... (S-4988), XVII-XVIII სს.

568. ასრე჻ წვა჻ რომე჻ არ჻ ჰგვანდა჻ მკუდარი჻ სამარის჻ კარისა: ორგნით჻ ჩანს჻ ლები჻ მჯიღისა჻ მართ჻ გულსა჻ გარდნაკარისა: ასმათს჻ სდის჻ ღვარი჻ სისხლისა჻ ღაწუთაგან჻ ნახოკარისა: კვლავ჻ წყალსა჻ ასხამს჻ უშველის჻ ჴმა჻ ისმის჻ მუნ჻ წკანწკარისა:

569. ავთანდილცა჻ სულთქუნა჻ მწარედ჻ დაბნედილსა჻ შემოსჭურიტნა: ასმათ჻ ვანი჻ გაამრავლნა჻ ცრემლმან჻ მათმან჻ ქვანი჻ ხურიტნა: მერმე჻ სულად჻ მოაქცია჻ ცეცხლნი჻ წყლითა჻ დაუშრიტნა: თქუა჻ ვცოცხალვარ჻ საწუთრომან჻ აწცა჻ ჩემი჻ სისხლი჻ ხურიტნა:

570. ზე჻ წამოჯდა჻ ფერ჻ მიჴდილი჻ აყოლებდა჻ თვალთა჻ რეტად: ვარდი჻ სრულად჻ შექნილიყო჻ ზაფრანად჻ და჻ ვითა჻ სპეტად: დიდხან჻ მათად჻ არა჻ სცალდა჻ საუბრად჻ და჻ არცა჻ ჭურეტად: დარჩომა჻ და჻ არ჻ სიკუდილი჻ მას჻ უმძიმდა჻ მეტის჻ მეტად:

571. ავთანდილს჻ უთხრა჻ ისმენდი჻ ცნობა჻ უც჻ თუცა჻ ხელისა: გითხრა჻ ამბავი჻ ჩემი჻ და჻ ჩემისა჻ დამმარხუელისა: ლხინად჻ მჩანს჻ შეყრა჻ მოყვრისა჻ მის჻ შენგან჻ შეუყრელისა: მე჻ მიკვირს჻ ჩემი჻ სიცოცხლე჻ ასრე჻ დარჩომა჻ მრთელისა:

572. ასმათის჻ ნახვა჻ მიამა჻ ჩემგან჻ დად჻ საესავისა: წიგნი჻ რა჻ ვნახე჻ მამართვა჻ ესე჻ საბამი჻ მკლავისა: მკლავსა჻ შევიბი჻ მაშინვე჻ მოვიჴსენ჻ რიდე჻ თავისა: იგი჻ უცხოა჻ ღარიბი჻ მტკიცისა჻ რასმე჻ შავისა:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი :

573. მიუწერე჻ მზეო჻ შუქი჻ შენი჻ ჩემთვის჻ მონაფენი: გულსა჻ მეცა჻ გამიცუდდეს჻ სიჩაუქე჻ სიალფენი: ხელმან჻ შენნი჻ გავიცადე჻ სინატიფე჻ სიტურფენი: სულთა჻ ნაცულად჻ სამსახურნი჻ რამცა჻ ვითა჻ გიმუქფენი:

574. მაშინ჻ ოდეს჻ დამარჩინე჻ სულთა჻ სრულად჻ არ჻ გამყარე: აწ჻ ჩემთუინსცა჻ ესე჻ ჟამი჻ მასვე჻ ჟამსა჻ დავადარე: სამჴრე჻ შენი჻ მამივიდა჻ შემოვიბი჻ მკლავსა჻ გარე: რომე჻ მმართებს჻ სიხარული჻ ეგზომ჻ დიდად჻ გავიხარე:

575. გაღანამცა჻ ვიწინაშე჻ აჰა჻ რიდე჻ რომე჻ მთხოვე: ყაბაჩაცა჻ ასეთივე჻ ამისებრი჻ ვერა჻ ვჰპოვე: დაბნედილსა჻ ნუ჻ დამაგდებ჻ მიშველე჻ რა჻ მარგე჻ მოვე: სოფელს჻ მყოფსა჻ უშენოსა჻ სხვასა჻ ვისამც჻ შევეპოვე:

576. ქალი჻ ადგა჻ გამეყარა჻ დავწევ჻ ამოდ჻ დამეძინა: მაგრა჻ შევჰკრთი჻ საყუარელი჻ ჩემი჻ ვნახე჻ ძილსა჻ შინა: გამეღვიძა჻ აღარა჻ მყუა჻ სულ჻ დგმულობა჻ მამეწყინა: ღამე჻ ასრე჻ გავათენე჻ მისი჻ ჴმაცა჻ არ჻ მესმინა:

577. დილასა჻ ადრე჻ სრას჻ მიჴმეს჻ დღე჻ რა჻ ქნა჻ მწუხრმან჻ ჟამითა: ავდეგ჻ ვსცან჻ მათი჻ ამბავი჻ წასლვა჻ ვქმენ჻ მითვე჻ წამითა: ვნახე჻ ორნივე჻ ერთგან჻ სხდეს჻ სახითა჻ ოდენ჻ სამითა: რა჻ მიველ჻ მითხრეს჻ დაჯდომა჻ წინაშე჻ დავჯე჻ სკამითა:

