... (S-2781), XIX ს.

565. მერმე მითხრა მოგახსენებ ესე რადმცა დაგიმალე მაგრამ ვითა გაგახარნე შენცა აგრე შემიწყალე ნუ მაცოცხლებ ნუ დამარჩენ შემიხვეწე შემიბრალე დამხსენ ჩემსა საწუთროსა ღმერთსა შენსა მიავალე

566. მიამბო ოდეს სასიძო მოკალ და ხმა დაგივარდა მეფესა ესმა აიჭრა მართ მისგან გასატკივარდა შენ დაგიძახა მიხმეთო ხმამაღლა გახმამყივარდა მოგნახეს შინა ვერ გპოვეს მით მეფე გამომჩივარდა

567. კადრეს აქა აღარ არის კარნი სადმე გაუვლიან მეფე ბრძანებს ვიცი ვიცი მეტად კარგად შემიგნიან მას უყვარდა ქალი ჩემი სისხლნი ველთა მოუღვრიან რა ნახიან ერთმანერთი არშეხედუა ვერ დათმიან

568. აწ თავმან ჩემმან მას მოვკლავ ჩემად დად ვინცა მადესა მე ღუთისა უთხარ დაუბამს მას ეშმაკისა ბადესა მათ ბოზკუროთა ასეთი რა მისცეს რა უქადესა თუ დავარჩინო ღმერთი ვგმო მისად პატიჟად მზად ესა

569. მის მეფისა წესი იყო თავი თვისი ძუირად ფიცის და თუ ფიცის არ გატეხის მასვე წამსა დაამტკიცის ესე წყრომა მეფისაგან ვისცა ესმა ვინცა იცის მან უანბო დავარ ქაჯსა ვინ გრძნებითა ცაცა იცის

570. დავარს დასა მეფისასა უთხრა ვინმე ღმრთისა მტერმან თავი ფიცა ძმამან შენმან არ დაგარჩენს იცის ერმან მან აგრე სთქუა უბრალო ვარ იცის ღმერთმან სახიერმან ვისგან მოვკუდე ვისთვის მოვკვდე მიიხვედროს იგი ვერ მან

571. პატრონი ჩემი აგრევე იყო წამოხვე შენ ოდეს შენეულივე რიდენი ებურნეს ტურფად ჰშვენოდეს დავარ მოსთქმიდა სიტყვითა რომელნი არა მსენოდეს ბოზო შენ ბოზო რად მომკალ ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს

572. როსკიპო ბოზო დიაცო საქმრო რად მოაკვლევინე ანუ სისხლითა მისითა ჩემი რად მოაზღვევინე არ ცუდად მომკლავს ძმა ჩემი რა გიყავ რა გაქმნევინე თუ ღმერთსა უნდეს ვერ მიჰხვდე ვის ესე დააშლევინე

573. ხელი მიყო წამოზიდნა თმანი გრძელნი დაუფუშნა დაალება დაალურჯა მედგრად პირნი მოიქუშნა მან პასუხი ვერა გასცა ოდენ სულთქნა ოდენ უშნა ქალმან შავმან ვერა არგო ვერცა წყლული დაუშუშნა

574. რა დავარ გაძღა ცემითა მისითა დალურჯებითა წამოდგეს ორნი მონანი პირითა მით ქაჯებითა მათ კიდობანი მოქონდათ ეუბნეს არ აჯებითა მას შიგან ჩასვეს იგი მზე ჰგავს იქმნა დარაჯებითა

575. ზღვათაკე გავლნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა დავარ სთქუა მქმნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და ვირე მომკლევდეს მოვკუდები სიცოცხლე გასაწყინარდა დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა

576. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა მე ლახვარდაუსობელსა აწ იგი მიყავ რა მმართებს ამისსა მახარობელსა საბრალოდ ცრემლსა ადენდა უკლებსა დაუშობელსა ზენა არ დამხსენ სიცოცხლე სულთადგმადაუთმობელსა

577. მე უთხარ დაო რად მოგკლა ანუ რა შენი ბრალია რამცა ვქმენ ნაცვლად თვით რომე მისი ჩემზედა ვალია აწ თავსა მისად საძებრად მივსცემ სად კლდე და წყალია სრულად გავქუავდი შემექმნა გული მართ ვითა სალია

578. მეტმან ზარმან გამაშმაგა მომივიდა ცხრო და თრთოლა გულსა უთხარ ნუ მოკვდები არას გარგებს ცუდი წოლა გიჯობს გაჭრა ძებნად მისად გავარდნა და ველთა რბოლა აჰა ჟამი ვისცა გინდა ჩემი თანა წამოყოლა

579. შევიჭირვე ჩემთან ჩემნი მოემზადნენ ასნი ზრდილნი ერთგულნი და მისანდონი საყუარელნი ვითა შვილნი არ მომშორდენ უჩემოსა არ უნდოდათ არცა ძილნი თან გამომყვნენ ველნი განვლეთ ზღუად მივედით დაჭმუნვილნი

580. ნავსა ჩავჯე ზღვასა შეველ ზღუასა შიგან გავალაგდი არსით ნავი მომავალი უნახავად არ დავაგდი მოველოდი არა მესმა შმაგი უფრო გავეშმაგდი რომე სრულად მომიძულვა ღმერთსა თურე ასრე ვსძაგდი

581. რომე დავყავ წელიწადი თთვე თორმეტი გამეოცა მაგრამ მე მისი მნახავი სიზმრივ კაცი არ მეოცა თანამყოლი ყველაკაი ამომიწყდა დამეხოცა ვსთქვი თუ ღმერთსა ვერას ვკადრებ რაცა სწადდეს აგრე ვყოცა

582. ზღუა ზღუა ცურვა მომეწყინა მით გამოვე ზღვისა პირსა გული სრულად გამიმხეცდა არ ვუსმენდი არც ვაზირსა ყველაკაი დამეფანტა დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღმერთი არ გასწირავს ასრე მისგან განაწირსა

583. ერთაი ესე ასმათი და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი და ჩემნი შემომგონანი მისი ვერა ვსცნან ამბავნი ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის ლხინად და მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შეეყარა ზღვისა პირსა