.... (H-1759), XIX ს.

586. კულა უბრძანა თუცა მისგან, აწ არ იყავ მოგზავნილი თავმან ჩემმან აწვე მოგკვეთ, არად უნდა ამას ცილი წა უკუდეგ ავი შმაგი, უმეცარი შლეგი წბილი შაბაშ სიტყვა შაბაშ კაცი, შაბაშ საქმე მისგან ქნილი

587. დადრკა სკამნი შემოსტყორცა, ჰკრა კედელსა შეალეწნა დააცთუნა მაგრა მისთვის, აალმასნა არ აძეწნა ვით მიამბე წასლვა მისი, ვინ ალვისა მორჩი ხე წნა ვაზირიცა ცრემლმან ცხელმან, ღაწვნი თეთრნი აახეწნა

588. ვეზირმან გლახ გამოჰრიდნა, მართ ვეღარას ვერ იძრწინვებს გამოძრწა და გამომელდა, გულსა წყლულსა მოიმტკივნებს შეიქს ხასობს გაის ქუშობს, ენა ასრე მოაყივნებს მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს

589. თქუა ცოდვათა ჩემთა მსგავსი, ღ~თნ მეტი რა მიჩვენოს რად მოვღორდი რად დავბნელდი, ნეტარ ვინღა გამითენოს ვინცა სხვა რა კადნიერად, პატრონსა რა მოახსენოს ჩემი დღენი მასმცა ადგან, რაძინ ვითა გაისვენოს

590. ვაზირი გაწბილებული, მივა ბედითა შავითა ავთანდილს უთხრა დაღრეჯით, პირითა გამქუშავითა მადლი რა გკადრო აწ თქვენგან, გავხასდი მე მაშა ვითა ვაი კარგი თავი უებრო, დავკარგე დავაშავითა

591. ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, ცრემლსა თუცა არ იწყურვებს მიკვირს რად სცალს საწყლიანოდ, რად არ გულსა შეიურვებს ვინ არ მისცეს ქადებული, მოურავსა მოიმდურვებს თქმულა ქრთამი საურავსა, ჯოჯოხეთსცა დაიურვებს

592. ვით გამჴადა რა მიბრძანა, არ ეგების ჩემგან თხრობა რა სიავე რა სირეგვნე, რა შლუობა რა შმაგობა მე თვით კაცად აღარ ვარგ ვარ, აღარა მიც თავსა ცნობა ესე მიკვირს რად არ მამკლა, მისცა თურე ღ~თნ თმობა

593. მეცა ვიცოდი რაცა ვქენ, ცთომით არ წამკიდებია ვიაზრე გამიწყრებოდა, ჭმუნვა მით გამდიდებია განგებით ქნილსა რისხვასა, ვერავინ დარიდებია შენთვის სიკვდილი ლხინად მიჩნს, ჭირი არ გამცუდებია

594. ყმამან უთხრა აღარ წასვლა, არ ეგების ჩემგან აროს იადონი მაშინ მოკვდეს, ოდეს ვარდმან იდამჭნაროს ჴამს უძებნოს ცვარი წყლისა, მისთვის თავი ყოვლგნით აროს ვერ უპოოს რა ჰქნას ანუ, გული რითა დაიწყნაროს

595. უმისოდ მყოფი ვერ გავსძლებ, ჯდომასა ვერცა წოლასა მართ ნადირთაებრ გაჭრასა, ვირჩევ მათთანა რბოლასა ასრე გასრულსა რად მნუკევს, მისთა მებრძოლთა ბრძოლასა სჯობს უყოლობა კაცისა, მომდურავისა ყოლასა

596. მოვახსენებ ერთხელ კულაცა, აწ რაზომცა მეფე წყრების ნუთუ გაბრჭოს გული ჩემი, ვით იწვის და ვით ენთების არ გამიშვებს გავიპარვი, რა იმედი გარდასწყდების მე თუ მოვჰკვდე ჩემი კერძი, სოფელიცა გაქარდების

597. მოიუბნეს ვაზირმან ქნა, ჭამა სმანი მათნი ფერნი უმასპინძლა ძღვენი უძღვნა, მისივედა შვენიერნი მისნი მყოლნი ავეავსნა, მოყმენი თუნდა ბერნი გაიყარნეს ყმა წავიდა, სახლად ჩადგეს მზისა წვერნი

598. შეკრა წითელი ასი ათასი, პირად მზემან და ტანად სარომან სამასი თავი სტავრა ატლასი, უხვმან და მიუმხდარომან სამოცი თვალი ლალ იაგუნდი, ფერად მათმან საურაომან კაცი გაგზავნა ვეზირისასა, ესე ყველაი მისთვის არო მან

599. შესთვალა თუ რაცა გმართებს, ვით მოგცე და ვით გაქონო ვალთა შენთა გარდასახდელი, რა ნაცვალი მოვიგონო თუღა დავრჩე შენთვის მოვჰკვდე, თავი ჩემი დაგამონო სიყვარული სიყვარულსა, შეგიცალო შეგიწონო

600. მე ვითა ვთქვა უებრობა სიკეთე და ქება მისი კაცი იყო საქმისაცა, შესაფერი შესატყვისი ასრე უნდა სამსახური, გავიდოდეს ვისცა ვისი ოდეს კაცსა დაეჭიროს მაშინ უნდა ძმა და თვისი

შერმადინის საუბარი ავთანდილისაგან ოდეს გაიპარა

601. შერმადინს ეტყვის უბრძანებს, პირ მზე ნათელთა მფენელი ესე დღე არის იმედი, ჩემის გულისა მლხენელი შენგან თავისა შენისა, საჩემოდ გამომჩენელი მქებრად ამბისა მათისა, ხამს მკითხავი და მსმენელი

602. იტყვის როსტან არ გამიშვა, არცა სიტყვა მამისმინა მან არ იცის რათ ვინა და, სულდგმულია ვისგან ვინა უმისომცა ნუ ცოცხალ ვარ, ნუცა გარე ნუცა შინა რაცა საქმე უსამართლო, ღ~თნ ვისმცა შეარჩინა

603. თუცა მისი არ გაწირვა, ჩემგან მტკიცობს არ სათუობს ყოვლი ცრუ და მოღალატე, ღ~თსა გმობს და აგრე ცრუობს გული მისი უნახავი, ტირს და სულთქვამს ვაებს უშობს ლხინსა არას არ იახლებს, ჰკრთების კუშტობს ვაებს უშობს

604. სამი არის მოყურისაგან, მოყურობისა გამოჩენა პირველ ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ მოთმენა მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ მოწყენა გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა