... (H-302), 1803 წ.

586. ყმა ჰკადრა ვინ მინდოს, კაცისა მამცქაფავისა, იმა ლომმან ჩემთვის თავი, დაჰსდუა ბუთსა დასადნობელსა, მუნ აღმითქუამს მისულა ჩემი, რგებად მისად ფიცით მხმობელს, მზე მიფიცავს მისი ვისთვის, ვჰღური სისხლის ცრემლს შეუშრობელს-

587. ჰჴამს მოყუარე მოყურისათვის, თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყუარული გზად და ხიდად, კულა მიჯნურსა მიჯნურისა, ჭირი უჩნდეს ჭირად დიდად, აჰა მაქუსმცა უმისოსა, ლხინი არმად თავი ფლიდად-

588. მზე ჰრქუა მომხვდა ყოველი, ჩემი წადილი გულისა, პირუჱლ შენ მოხუჱლ მშვიდობით, მჰპოვნელი დაკარგულისა, მერმე ზრდა სიყუარულისა, გაქუს ჩემგან დანერგულისა, ვპჰოვე წამალი გულისა, აქამდის დადაგულისა-

589. საწუთრო კაცსა ყოველსა, ვითა ტაროსი უხუდების, ზოგჯერ მზეა და ოდესმე, ცა რისხვით მოუქუხდების, აქამდის ჭირი ჩემზედა, აწ ესე ლხინად უხვდების, რადგან შუჱბა აქუს სოფელსა, თჳთ რად ვინ შეუწუხდების-

590. შენ არ გატეხა კარგი გჭირს, ზენაარისა ფიცისა, ჴამს გასრულება მოყურისა, სიყუარულისა მტკიცისა, ძებნა წამლისა მისისა, ცოდნა ჰჴამს უჴცისა, ჩემი ჰსთქუი რა ვჰქმნა ბნელ ქმნილმან, მზე მამეფაროს მე ცისა-

591. ყმამან ჰკადრა სიახლითა, შევრთე ჭირი შვიდსა მე რვა, ცუდი არის დამზრალისა, გასათბობლად წყლისა ბერვა, ცუდი არის მზისა სურვით, შუქთა მისთა შორით მზერა, თუ გიახლო ერთხელ ვაი, და რა მოგშორდე ათასჯერ ვა-

592. ვა თუ გავიჭრა გაჭრილსა, სადა გლახ დამწვავს სამალი, გული ძეს საგნად ისრისა, მესურის საკრავად სამალი, დრო სიცოცხლისა, ვჰუკვდავღა ჩანს ნაასამალი, ფარვა მწადს მაგრამ გარდახდა, ჟამი პატიჟთა სამალი-

593. მესმა თქვენი ნაუბარი, გავიგონე რაცა ბრძანე, ვარდს წალკოტი მოაპოვებს, ეკალთამცა რად ვეფხანე, მაგრამ მზეო თავი მზესა, ჩემთვის სრულად დააგუანე, სიცოცხლისა საიმედო, ნიშანი რა წამატანე-

594. ყმა ტკბილი და ტკბილ ქართული, სიკეთისა ჴელის მჴდელი, ამაზედა ეაჯების, ვით გაზრდილსა ამო მზრდელი, ქალმან მისცა მარგალიტი, სრულ ჰქმნა მისი საწადელი, ღ~თნ ჰქმნას და გაუსრულდეს, ლხინი ესე აწინდელი-

595. რა ჰსჯობს რა კაცმან გიშერი, ბროლ ლალსა თანა ახიოს, ანუ ბაღს ალვა საროსა, ახლოს რგოს მორწყოს ახიოს, მისსა მჭურეტელსა ალხინოს, ვერ მჭურეტსა ავაგლახიოს, ვაჲ მოყუარისა გაყრილსა, ახიო ეყოს ახი ოს-

596. მათ მიხუდა ლხინი ყოუჱლი, ერთმანერთისა ჭურეტითა, ყმა წამოვიდა გაყრილი, მივა გულითა რეტითა, ტირის ყე სისხლისა ცრემლითა, ზღუისაცა მეტის მეტითა, იტყუის ვერ გაძღა სოფელი, ვაჲ სისხლთა ჩემთა ხვრეტითა-

597. ყმა წავიდა სევდიანი, მკერდსა იცემს ამად ილებს, რომე კაცსა მიჯნურობა, ატირებს და გააფლიდებს, რა ღრუბელი მიეფარვის, მზე ჴმელეთსა დააჩრდილებს, მის მოყურისა მოშორება, კულავ აჩრდილებს არ ადილებს-

598. სისხლმან და ცრემლმან გარევით, ღაწვი ჰქმნის ღარად და ღარად, იტყუის მზე ჩემგან თავისა, კმა დასადებლად აღარ, ეს მიკვირს გული ალმასი, შავმან წამწამმან დაღა რად ად, ვირე ვნახვიდე სოფელო, მინდი სალხინოდ აღარად-

599. ვინ უწინ ედემს ნაზარდი, ალვა რგვით მორწყო მახია, დღეს საწუთრომან ლახუარსა, მიმცა დანასა მახია, აწ გული ცეცხლით ამივსებს, დაბმით დამაბა მახია, აწყა ვჰსცან საქმე სოფლისა, ზღაპარია და ჩმახია-

600. ამას მოჰსთქუამს ცრემლსა აფრქუჱვს, ათრთოლებს და აწანწარებს, გულ ამოსკვნით ოხვრა სულთქმით, მიხრის ტანსა მიახარებს, საყუარლისა სიახლესა, მოშორვება გაამწარებს, ვა საწუთრო ბოლოდ თავსა, ასუდარებს აზეწარებს-

601. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა, ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების, მაგრამ ახლავს გონებითა, საყუარელსა არ მოსწყდების, ვით მწუანვილსა თრთვილისაგან, პირსა ფერი მოაკლდების, ხედავთ ვარდსა უმზეობა, როგორ ადრე დააჩნდების-

602. გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი, გული ჟამ ჟამად ყოველთა, ჭირთ მთმო ლხინთა მდომელი, გული ბრმა ურჩი ხედვისა, თჳთ ვერას ვერ გამზომელი, ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი, ვერცა მეფეა რომელი-

603. რა გულსა უთხრა გულისა, სიტყუანი საგულისონი, მან მარგალიტი მოიხვნა, მის მზისა სამეყვისონი, მის მზისა მკლავსა ნაბამი, მათ კბილთა შესატყვისონი, პირსა დაიდვა აკოცა, ცრემლი სდის ვითა ბისონი-

604. რა გათენდა კაცი მივა, მომკითხავი დარბაზს მჴმობი, ყმა წავიდა ლაღი ნაზი, ნაღვიძები ძილ ნაკრთობი, ერთმანერთსა ეჯავრვიან, დგას მჭურეტელთა ჯარი მსწრობი, მეფე მინდორს ეკაზმოდა, მოეკაზმა დაბდაბ ნობი-

605. მეფე შეჯდა მაშინდელი, ზარი აწმცა ვით ითქმოდა, ქოს დაბდაბთა ცემისაგან, ყურთა სიტყუა არ ისმოდა, მზესა ქორნი აბნელებდეს, ძაღლთა რბოლა მიდამოდა, მას დღეს მათგან დანაღვარი, სისხლი ველთა მოესხმოდა-