... (H-66), 1832 წ.

567. ზღვა ზღვა ცურვა მომეწყინა: მით გამოველ ზღვისა პირსა გული სრულად გამიმხეცდა: არ უსმენდი არც ვაზირსა ყველაკაი დამეფანტა: დარჩომოდა რაცა ჭირსა კაცსა ღ~თი არ გასწირავს: ასრე მისგან განაწირსა

568. ერთია ესე ასმათი: და დამრჩეს ორნი მონანი ჩემნი გულისა მდებელნი: და ჩემნი შემამგონანი მისი ვერა ვცნან ამბავნი: ვერცა დრამისა წონანი ტირილი მიჩნდის ლხინად და: მდინდიან ცრემლთა ფონანი

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა჻

569. ღამით მევლო მოვიდოდი: ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით: ცალკერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი არ მიამის კაცთა ნახვა: მიდაღვიდა გულსა დაღნი მუნ გარდავჴე მოსვენებად: დამხუდეს რამე ხენი ლაღნი

570. ხეთა ძირსა მივიძინე: მათ მონათა ჭამეს პური მერმე ავდეგ სევდიანი: მიღამებდა გულსა მური ვერა მეცნა ეგზომ გრძელად: ვერ ჭორი და ვერ დასტური ველთა ცრემლი ასოვლებდა: თვალთა ჩემთა მონაწური

571. ზახილი მესმა შევხედენ: მოყმე ამაყად ყიოდა შემოირბევდა ზღვის პირ პირ: მას თურმე წყლული სტკიოდა ჴლმისა ნატეხი დასვრილი: აქვს სისხლი ჩამოზდიოდა მტერთა ექადდა სწყრებოდა: იგინებოდა ჩიოდა

572. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: ესე აწ მე მყავს რომელი მართ ვითა ქარი მოქროდა: გაფიცხებული მწყრომელი მონა მივსწიე მისისა: შეყრისა ვიყავ მდომელი შევსთვალე დადეგ მიჩვენე: ლომსა ვინ გაწყენს რომელი

573. მას მონასა არა უთხრა: არცა სიტყვა მოუსმინა ფიცხლად შევჯე ჩავეგებე: მე ჩაუსწარ ჩავე წინა უთხარ დადეგ გამიგონე: შენი საქმე მეცა მინა შემომხედნა მოვეწონე: სიარული დაითმინა

574. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა: შენ ასეთნი ხენი ვით ხენ მერმე მითხრა მოგახსენებ: აწ სიტყვანი რომე მკითხენ იგი მტერნი გამილომდეს: აქამდისცა რომე ვითხენ უკაზმავსა მიღალატეს: საჭურველნი გარ ვერ ვითხენ

575. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი: გარდავჴდეთ ძირსა ხეთასა არ შეუდრკების ჭაბუკი: კარგი მახვილთა კვეთასა თანა წამომყვა წავედით: უტკბოსი მამა ძეთასა მე გავეკვირვე ჭვრეტასა: მის ყმისა სინაზეთასა

576. ერთი მონა დასტაქარი: მყავდა წყლულნი შეუხვივნა ისრის პირნი ამოუხვნა: დაკოდილნი არ ატკივნა მერე ვკითხე ვინ ხარ ანუ: მკლავმან შენმან ვისგან ივნა საამბობლად დამირიგდა: თავი მისი გაამჩივნა

577. პირველ მითხრა არა ვიცი: რა ხარ ანუ რას გამსგავსო ანუ ეგრე რამ დაგლია: ანუ პირველ რამ გაგავსო რამან შეგქმნა მოყვითანოდ: ვარდ გიშერი რომე რგავსო ღ~თნ მისგან ანთებული: სანთელიმცა რად დაგავსო

578. მულღაზანზარის ქალაქი: ახლოს მე მაქუსო რომელი ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს: მეფე ვარ მუნა მჯდომელი ესე სამზღვარი ჩემია: სადა ხარ გარდამხდომელი ცოტა მაქვს მაგრამ ყოველგან: სიკეთე მიუთხრობელი

579. მამის ძმა და მამა ჩემი: პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს ზღვასა შიგან კუნძულია: ჩემდა წილად მას იტყოდეს თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა: ვისთა შვილთა აწ დამკოდეს მათკენ დარჩა სანადირო: არ მივსცემდი მამერჩოდეს

580. დღეს გამოველ ნადირობას: ზღვისა პირსა ვინადირე მუნა გასვლა მამდომოდა: მით მრეკალი არ ვახშირე სპათა უთხარ მამიცადეთ: მოვიდოდე მეცა ვირე ხუთთა ოდენ ბაზიერთა: მეტი არა დავიჭირე

581. ნავითა გამველ ზღვისაგან: შტო რამე გამოვიდოდა არა მოვჰკრეფდი გამყოფთა: ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და დამეძაბუნდეს სიმრავლე: მე მათი არ გამვიდოდა ვნადირობდი და ვიზახდი: ხმა ჩემი არ უდიოდა

582. მართლად იჯავრეს წუნობა: მათ თუ ესე ხამდა ვითა გამამაპარნეს ლაშქარნი: გზანი შემიკრეს ნავითა თვით ბიძას ძენი ჩემნიცა: შესხდეს მათითა თავითა ჩემთა გაუჴდეს ლაშქართა: ომად მათითა მკლავითა

583. მათი მესმა დავინახე: ზახილი და ჴრმალთა ელვა ნავი ვჰთხოვე მენავეთა: მით ვიყივლე მე ერთხელ ვა ზღვასა შეველ მომეგება: მეომარი ვითა ღელვა სწადდა მაგრა ვეღარა ჰქნეს: ჩემი ზედა წამოქელვა

584. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი: უკანა მამეწეოდეს იქით და აქათ მამიხდეს: ერთგნით ვერ მამერეოდეს არ მამწურვოდეს წინანი: ზურგით მესროდეს მე ოდეს ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა: ისარნი დამელეოდეს

585. მომეჯარნეს ვეღარა ვჰქენ: ნავით ცხენი გარდვიხტუნვე ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ: ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე თანა მყოლი ყველაკანი: დამიჴოცნეს დარჩა მუნვე ვინცა მდევდა ვერ შემამხვდა: მიუბრუნდი მივაბრუნვე