... (Q-609), XIX ს.

585. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი: და ბეჭედნი მისნი დასხნა: თვით ორნივე ბიძის ძენი: დაპყრობილნი წამოასხნა: მისად ნაცვლად სისხლნი მათნი: მოღვარნა და ველთა ასხნა: ჩემი თქვეს თუ ღ~თსა მადლი: ვინ ალვისა ხენი ასხნა:

586. მივედით მოქალაქეთა: ზარი ჩნდა რომე ზმიდიან: აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა: გულსა მუნ დააბმიდიან: მე და ნურადინს ყველანი: ქებასა შეგვასხმიდიან: გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან: ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან:

587. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და: მიჴმობდეს მეფეთ მეფობით: თვით თავსა მათსა მონად და: ჩემსა ყველასა სეფობით: დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს: ვეროდეს ვარდის მკრეფობით: ჩემი ვერ ცნიან ამბავი: მუნ იყო არ იეფობით:

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო:

588. დღესა ერთსა მე და მეფე: ნადირობას გამოვედით: ზღუასა ზედა წაწურვილსა: ქედსა რასმე გარდავდეგით: ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე: ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით: ერთი რამე საკვირველი: მე ვნახეო ამა ქედით:

589. მე ვკითხევდი ფრიდონ მეტყვის: მართ ამბავსა ესოდენსა: დღე ერთ მწადდა ნადირობა: შევჯე ამა ჩემსა ცხენსა: ზღვასა შიგან იხვსა ჰგვანდა: ხმელთა ზედა შავარდენსა: აქა ვდეგ და თვალს უგებდი: ქორსა იქით განაფრენსა:

590. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი: წავსდგომოდი ამა გორსა: ზღვასა შიგან ცოტა რამე: დავინახე თუცა შორსა: ეგრე ფიცხლად სიარული: არას ძალ აქვ მისსა სწორსა: ვერად ვიცან გონებასა: გავეკვირვეამად გორსა:

591. ვთქვი რაა რასა ვამგზავსო: მფრინველია ანუ მჴეცი: ნავი იყო არ ეფარა: სამოსელი მრავალკეცი: წინა კაცნი მოზიდვიდეს: თვალი ამად დავაცეცი: მთვარე უჯდა კიდობანსა: ცა მეშვიდე მასცა ვეცი:

592. ამოძვრნეს ორნი მონანი: შავნი მართ ვითა ფისანი: ქალი გარდმოსვეს სისხონი: ვნახენ მისისა თმისანი: მას რომე ელვა ჰკრთებოდა: ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი: მან გაანათლა ქუეყანა: გაცუდდეს შუქნი მზისანი:

593. სიხარულმან ამაჩქარა: ამათრთოლა დაცამლეწა: იგი ვარდი შემიყვარდა: რომე თვალსა იხეწა: დავაპირე შეტევება: ვთქვი წავიდე მათკე მე წა: ჩემსა შავსა სულიერსა: რამცა ვითა გარდეხვეწა:

594. ცხენი გავქუსლე იქმოდეს: შამბი ჴმასა და ხრიალსა: ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს: რაზომცა ვსცემდი წრტიალსა: ზღვის პირსა მიველ შევხედენ: ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა: გამშორვებოდეს წამსლვოდეს: ამისთვის დავეწვი ალსა:

595. ესე მესმა ფრიდონისგან: მამემატა ცეცხლთა სიცხე: ცხენისაგან გარდავიჭერ: თავი სრულად გავიკიცხე: ჩემთა ღაწუთა დანადენი: მე ჩემივე სისხლი ვიცხე: მამკალ თუცა უჩემოსა: ენახოსმცა ვისცა ის ხე:

596. ესე ჩემგან გაუკვირდა: ფრიდონს მეტად ეუცხოა: მაგრა მეტად შევებრალე: ტირილითა მესათნოვა: ვითა შვილი დამადუმა: მემუდარა მესათნოვა: თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარმომთოვა:

597. ვაგლახმეო რა გიამბე: ფათერაკად მცდარმან შმაგად: მოვახსენე ნურა გაგუა: ნუ ინაღვლი მაგას მაგად: იგი მთვარე ჩემი იყო: მით მედების ცეცხლი მდაგად: აწ გიამბობ რადგან თავი: გინდა ჩემად ამხანაგად:

598. ფრიდონს უთხარ ყველაკაი: ჩემი თავსა გარდასრული: მან მითხრა თუ რას ვიტყოდი: მოცთომილი გაბასრული: შენ მაღალი ინდოთ მეფე: ჩემსა რადმე ხარ მოსრული: სახელმწიფო საჯდომი და: ტახტი გმართებს სრაცა სრული:

599. კულაცა მითხრა ვისცა ღ~თი: საროს მორჩსა ტანად უხებს: მას ლახუარსა მოაშორვებს: თუცა პირველ გულსა უხებს: იგი მოგვცემს წყალობასა მისსა: ზეცით მოგვიქუხებს: ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს: არათ ოდეს შეგვაწუხებს:

600. წამოვედით ნატირებნი: სრას დავსხედით თავის წინა: ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე: შენგან კიდევ არავინ ა: ვითა ღ~თსა შენი მგზავსი: სოფლად არა მოავლინა: მაშა რადგან შეგემეცენ: ამის მეტი რად რა მინა:

601. არ ავი გესვა მოყვარე: ჟამი თუ მამხუდეს ჟამისად: ენა გონება მაჴმარე: გამოსარჩევლად ამისად: რა მოვაგუარო რა მიჯობს: სალხენლად ჩემად და მისად: თუ ვერას ვარგებ ვიქმნები: ვერ დამყოფელი წამისად:

602. მან მითხრა ბედი ღ~თისაგან: მიჯობსღა ამას რომელი: მოსრულხარ ჩემად წყალობად: მეფე ინდოეთს მჯდომელი: მემცა რად ვიყავ ამისთვის: მადლისა რასმე მდომელი: ერთი ვარ მონა მონებად: წინაშე თქვენსა მდგომელი:

603. ესე ქალაქი გზა არის: ნავთა ყოველგნით მავალთა: შემამკრეფელი ამბავთა: უცხოთა რათმე მრავალთა: აქა მოგესმის წამალი: შენ რომე დავწვავ ალთა: ანუ თუ ქნას ღ~თნ გარდასვლა: მაგაა ჭირთა და ვალთა: