... (H-3061), XVIII ს.

583. მოვიდა: კაცი: სასიძო: მოვაო: მოსლვა: გვახარა჻ მაგრა: თუ: ღ~თი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახ: არა჻ მეფესა: მიხუდა: სიამე: არ: სიტყუა: ივაგლახა: რა჻ მიბრძანა: ახლოს: მიმისვა: მოდიო: თავი: დახარა჻

584. მიბრძანა: ჩემთვის: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია჻ გარდავიჴადოთ: ქორწილი: ჴამს: ვითა: დასასრულია჻ კაცი: გავგზავნოთ: მოვიღოთ: ყოვლგნით: საჭურჭლე: სრულია უხვად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია჻

585. მე: გავგზავნენ: ყოვლგნით: კაცნი: საჭურჭლეთა: წამომხმელნი჻ სასიძოცა: მოგვივიდა: იყუნეს: ხანსა: არდამზმელნი჻ შიგნით: ჩვენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხვარაზმელნი჻ მათ: ლაშქართა: ერთგან: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცა: ველნი჻

586. მეფემან: ბრძანა: მოკაზმეთ: კარვითა: მოედანია჻ გამოისვენოს: სიძემან: დაყოს: ცოტაი: ხანია჻ მუნ: მისად: ნახვად: გავიდენ: უშენოდ: სხვანი: სპანია჻ შენ: აქა: ნახენ: კმარიან: იქა: ნახვისად: კმანია჻

587. მოედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა჻ მოვიდა: სიძე: გარდაჴდა: დღე: გვანდა: არ: აღვსებისა჻ შეიქმნა: გასულა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა჻ დაიწყო დგომა: ლაშქართა: თემთემად: დასდასებისა჻

588. მე: დავშვერ ვითა: წესია: საურავ გარდაჴდილისა჻ შინა: წამოველ: მაშურალსა ქნა: მამდომოდა: ძილისა჻ მონა: მოვიდა: მამართვა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა჻ ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მსგავსი: ალვისა: ზრდილისა჻

589. ცხენისაგან: არ: გარდავჴე: წაველ: ფიცხლად: დავმორჩილდი჻ ქალი: დამხუდა: ნატირები: ვჰკითხე: ცრემლსა: რასა: მილდი჻ მითხრა: შენი: შესწრობილი: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი჻ გაუწყვედლად: ვით: გამართლო: რაგვარადმცა: გავექილდი჻

590. შევედით: ვნახეთ: ბალიშსა: ზედა: წარბშერჭმით: მჯდომარე჻ მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: მას: გაენათლა: რომ: არე჻ წავდეგ: მიბრძანა: რასა: სდგა: დღე: მიგჩანს: წინ: საომარე჻ ანუ: გამწირე: მიტყუე: და: კულაცა: მომიცდომარე჻

591. მე: მეწყინა: აღარა: ვთქუი: ფიცხლად: გარე: შემოვბრუნდი჻ უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი჻ ქალი: ომსა: როგორ: მაწვევს: აგრე: ვითა: დავძაბუნდი჻ შინა: მოველ: მოკლვა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი჻

592. ასსა: ვუბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით჻ შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეცხადენით჻ კარავსა: შეველ: სასიძო: ვითა: წვა: ზარამც: თქმად: ენით჻ უსისხლოდ: მოვჰკალ: იგი: ყმა: თუცა: ჴმდა: სისხლისა: დადენით჻

593. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავჭერ: ჩავაქარაბაკე჻ ყმასა: ფერჴთა: მოვეკიდე: თავი: სვეტსა: შეუტაკე჻ წინა: მწოლთა: დაიძახეს: გლოვა: მიხუდა: საარაკე჻ ცხენსა: შევჯე: წამოცაველ: ჯაჭვი: მეცვა: საკურტაკე჻

594. ჴმა: დამივარდა: შეიქმნა: ძახილი: მოსაწევარი჻ წამოველ: წევნა: დამიწყეს: დავჴოცე: ჩემი: მდევარი჻ ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი჻ მუნ: შიგან: შეველ მშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი჻

595. კაცი: გავგზავნენ: ვაცნობე: ყოვლგან: ლაშქარსა: ყველასა჻ აქა: მამართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა჻ არ: გაწყდა: მოსლვა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა჻ ჩემი: რა: სცნიან: სცვიდიან: თავებსა: მათსა: მრთელასა჻

596. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად჻ ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად჻ ებრძანა: თუ: ღმერთმან: იცის: გამეზარდე: ვითა: შვილად჻ ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად჻

597. ხვარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: დამადებინე჻ თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: რად: არა: შემაგებინე჻ მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე჻ დღედ: სიკუდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე჻

598. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა჻ თვარა რად: მიშლის: სიკუდილსა: ცეცხლი: სირცხვილთა: ალისა჻ მაგრა: თვით: იცით: ჴელმწიფე: ჴამს: მქნელი: სამართალისა჻ მე: თქვენმან: მზემან: მაშოროს: ნდომა: თქუენისა: ქალისა჻

599. იცით: ინდოთა: სამეფო: რაზომი: სრასაჯდომია჻ ერთიღა: მე: ვარ: მემკუიდრე: ყუელაი: თქუენ: მოგჴდომია჻ ამოსწყდა: მათი: ყუელაი: მამული: შენ: დაგრჩომია჻ დღესამდის: ტახტი: უჩემოდ: არავის: არ: მონდომია჻

600. ვერ: გათნევ: თქვენმან: კეთილმან: აწ: ეგე: არმართალია჻ ღ~თნ: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთაი: ქალია჻ ხვარაზმშა: დასვა: ჴელმწიფედ: დამრჩების: რა: ნაცვალია჻ სხვა: მეფე: დაჯდეს: ინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ჴმალია჻

601. შენი: ქალი: არად: მინდა: გაათხოვე: გამარიდე჻ ინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცე: ჩემგან: კიდე჻ ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: ამოვფხვრიდე჻ სხვად მეშველსა: გარეგანსა: მომკალ: ვისცა: ვინატრიდე ჻

ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანისა დაკარგვისა჻