... (Q-376), XIX ს.

586. ნავითა გამველ ზღჳსაგან, შტო რამე გამოჳდოდა. არ შეჳკრებდი გამყოლთა, ვჰსთქჳ ჩემთა რად დავჰრიდო და. დამეძაბუნნდეს სიმრავლე, მე მათი არ გამჳდოდა. ვნადირობდი და ვიზახდი, ჴმა ჴაფად გამედიდოდა:-

587. მართლად იჯავრეს წუნობა, მათი თუ ესე ჴმდა ვითა. გამამაპარნეს ლაშქარნი, გზანი შემიკრნეს ნავითა. თჳთ ბიძას ძენი ჩემნიცა, შესხდეს თჳსითა თავითა. ჩემთა გაუხდეს ლაშქართა, ომად მათისა მკლავითა:-

588. მათი მესმა დავინახე, ზახილი და ჴრმალთა ელვა. ნავი ვჰსთხოვე მენავეთა, მით ვიყივლე მე ერთხელ ვა. ზღუასა შეველ მომეგება, მეომარი ვითა ღელვა. ჰსწადდათ მაგრამ ვეღარა ჰქმნეს, ჩემი ზედა წამოქელვა:-

589. კულავ სხვანი დიდნი ლაშქარნი, უკანა მამეწეოდეს. იქით და აქეთ მომიჴდეს, ერთგნით ვერ მამერეოდეს. არ მამწეოდეს წინანი, ზურგით მესროდეს მე ოდეს. ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა, ისარნი დამელეოდეს:-

590. მამეჯარნეს ვეღარა ვჰქმენ, ნაჳთ ცხენი გარდჳხტუნვე. ზღუა ზღუა ცურჳთ წამოუველ, ჩემი მჭურეტნი გავაცბუნვე. თანა მყოლნი ყველაკანი, დამიჴოცნეს დარჩა მუნვე. ვინმცა მდევდა ვერ შემამხუდა, მივუბრუნდი მივაბრუნვე:-

591. აწ იგი იქმნას რაღაცა, ენებოს ღ~ისა წადილსა. ვეჭვუ ჩემი სისხლი არ შეჰრჩესთ, ძალი შემწევდეს ქადილსა. ოხრად გავუჴდი ყოფასა, მათ საღამოსა და დილსა. ვუჴმობ ყუავთა და ყორანთა, მათ ზედა ვაქმნევ ხადილსა:-

592. ამა ყმამან შემიკუჱთა, გული მისკენ მიმიბრუნდა. მოვახსენე აჩქარება, შენი ყოლა არა უნდა. მეცა თანა წამოგყუჱბი, დაიჴოცნენ იგი მუნ და. ჩუჱნ ორთავე მეომარნი, გაღანამცა შეგჳძრწუნდა:-

593. ესეცა ვუთხარ ჰამბავი, ჩემი არ გაგეგონების. უფრორე წურილად გიამბობ, თუ ჟამი ჩუჱნ გვექონების. მან მითხრა ლხინი საჩემო, მაგას რა შეეწონების. დღედ სიკუდილამდის სიცოცხლე, შენ ჩემი დაგემონების:-

594. მივედით მისსა ქალაქსა, ტურფასა მაგრამ ცოტასა. გამოეგებნეს ლაშქარნი, იყრიდეს თავს იოტასა. პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს, ნახოკსა ვით ნაფოტასა. ეხუჱოდიან ჰკოცნიან, ჴრმალსა და სალტე კოტასა:-

595. კულავ მოვეწონე ვეტურფე, მე მისი გარდნაკიდარი. შემასხმდიან ქებასა, მზეო შენ ჩუჱნთჳს იდარი. მივედით ვნახეთ ქალაქი, მისი ტურფა და მდიდარი. ყუჱლასა ტანსა ემოსა, ზარქაში განაზიდარი:-

შუჱლა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯუჱბა მათს მეომართა ზედა (17)

596. მოჯობდა ომი შეეძლო, ჴმარება ცხენ აბჯარისა. დავჰკაზმეთ ნავი კატარღა, და რიცხჳ სპათა ჯარისა. კაცი ჰჴმდა მისთა მჭურეტთათჳს, ღონემცა იაჯარისა. აწ გითხრა ომი მოყმისა, მებრძოლთა დამსაჯარისა:-

597. მათი ვნახე საომარად, ჩაბალახთა ჩამობურვა. ნაჳ წინა მომეგება, არა ვიცი იყო თუ რვა. ფიცხლავ ზედა შევეჯახე, მათ დაიწყეს ამოდ ცურვა. ქუსლი ვჰკარ და დავუქციე, დაიძახეს დიაცურ ვა:-

598. კულავ სხუასა მიველ მოვჰკიდე, ჴელი ნაჳსა ბაგესა. ზღუასა დავანთქი დავჴოცენ, ომიმცა რაღა აგესა. სხუანი გამექცეს მიჰმართეს, მათ მათსა საქულბაგესა. ვინცა მიჭურეტდა უკჳრდა, მაქებდეს არ მაძაგესა:-

599. ზღუა გაჳარეთ გავედით, შემოგჳტიეს ცხენია. კულავ შეჳბენით შეიქმნა, ომისა სიმარცხენია. მუნ მომეწონა ფრიდონის, სიქველე სიფიცხენია. იბრძჳს ლომი და პირად მზე, იგი ალჳსაც ხენია:-

600. თჳთ ორნივე ბიძის ძენი, თჳსნი ჴრლმითა ჩამოჰყარნა. ჴელნი წმინდად გარდაჰკუჱთნა, იგი ასე ასაპყარნა. მოიყუანნა მჴარდაკრულნი, ერთმან ორნი არ დაჰყარნა. მათნი ყმანი გაამტირნა, თჳსნი ყმანი ამაყარნა:-

601. მათნი ლაშქარნი გაგვექცნეს, ვეცენით გაცავჰფანტენით. ფიცხლავ წავუღეთ ქალაქი, არ თავნი ვუაზატენით. ქჳთა დავლეწეთ წჳვები, ჩუჱნ იგი გავანატენით. მამკალით ლარი დალიოთ, ან აკიდებით ან ტენით:-

602. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი, და ბეჭედნი თჳსნი დაჰსხნა. თჳთ ორნივე ბიძის ძენი, დაპყრობილნი წამოასხნა. თჳსად ნაცულად სისხლნი მათნი, მოღუარნა და ველთა ასხნა. ჩემი ჰსთქუჱს თუ ღ~თსა მადლი, ვინ ალჳსა ხენი ასხნა:-

603. მივედით მოქალაქეთა, ზარი ჰსჩნდა რომე ზმიდიან. აჯათა მქმნელნი მჭურეტელთა, გულსა მუნ დააბმიდიან. მე და ნურადინს ყუჱლანი, ქებასა შეგვასხმიდიან. გვეტყოდეს მკლავთა თქუჱნთაგან, ჯერც მათნი სისხლნი მიდიან:-

604. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და, მიჴმობდეს მეფეთ მეფობით. თჳთ თავთა თჳსთა მონად, და ჩემსა ყოველთა სეფობით. დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს, ვეროდეს ვარდის მკრეფობით. ჩემი ვერ ჰსცნიან, ამბავი მუნ იყო არ იეფობით:-