... (H-925), XVIII ს.

567. თვით ორნივე ბიძა ძენი მისნი ჴმლითა ჩამოყარნა ხელნი წმიდად დაეკუეთეს იგი ასრე ასაპყარნა მოიყვანა მხარდაკრულნი ერთმან ორნი არ დაყარნა მათნი ყმანი გაამტირლნა მისნი სპანი ამაყარნა

568. მათი ლაშქარნი გაგვექცეს ვეცენით გაცავჰფანტენით ფიცხლად წაუღეთ ქალაქი არ თავნი გავაზანტენით ქვითა დავლეწეთ წვივები ჩვენ იგი გავაანტენით მამკალით ლარი დავლიოთ ან აკიდებით ან ტენით

569. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი და ბეჭედნი მისნი დასხნა თვით ორნივე ბიძის ძენი დაპყრობილნი წამოასხნა მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი მოღვარნა და ველთა ასხნა ჩემი თქვეს თუ ღმერთსა მადლი ვინ ალვისა ხენი ასხნა

570. მივედით მოქალაქეთა ზარი ჩნდა რომე ზმიდიან აჯათა მქნელნი მჭურეტელთა გულსა მუნ დააბმიდიან მე და ნურადინს ყველანი ქებასა შეგვასხმიდიან გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან

571. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და მიხობენ მეფეთმეფობით თვით თავსა მათსა მონად და ჩემსა ყუელასა სეფობით დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს ვეროდეს ვარდის მკრეფობით ჩემი ვერ ცნიან ამბავი მუნ იყო არ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ანბვის მბობა ოდეს ტარიელს უამბო

572. დღესა ერთსა მე და ფრიდონ ნადირობას გამოვედით ზღვასა ზედა წაწურვილსა ქედსა რასმე გარდავდეგით ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით ერთი რამე საკვირველი მე ვნახეო ამა ქედით

573. მე ვკითხევდი ფრიდონ მეტყუის მართ ამბავსა ესოდენსა დღე ერთ მწადდა ნადირობა შევჯე ამა ჩემსა ცხენსა ზღვათა შიგან იხვსა გვანდა ჴმელთა ზედა შავარდენსა აქა ვდეგ და თვალს უგებდი ქორსა იქით განაფრენსა

574. ზოგჯერ ზღვისაკენ მივიხედნი წავდგომოდი ამა გორსა ზღვასა შინა ცოტა რამე დავინახე თუცა შორსა ეგრე ფიცხლად სიარული არას ძალ აქუს მისსა სწორსა ვერად ვიცან გავეკუირვე გონებასა ამად ორსა

575. ვთქვი რა არის რას ვამსგავსო მფრინველია ანუ მჴეცი ნავი იყო არ ეფარა სამოსელი მრავალკეცი წინა კაცნი მოზიდვიდეს თვალი ამად დავაცეცი მთვარე უჯდა კიდობანსა ცა მეშვიდე მასცა ვეცი

576. ამოძვრნენ ორნი მონანი შავნი მართ ვითა ფისანი ქალი გარდმოსვეს სისხონი ვნახენ მისისა თმისანი მას რომე ელვა კრთებოდა ფერნიმცა გვანდეს რისანი მან გაანათლა ქვეყანა გაცუდდეს შუქნი მზისანი

577. სიხარულმან ამაჩქარა ამათრთოლა დაცამლეწა იგი ვარდი შემიყვარდა რომე თოვლსა ეახეწა დავაპირე შეტევება ვთქუი წავიდე მათკე მე წა ჩემსა შავსა სულიერი რამცა ვითა გარდეხვეწა

578. ცხენი გავქუსლე იქმოდა შამბი ხმასა და ხრიალსა ვეღარ მივესწარ გამესწრნეს რაზომცა ვსცემდი წრტიალსა ზღვის პირსა მიველ შევხედე ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა გამშორვებოდეს წამსლვოდეს ამისთვის დავეწვი ალსა

579. ესე მესმა ფრიდონისგან მამემატა ცეცხლთა სიცხე ცხენისაგან გარდავიჭერ თავი სრულად გავიკიცხე ჩემთა ღაწუთა დანადენი მე ჩემივე სისხლი ვიცხე მამკალ თუმცა უჩემოსა ენახოსცა ვისცა ის ხე

580. ესე ჩემგან გაუკვირდა ფრიდონს უცხოდ ეუცხოა მაგრამ მეტად შევებრალე ტირილითა მესათნოვა ვითა შვილი დამადუმა მემუდარა შემეპოა თვალთათ ვითა მარგალიტი ცრემლი ცხელი გარდმოთოა

581. ვაგლახ მეო რა გიანბე ფათერაკად მცდარმან შმაგად მოვახსენე ნურა გაგვა ნუ ინაღული მაგას მაგად იგი მთვარე ჩემი იყო მით მედების ცეცხლი მდაგად აწ გიანბობ რადგან თავი გინდა ჩემად ამხანაგად

582. ფრიდონს უთხარ ყუელაკაი ჩემი თავსა გარდასრული მან მითხრა თუ რას ვიტყოდი მოცთომილი გაბასრული შენ მაღალი ინდოთ მეფე ჩემსა რადმე ხარ მოსრული სახელმწიფო საჯდომი და ტახტი გმართებს სრაცა სრული

583. კვლავაცა მითხრა ვისცა ღმერთი საროს მორჩსა ტანად უხებს მას ლახვარსა მოაშორვებს თუცა პირველ გულსა უხებს იგი მოგვცემს წყალობასა მისსა ზეცით მოგვიქუხებს ჭირსა ლხინად გაგიცვალებს არა ოდეს შეგვაწუხებს

584. წამოვედით ნატირებნი სრას დავსხედით თავისწინა ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე შენგან კიდევ არავინა ვითა ღ~თსა შენი მგზავსი სოფლად არა მოავლინა მაშა რადგან შეგემეცნე ამის მეტი რად რა მინა

585. არ ავი გესვა მოყვარე ჟამი თუ მომხვდეს ჟამისად ენა გონება მახმარე გამოსარჩევლად ამისად რა მოვაგვარო რა მიჯობს სალხენლად ჩემად და მისად თუ ვერას ვარგებ ვიქმნები ვერ დამყოფელი ხანისად