარღა: და რიცხვი სპათა ჯარისა კაცი ჴმდა მისთა მჭვრეტთათვის: ღონემცა იაჯა რისა აწ გითხრა ომი მოყმისა: მებრძოლთა დამას ჯარისა

592. მათი მესმა დაპირება: ჩაბალახთა ჩამობურვა ნავი წინა მამეგება: არა ვიცი იყო თუ რვა ფიცხლა ზედა შევეჯაჴე: მათ დაიწყეს ამოდ ცურვა ქუსლი ვჰკარ და დაუქცივე: დაიზახნეს დიაცურ ვა

593. კვლავ სხვასა მიველ მოვჰკიდე: ჴელი ნავისა ბაგესა ზღვასა დავანთქე დავხოცე: ომიმცა რაღა აგესა სხვანი გამექცეს მიმართეს: მათ მათსა საქულბაგესა ვინცა მიჭვრეტდის უკვირდა: მაქებდეს არ მაძაგესა

594. ზღვა გავიარეთ გავედით: შემოგვიტივეს ცხენია კვლავ შევიბენით შეიქნა: ომისა სიმარცხენია მუნ მამეწონეს ფრიდონის: სიქველე სიფიცხენია იბრძვის ლომი და პირად მზე: იგი ალვისცა ხენია

595. თვით ორნივე ბიძა ძენი: მისნი ჴლმითა ჩამოყარნა ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს: იგი ასრე ასაპყარნა მოიყუანნა მჴარ დაკრულნი: ერთმან ორნი არ დაჰყარნა მათნი ყმანი გაამტირნა: მისნი ყმანი ამაყარნა

596. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს: ვეცენით გაცავფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი: არ თავნი გავაზატენით ქვითა დავლეწეთ წვივები: ჩვენ იგი გავანატენით მამკალით ლარი დალიოთ: ან აკიდებით ან ტენით

597. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი: და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი: დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი: მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქვეს თუ ღ~თსა მადლი: ვინ ალვისა ხენი ასხნა

598. მივედით მოქალაქეთა: ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა: გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი: ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან: ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

599. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და: მიჴმობდეს მეფეთ მეფობით თვით თავსა მათსა მონად და: ჩემსა ყველასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს: ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი: მუნ იყო არ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო჻

600. დღესა ერთსა მე და მეფე: ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა: ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე: ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი: მე ვნახეო ამა ქედით

601. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყვის: მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა: შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვასა შიგან იხვსა გვანდა: ხმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თვალს უგებდი: ქორსა იქით განაფრენსა

602. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი: წავსდგომოდი ამა გორსა ზღვასა შიგან ცოტა რამე: დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული: არას ძალ აქვ მისსა სწორსა ვერად ვიცან გონებასა: გავეკვირვე ამად გორსა

603. ვთქვი რაა რასა ვამგზავსო: მფრინველია ანუ მხეცი ნავი იყო არ ეფარა: სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს: თვალი ამად ვავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა: ცა მეშვიდე მასცა ვეცი