... (Q-609), XIX ს.

566. მულღაზანზარის ქალაქი: ახლოს მე მაქუსო რომელი: ნურადინ ფრიდონ სახელად: მძევს მეფე ვარ მუნა მჯდომელი: ესე სამზღარი ჩემია: სადა ხარ გარდამხდომელი: ცოტა მაქვს მაგრამ ყოველგან: სიკეთე მიუთხრობელი:

567. მამის ძმა და მამა ჩემი: პაპმან ჩემმან გაყუნა ოდეს: ზღვასა შიგან კუნძულია: ჩემად წილად მას იტყოდეს: თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა: ვისთა შვილთა აწ დამკოდეს: მათკენ დარჩა სანადირო: არ მივსცემდი მამერჩოდეს:

568. დღეს გამოველ ნადირობას: ზღვისა პირსა ვინადირე: მუნა გასვლა მამდომოდა: მით მრეკალი არ ვახშირე: სპათა უთხარ მამიცადეთ: მოვიდოდე მეცა ვირე: ხუთთა ოდენ ბაზიერთა: მეტი არა დავიჭირე:

569. ნავითა გამველ ზღვისაგან: შტო რამე გამოვიდოდა: არა მოვჰკრეფდი გამყოფთა: ვთქვი ჩემთა რად დავრიდო და: დამეძაბუნდეს სიმრავლე: მე მათი არ გამვიდოდა: ვნადირობდი და ვიზახდი: ჴმა ჩემი არ უდიოდა:

570. მართლად იჯაურეს წუნობა: მათი თუ ესე ჴმდა ვითა: [..............................................................................................] თვით ბიძას ძენი ჩემნიცა: შესხდეს მათითა თავითა: ჩემთა გაუხდეს ლაშქართა: ომად მათითა მკლავითა:

571. მათი მესმა დავინახე: ზახილი და ჴრმალთა ელვა: ნავი ვთხოვე მენავეთა: მით ვიყივლე მე ერთხელ ვა: ზღვასა შეველ მომეგება: მეომარი ვითა ღელვა: სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს: ჩემი ზედა წამოქელვა:

572. კვლავ სხუანი დიდნი ლაშქარნი: უკანა მამეწეოდეს: იქით და აქათ მამიხდეს: ერთგნით ვერ მამერეოდეს: არ მამწურვოდეს წინანი: ზურგით მესროდეს მე ოდეს: ჴრმალსა მივენდევ გამიტყდა: ისარნი დამელეოდეს:

573. მამეჯარნეს ვეღარა ვჰქმენ: ნავით ცხენი გარდვიხტუნვე: ზღუა ზღვა ცურვით წამოუველ: ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე: თანა მყოლი ყველაკანი: დამიჴოცნეს დარჩა მუნვე: ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა: მიუბრუნდი მივაბრუნვე:

574. აწ იგი იქნას რაღაცა: ენებოს ღ~თისა წადილსა: ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს: ძალი შესწევდეს ქადილსა: ოჴრად გაუხდი ყოფასა: მათ საღამოსა და დილსა: უხმობ ყვავთა და ყორანთა: მათ ზედა ვაქნევ ხადილსა:

575. ამა ყმამან შემიკვეთა: გული მისკენ მიმიბრუნდა: მოვახსენე აჩქარება: შენგან ყოლა არა უნდა: მეცა თანა წამოგყვები: დაიხოცნენ იგი მუნ და: ჩვენ ორთავე მეომართა: გაღანამცა შეგვიძრწუნდა:

576. ესეცა უთხარ ამბავი: ჩემი არ გაგეგონების: უფრორე წვრილად გიამბობ: ნათუ ჟამი ჩვენ გვექონების: მან მითხრა ლხინი საჩემო: მაგას რა შეეწონების: დღეთ სიკუდილადმდის სიცოცხლე: შენ ჩემი დაგემონების:

577. მივედით მისსა ქალაქსა: ტურფასა მაგრამ ცოტასა: გამოეგებნეს ლაშქარნი: ისხემდეს მისთვის ოტასა: პირსა იხოკდეს გაყრიდეს: ნახოკსა ვით ნაფოტასა: ეხვეოდიან ჰკოცნიან: ჴრმალსა და სალტე კოტასა:

578. კვლაუ მოვეწონე ვეტურფე: მე მისი გარდნაკიდარი: შემასხემდიან ქებასა: მზეო ხარ ჩვენთვის იდარი: მივედით ვნახეთ ქალაქი: მისი ტურფა და მდიდარი: ყველასა ტანსა ემოსნა: ზარქაში განაზიდარი:

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომრებზე:

579. მოჯობდა ომი შეეძლო: ჴმარება ცხენ აბჯარისა: კაცი ხმდა მისთა მჭვრეტთათვის: ღონემცა იაჯა რისა: დავჰკაზმეთ ნავი კატარღა: და რიცხვი სპათა ჯარისა: აწ გითხრა ომი მოყმისა: მებრძოლთა დამსაჯარისა:

580. მათი მესმა დაპირება: ჩაბალახთა ჩამობურვა: ნავი წინა მამეგება: არა ვიცი იყო თუ რვა: ფიცხლა ზედა შევეჯაჴე: მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი ვკარ და დადუქცივე: დაიზახნეს დიაცურ ვა:

581. კვლავ სხვასა მიველ: მოვჰკიდე ჴელი ნავისა ბაგესა: ზღუასა დავანთქე დავჰჴოცე: ომიმცა რაღა აგესა: სხუანი გამექცეს მიმართეს: მათ მათსა საქულბაგესა: ვინცა მიჭურეტდის უკჳრდა: მაქებდეს არ მაძაგესა:

582. ზღვა გავიარეთ გავედით: შემოგვიტივეს ცხენია: კვლავ შევიბენით შეიქნა: ომისა სიმარცხენია: მუნ მამეწონეს ფრიდონის: სიქველე სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე: იგი ალვისაც ხენია:

583. თვით ორნივე ბიძა ძენი: მისნი ჴლმითა ჩამოყარნა: ჴელნი წმიდად გარდმეკვეთნეს: იგი ასრე ასაპყარნა: მოიყვანნა მჴარ დაკრულნი: ერთმან ორნი არ დაყარნა: მათნი ყმანი გაამტირნა: მისნი ყმანი ამაყარნა:

584. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს: ვეცენით გაცავჰფანტენით: ფიცხლად წაუღეთ ქალაქი: არ თავნი გავაზანტენით: ქვითა დავლეწეთ წვივები: ჩვენ იგი გავანატენით: მამკალით ლარი დალიოთ: ან აკიდებით ან ტენით: