... (S-1727), 1837 წ.

566. მის მეფისა წესი იყო: თავი მისი ძვირად ფიცის჻ და თუ ფიცის არ გატეხის: მასვე წამსა დაამტკიცის჻ ესე წყრომა მეფისაგან: ვისცა ესმა ვინცა იცის჻ მან უბრძანა დავარ ქაჯსა: ვინ გრძნებითა ცაცა იცის჻

567. დავარს დასა მეფისასა: უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან჻ თავი ფიცა ძმამან შენმან: არ დაგარჩენს იცის ერმან჻ მან აგრე თქვა უბრალო ვარ: იცის ღ~თნ სახიერმან჻ ვისგან მოვჰკვდე ვისთჳს მოვჰკვდე: მიიხვედროს იგი ვერ მან჻

568. პატრონი ჩემი აგრევენ: იყო წამოხვე შენ ოდეს჻ შენეულივე რიდენი: ებურნეს ტურფად შვენოდეს჻ დავარ მოსთქმიდა სიტყვითა: რომელნი არა მსენოდეს჻ ბოზო შენ ბოზო რად მამკალ: ვეჭუ შენცა არა გლხენოდეს჻

569. როსკიპო ბოზო დიაცო: საქმრო რად მოაკვლევინე჻ ანუ სისხლითა მისითა: ჩემი რად მოაზღვევინე჻ არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი: რა გიყავ რა გაქნევინე჻ აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე: ვის ესე დააშლევინე჻

570. ჴელი მიჰყო წამოზიდნა: თმანი გრძელნი დაუფუშნა჻ დაალება დაალურჯა: მედგრად პირნი მოუქუშნა჻ მან პასუხი ვერა გასცა: ოდენ სულთქნა ოდენ უშნა჻ ქალმან შავმან ვერა არგო: ვერცა წყლული დაუშუშნა

571. რა დავარ გაძღა ცემითა: მისითა დალურჯებითა჻ წამოდგეს ორნი მონანი: პირითა მით ქაჯებითა჻ მათ კიდობანი მოჰქონდათ: ეუბნეს არ აჯებითა჻ მაშიგან ჩასვეს იგი მზე: გავსიქა დარაჯებითა჻

572. უბრძანა წადით დაჰკარგეთ: მუნ სადა ზღვისა ჭიპია რომ წმინდა წყალი ვერ ნახოს: მყინვარე ვერცა ლიპია მათ გაეხარნეს ხმა მაღლად: იყივლეს იპი იპია ესე ვნახე და არ მოვჰკუდი: არა მგავს არცა სიპია

573. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი მაშინვე გაუჩინარდა჻ დავარ თქვა მქნელი ამისი ვინ არ დამქოლოს ვინ არ და჻ ვირემ მომკლევდეს ჩემი ძმა სიცოცხლე გასაწყინარდა჻ დანა დაიცა მოცაკვდა დაეცა გასისხლმდინარდა჻

574. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა: მე ლახვარ დაუსობელსა჻ აწ იგი მიყავ რა მართებს: ამისა მახარობელსა჻ ზენაარ დამხსენ სიცოცხლე: სულთა დგმა დაუთმობელსა჻ საბრალოდ ცრემლსა ადენდა: უკლებსა დაუშომელსა჻

575. მე უთხარ დაო რად მოგკლა: ანუ რა შენი ბრალია჻ რამცა ვჰქმენ ნაცვლად თჳთ რომე: მისი ჩემზედა ვალია჻ აწ თავსა მისად საძებრად: მივსცემ კლდეთა და წყალია჻ სრულად გავჰქუავდი შემექმნა: გული მართ ვითა სალია჻

576. მეტმან ზარმან გამაშმაგა: მამივიდა ცხრო და თრთოლა჻ გულსა უთხარ ნუ მოკვდები: არას გარგებს ცუდი წოლა჻ გიჯობს გაჭრა ძებნად მისად: გავარდნა და ველთა რბოლა჻ აჰა ჟამი ვისცა გინდა: ჩემი თანა წამოყოლა჻

577. ნავსა შევჯე ზღვასა შეველ: ნავსა შიგან გავალაგდი჻ არსით ნავი მომავალი: უნახავად არ დავაგდი჻ მოველოდი არა მესმა: შმაგი უფრო გავეშმაგდი჻ რომე სრულად მამიძულვა: ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი჻

578. რომე დავჰყავ წელიწადი: თვე თორმეტი გამეოცა჻ მაგრა მისი მნახავიცა: სიზმრივ კაცი არ მეოცა჻ თანა მყოლი ყუელაკანი: ამომიწყდა დამეხოცა჻ ვსთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ: რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა჻

579. ზღვა ზღვა ცურვა მომეწყინა: მით გამოველ ზღვისა პირსა჻ გული სრულად გამიმხეცდა: არ უსმენდი არც ვაზირსა჻ ყველაკაი დამეფანტა: დარჩომოდა რაცა ჭირსა჻ კაცსა ღ~თი არ გასწირავს: ასრე მისგან განაწირსა჻

580. ერთია ესე ასმათი: და დამრჩეს ორნი მონანი჻ ჩემნი გულისა მდებელნი: და ჩემნი შემამგონანი჻ მისი ვერა ვცნან ამბავნი: ვერცა დრამისა წონანი჻ ტირილი მიჩნდის ლხინად და: მდინდიან ცრემლთა ფონანი჻

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა჻

581. ღამით მევლო მოვიდოდი: ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი჻ გვანდეს ქალაქს ვიახლენით: ცალკერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი჻ არ მიამის კაცთა ნახვა: მიდაღვიდა გულსა დაღნი჻ მუნ გარდავჴე მოსვენებად: დამხუდეს რამე ხენი ლაღნი჻

582. ხეთა ძირსა მივიძინე: მათ მონათა ჭამეს პური჻ მერმე ავდეგ სევდიანი: მიღამებდა გულსა მური჻ ვერა მეცნა ეგზომ გრძელად: ვერ ჭორი და ვერ დასტური჻ ველთა ცრემლი ასოვლებდა: თვალთა ჩემთა მონაწური჻

583. ზახილი მესმა შევხედენ: მოყმე ამაყად ყიოდა჻ შემოირბევდა ზღვის პირ პირ: მას თურმე წყლული სტკიოდა჻ ჴრმლისა ნატეხი დასვრილი: აქვს სისხლი ჩამოზდიოდა჻ მტერთა ექადდა სწყრებოდა: იგინებოდა ჩიოდა჻

584. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: ესე აწ მე მყავს რომელი჻ მართ ვითა ქარი მოქროდა: გაფიცხებული მწყრომელი჻ მონა მივსწიე მისისა: შეყრისა ვიყავ მდომელი჻ შევსთვალე დადეგ მიჩვენე: ლომსა ვინ გაწყენს რომელი჻