... (S-1727), 1837 წ.

585. მას მონასა არა უთხრა: არცა სიტყვა მოუსმინა჻ ფიცხლად შევჯე ჩავეგებე: მე ჩაუსწარ ჩავე წინა჻ უთხარ დადეგ გამიგონე: შენი საქმე მეცა მინა჻ შემომხედნა მოვეწონე: სიარული დაითმინა჻

586. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა: შენ ასეთნი ხენი ვით ხენ჻ მერმე მითხრა მოგახსენებ: აწ სიტყვანი რომე მკითხენ჻ იგი მტერნი გამილომდეს: აქამდისცა რომე ვითხენ჻ უკაზმავსა მიღალატესუკაზმავსა საჭურველნი გარ ვერ ვითხენ჻

587. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი: გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა჻ არ შეუდრკების ჭაბუკი: კარგი მახვილთა კვეთასა჻ თანა წამომყუა წავედით: უტკბოსი მამა ძეთასა჻ მე გავეკვირვე ჭვრეტასა: მის ყმისა სინაზეთასა჻

588. ერთი მონა დასტაქარი: მყავდა წყლულნი შეუხვივნა჻ ისრის პირნი ამოუხვნა: დაკოდილნი არ ატკივნა჻ მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ: მკლავმან შენმან ვისგან ივნა჻ საამბობლად დამირიგდა: თავი მისი გაამჩივნა჻

589. პირველ მითხრა არა ვიცი: რა ხარ ანუ რას გამსგავსო჻ ანუ ეგრე რამ დაგლია: ანუ პირველ რამ გაგავსო჻ რამან შეგქმნა მოყვითანოდ: ვარდ გიშერი რომე რგავსო჻ ღ~თნ მისგან ანთებული: სანთელიმცა რად დაგავსო჻

590. მულღაზანზარის ქალაქი: ახლოს მე მაქუსო რომელი჻ ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს: მეფე ვარ მუნა მჯდომელი჻ ესე სამზღვარი ჩემია: სადა ხარ გარდამხდომელი჻ ცოტა მაქუს მაგრამ ყოველგან: სიკეთე მიუთხრობელი჻

591. მამის ძმა და მამა ჩემი: პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს჻ ზღვასა შიგან კუნძულია: ჩემად წილად მას იტყოდეს჻ თჳთ ბიძასა ჩემსა მიხვდა: ვისთა შვილთა აწ დამკოდეს჻ მათკენ დარჩა სანადირო: არ მივსცემდი მამერჩოდეს჻

592. დღეს გამოველ ნადირობას: ზღვისა პირსა ვინადირე჻ მუნა გასვლა მამდომოდა: მით მრეკალი არ ვახშირე჻ სპათა უთხარ მამიცადეთ: მოვიდოდე მეცა ვირე჻ ხუთთა ოდენ ბაზიერთა: მეტი არა დავიჭირე჻

593. ნავითა გამველ ზღვისაგან: შტო რამე გამოვიდოდა჻ არა მოვჰკრეფდი გამყოფთა: ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და჻ დამეძაბუნდეს სიმრავლე: მე მათი არ გამვიდოდა჻ ვნადირობდი და ვიზახდი: ხმა ჩემი არ უდიოდა჻

594. მართლად იჯავრეს წუნობა: მათ თუ ესე ხამდა ვითა჻ გამამაპარნეს ლაშქარნი: გზანი შემიკრეს ნავითა჻ თჳთ ბიძას ძენი ჩემნიცა: შესხდეს მათითა თავითა჻ ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა: ომად მათითა მკლავითა჻

595. მათი მესმა დავინახე: ზახილი და ჴრმალთა ელვა჻ ნავი ვჰსთხოვე მენავეთა: მით ვიყივლე მე ერთხელ ვა჻ ზღვასა შეველ მომეგება: მეომარი ვითა ღელვა჻ სწადდა მაგრა ვეღარა ჰქნეს: ჩემი ზედა წამოქელვა჻

596. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი: უკანა მამეწეოდეს჻ იქით და აქათ მამიხდეს: ერთგნით ვერ მამერეოდეს჻ არ მამწურვოდეს წინანი: ზურგით მესროდეს მე ოდეს჻ ხრმალსა მივენდევ გამიტყდა: ისარნი დამელეოდეს჻

597. მომეჯარნეს ვეღარა ვჰქენ: ნავით ცხენი გარდვიხტუნვე჻ ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ: ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე჻ თანა მყოლი ყველაკანი: დამიჴოცნეს დარჩა მუნვე჻ ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა: მიუბრუნდი მივაბრუნვე჻

598. აწ იგი იქნას რაღაცა: ენებოს ღ~თისა წადილსა჻ ვეჭუ ჩემი სისხლი არ შერჩეს: ძალი შესწევდეს ქადილსა჻ ოჴრად გაუჴდი ყოფასა: მათ საღამოსა და დილსა჻ უხმობ ყვავთა და ყორანთა: მათ ზედა ვაქნევ ხადილსა჻

599. ამა ყმამან შემიკვეთა: გული მისკენ მიმიბრუნდა჻ მოვახსენე აჩქარება: შენგან ყოლა არა უნდა჻ მეცა თანა წამოგყვები: დაიხოცნენ იგი მუნ და჻ ჩვენ ორთავე მეომართა: გაღანამცა შეგვიძრწუნდა჻

600. ესეცა უთხარ ამნბავი: ჩემი არ გაგეგონების჻ უფრორე წყნარად გიანბობ: ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების჻ მან მითხრა ლხინი საჩემო: მაგას რა შეეწონების჻ დღე სიკვდილადმდის სიცოცხლე: შენ ჩემი დაგემონების

601. მივედით მისსა ქალაქსა: ტურფასა მაგრა ცოტასა჻ გამოეგებნეს ლაშქარნი: ისხემდეს მისთჳს ოტასა჻ პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს: ნახოკსა ვით ნაფოტასა჻ ეხვეოდიან ჰკოცნიან: ხრმალსა და სალტე კოტასა჻

602. კვლავ მოვეწონე ვეტურფე: მე მისი გარდნაკიდარი჻ შემასხემდიან ქებასა: მზეო ხარ ჩვენთჳს იდარი჻ მივედით ვნახეთ ქალაქი: მისი ტურფა და მდიდარი჻ ყველასა ტანსა ემოსა: ზარქაში განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათს მეომრებზედა჻

603. მოსჯობდა ომი შეეძლო: ხმარება ცხენ აბჯარისა჻ დავკაზმეთ ნავი კატარღა: და რიცხვი სპათა ჯარისა჻ კაცი ჴამს მისთა მჭვრეტთათვის: ღონემცა იაჯა რისა჻ აწ გითხრა ომი მოყმისა: მებრძოლთა დამას ჯარისა჻