578. გვიბრძანეს჻ თუ჻ ღმერთმან჻ ასრე჻ დაგვაბერნა჻ დაცაგულია: ჟამი჻ გვახლავს჻ სიბერისა჻ სიყმაწუილე჻ გარდგუივლია: ყმა჻ არ჻ მოგვცა჻ ქალი჻ გვივის჻ ვისგან჻ შუქი჻ არ჻ გვაკლია: ყმისა჻ არ჻ სმა჻ არა჻ გუგავა჻ ამად჻ ზედა჻ წაგვითულია:

579. აწ჻ ქალისა჻ ჩუენისათუის჻ ქმარი჻ გვინდა჻ სად჻ მოვნახოთ: რომე჻ მივსცეთ჻ ტახტი჻ ჩვენი჻ სახედ჻ ჩვენად჻ გამოვსახოთ: სამეფოსა჻ ვაბატრონოთ჻ საჴელმწიფო჻ შევანახოთ: არ჻ ამოვსწყდეთ჻ მტერთა჻ ჩუენთა჻ ჴმალი჻ ჩუენთვის჻ არ჻ ვმახოთ:

580. ვთქუი჻ თქუენი჻ ძისა჻ არა჻ სმა჻ გულსა჻ ვით჻ მიეფარების: იგი჻ ჩანს჻ ჩუენად჻ იმედად჻ ვინ჻ მზესა჻ დაედარების: ვისცა჻ სთხოვთ჻ შვილსა჻ სასიძოდ჻ მას჻ დიდად჻ გაეხარების: სხვა჻ რაღა჻ კადრუთ჻ თვით჻ იცით჻ მაგას჻ რა჻ მოეგვარების:

581. დავიწყეთ჻ რჩევა჻ საქმისა჻ გული჻ უც჻ თუცა჻ მელია: ვთქუი჻ ჩემგან჻ დაშლა჻ ამისი჻ არ჻ ჴამს჻ არ჻ საქნელია: მეფემან჻ ბრძანა჻ დიდია჻ ჴელმწიფე჻ ხვარაზმელია: თუ჻ მოგუცემს჻ შვილსა჻ საჩუენოდ჻ მისებრივ჻ არრომელია:

582. რომე჻ პირველვე჻ დაესკვნა჻ მათ჻ ესე჻ შეეტყუებოდა: ერთმანერთსაცა჻ უჭვრეტდეს჻ სიტყუაცა჻ აგრე჻ სწბებოდა: ჩემგან჻ დაშლისა჻ კადრება჻ მართ჻ ამბვად჻ არ჻ ეგებოდა: ოდენ჻ დავმიწდი჻ დავნაცრდი჻ გული჻ მიდამო჻ კრთებოდა:

583. დედოფალმან჻ თქუა჻ ხვარაზმშა჻ მეფეა჻ მორჭმით჻ მჯდომელი: მათსამცა჻ შვილსა჻ საჩვენოდ჻ ნეტარ჻ სხვა჻ სჯობდა჻ რომელი: შეცილებამცა჻ ვით჻ ჰკადრა჻ რადგან჻ თვით჻ იყო჻ მდომელი: მოწმობა჻ დავრთე჻ დაესკვნა჻ დღე჻ ჩემი჻ სულთა჻ მჴდომელი:

584. გაგზავნეს჻ კაცი჻ ხვარაზმშას჻ წინა჻ შვილისა჻ მთხოველი: შესთუალეს჻ გაჴდა჻ უმკვიდროდ჻ სამეფო჻ ჩუენი჻ ყოველი: არს჻ ერთი჻ ქალი჻ საძეო჻ არ჻ კიდევ჻ გასათხოველი: თუ჻ მოგუცემს჻ შვილსა჻ სამისოდ჻ სხვასა჻ ნუღარას჻ მოელი:

585. კაცი჻ მოვიდა჻ აევსო჻ ჯუბაჩითა჻ და჻ რიდითა: გახარებოდა჻ ხვარაზმშას჻ სიხარულითა჻ დიდითა: ეთქუა჻ თუ჻ მოგუხუდა჻ ღმრთისაგან჻ ჩუენ჻ რომე჻ ვინატრიდითა: თვით჻ მაგისებრსა჻ შვილსამცა჻ ჩუენ჻ ჴელსა჻ რასა჻ ვჴდიდითა:

586. კულა჻ გაგზავნეს჻ სხვანი჻ კაცნი჻ სასიძოსა჻ მოყვანებად: დაავედრეს჻ თუ჻ ნუ჻ აყოვნებთ჻ მოდით჻ ჩუენად჻ ნაბრძანებად: მე჻ მაშვრალი჻ ნაბურთალი჻ საწოლს჻ შეველ჻ მოსვენებად: გულსა჻ სევდა჻ შემამადგა჻ ვიწყე჻ ჭირთა჻ მოპოვნებად: