... (Q-1335), XVIII ს.

586. მას მზესა ტანსა ემოსნეს ნარინჯის ფერნი ჯუბანი ზურგით უთქს ჯარი ხადუმთა დას დასად უბან უბანი სრულად ნათლითა აევსო სახლი შუკა და უბანი მუნ ვარდსა შუა შუენოდეს ძოწ მარგალიტნი ტყუბანი

587. ნაომარსა დაკოდილსა ჴელი ყელსა ჩამომება დედოფალი საჯდომთაგან ადგა წინა მომეგება ვითა შვილი გარდამკოცნა ღაწვი ვარდი დამილება მითხრა ნუ ეჭუ ამას იქით თუღა მტერი შეღაგება

588. ახლოს დამისვეს ადგილსა მუნ სადა მიამებოდა პირის პირ მიჯდა იგი მზე გული ვისთვისცა კვდებოდა მალვით უჭურეტდი მიჭურეტდის სხუად არად მეგონებოდა თუალნი მოვსწყვიდნი სიცოცხლე ამითა მეარებოდა

589. შეიქნა სმა და პურობა მსგავსი მათისა ძალისა სხუა გახარება ასეთი არს უნახავი თუალისა ჯამი და ჭიქა ყველაი ფეროზისა და ლალისა არ ვისი ბრძანა მეფემან არცა გაშვება მთურვალისა

590. მე მუნა მყოფი მივეცი შვებასა მეტის მეტასა არ შემომხედნის შევხედნი ცეცხლმან დამიწყის შრეტასა კაცთა კრძალვასა ვაწვეუდი გულსა შმაგსა და რეტასა რა უამეა პირის პირ სიყვარულისა ჭურეტასა

591. დააგდეს მღერა მუტრიბთა სულეთო თავი ხარიან მიბრძანეს შვილო ტარიელ ვით გითხრათ ვით გვიხარიან ნეტარძი გუაქვსო მებრძოლნი მით ჩუენნი ვაგლახარიან მართალან შენნი მჭურეტელნი არ ცუდად იმკვეხარიან

592. აწ თუცა გუმართებს შემოსავს ვის მორჭუმით მოგივლენიან არ შეგმოსთ მაგაა კაბათა არ აგხდით ტურფად გუშვენიან აწ გექნეს ასი საჭურჭლე ვისი შუქნი მოგიფენიან თუით შეიკერე რაცა გწადს ჩვენგან ნუღარა გრცხვენიან

593. მომართვა წინა კლიტენი ასთავე საჭურჭლეთანი თაყვანის ვეც და დავლოცენ დავლანი მათთა სუეთანი მაკოცეს ადგეს ორნივე თვით იგი მზენი მზეთანი რა გასცნეს ზომნი ვით გითხრნე ლაშქართა სისავსეთანი

594. კვლაცა დაჯდა მხიარული მოიმატა სუმა და მღერა კვლავ გაგრძელდა ნადიმობა ბარბითი და ჩანგთა ჟ[ღ]ერა დედოფალნი წამოვიდნეს შეეყარა მწუხრსა დღე რა ძილ პირამდის სიხარულსა სიხარული გუანდა ვერა

595. ავიყარენით მიგუჭირდა სუმა დოსტაქნისა მეტისა საწოლს შემოვე შემექნა ცნობა მართ ვითა რეტისა ძალი არ მქონდა ტყვე ქმნილსა მე ამა ცეცხლთა შრეტისა მეგონებოდა მალხენდის გონება მისგან ჭურეტისა

596. მონა მოვიდა მიანბო ამბავი მე მართალიო თქვენსა ამბავსა იკითხავს აჯიღოსანი ქალიო მაშინვე ვიცან ავიჭერ ჩქარ ჩქარად გულ გამკრთალიო მოვიდა ვნახე ასმათი ჩემთანა მომავალიო

597. მე მისთუის ვკუდები მიამა ასმათის ნახუა მე მისად აღარ მიუშვი ვაკოცე ქნადღა თაყვანის სცემისად ჴელი მოვკიდე დავისვი ახლოს ტახტისა ჩემისად ვჰკითხე თუ ნეტარ მისულა მორჩი ალვისა ჴე მისად

598. მიანბე მისი ამბავი სხვად ნურას მეუბნებია მითხრა თუ გკადრებ ამბავსა აწ ჩემგან არა სთნებია დღეს ერთმან ერთი გინახავს და ტურფად მოგწონებია აწ კვლაცა ცნობა ამბვისა მას ჩემგან უბრძანებია

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყვარელისა თანა მიწერილი

599. წიგნი მომართუა ჩავხედენ პირისა თემთა თენისა ეწერა ვნახე სიტურფე წყალ ჯავარისა შენისა ომ გარდახდილი შუენოდი შენატევები ცხენისა არ ავი მიმიჩს მიზეზი ჩემისა ცრემლთა დენისა

600. ღ~თნ თუ მცა ენა ჩემი ქებად შენად უშენოსა შენთუის მკუდარი აღარ ვიტყვი მაშა მომკლავ უშენოსა მზემან ლომსა ვარდ გიშერი ბაღი ბაღად უშენოსა შენმან მზემან თავი ჩემი არვის მართებს უშენოსა

601. თუცა მიგდის ღუარი ცრემლთა მაგრა ცუდად არ ადენო ამას იქით ნუღარ ადენ ჭირსა თავი არიდენო შენნი მჭურეტნი შენთა მჭურეტთა აგინებენ არ იდენო რომე წეღან მოგეხუივნეს იგი ჩემთუის არიდენო

602. იგი მე მამცენ რიდენი რომელნი წეღან გშუენოდეს რა მნახო შენცა გიამოს შენეულითა მშუენოდეს ესე სამკლავე შეიბი თუ ჩემი გაღაგვლენოდეს ერთი ასეთი ცოცხალსა სხუა ღამე არ გაგთენოდეს

603. აქა მჴეც ქმნილი ტარიელ ტირს ჭირი ეათასების თქვა მე მაქვს სამხრე რომელი კვლავ წინას მკლავსა მას ების იგი შეიხსნა მოიღო თუალვით არ დაიფასების პირსა დაიდვა დაცაბნდა ქვე მკუდართა დაედასების

604. ასრე წვა რომე არ გუანდა მკუდარი სამარის კარისა ორგნით ჩანს ლები მჯიღისა მართ გულსა გარდნაკარისა ასმათს სდის ღუარი სისხლისა ღაწუთაგან ნახოკარისა კვლა წყალსა ასხამს უშველის ჴმა ისმის მუნ წკანწკარისა