... (H-741), XIX ს.

585. მე უთხარ დადეგ დასწყნარდი: გარდავხდეთ ძირსა ხეთასა: არ შეუდრკების ჭაბუკი: კარგი მახვილთა კვეთასა: თანა წამომყვა წავედით: უტკბოსი მამა ძეთასა: მე გავეკვირვე ჭვრეტასა: მის ყმისა სინაზეთასა:

586. ერთი მონა დასტაქარი: მყვა და წყლულნი შეუხვივნა: ისრის პირნი ამოუხვნა: დაკოდილნი არ ატკივნა: მერე ვჰკითხე ვინ ხარ ანუ: მკლავმან შენმან ვისგან ივნა: საამბობლად დამირიგდა: თავი მისი გაამჩივნა:

587. პირველ მითხრა არა ვიცი: რა ხარ ანუ რას გამსგავსო: ანუ ეგრე რამ დაგლია: ანუ პირველ რამ გაგავსო: რამან შეგქმნა მოყვითანოდ: ვარდ გიშერი რომე რგავსო: ღ~თნ მისგან ანთებული: სანთელიმცა რად დაგავსო:

588. მულღაზანზარის ქალაქი: ახლოს მე მაქვსო რომელი: ნურადინ ფრიდონ სახელად მძეს: მეფე ვარ მუნა მჯდომელი: ესე სამზღარი ჩემია: სადა ხარ გარდამხდომელი: ცოტა მაქუს მაგრამ ყოველგან: სიკეთე მიუთხრობელი:

589. მამის ძმა და მამა ჩემი: პაპმან ჩემმან გაგყვნა ოდეს: ზღვასა შიგან კუნძულია: ჩემად წილად მას იტყოდეს: თვით ბიძასა ჩემსა მიხვდა: ვისთა შვილთა აწ დამკოდეს: მათკენ დარჩა სანადირო: არ მივსცემდი მამერჩოდეს:

590. დღეს გამოველ ნადირობას: ზღვისა პირსა ვინადირე: მუნა გასვლა მამდომოდა: მით მრეკალი არ ვახშირე: სპათა უთხარ მამიცადეთ: მოვიდოდე მეცა ვირე: ხუთთა ოდენ ბაზიერთა: მეტი არა დავიჭირე:

591. ნავითა გამოველ ზღვისაგან: შტო რამე გამოვიდოდა: არა მოვჰკრეფდი გამყოფთა: ვსთქვი ჩემთა რად დავრიდო და: დამეძაბუნდეს სიმრავლე: მე მათი არ გამვიდოდა: ვნადირობდი და ვიზახდი: ჴმა ჩემი არ უდიოდა:

592. მართლად იჯავრეს წუნობა: მათი თუ ესე ხამდა ვითა: გამამაპარნეს ლაშქარნი: გზანი შემიკრეს ნავითა: თვით ბიძას ძენი ჩემნიცა: შესხდეს მათითა თავითა: ჩემთა გაუხდეს ლაშქართა: ომად მათითა მკლავითა:

593. მათი მესმა დავინახე: ზახილი და ხმალთა ელვა: ნავი ვთხოვე მენავეთა: მით ვიყივლე მე ერთხელ ვა: ზღვასა შეველ მომეგება: მეომარი ვითა ღელვა: სწადდა მაგრა ვეღარა ქნეს: ჩემი ზედა წამოქელვა:

594. კვლავ სხვანი დიდნი ლაშქარნი: უკანა მამეწეოდეს: იქით და აქათ მამიხდეს: ერთგნით ვერ მამერეოდეს: არ მამწუროდეს წინანი: ზურგით მესროდეს მე ოდეს: ხმალსა მივენდევ გამიტყდა: ისარნი დამელეოდეს:

595. მამეჯარნეს ვეღარა ვჰქენ: ნავით ცხენი გარდვიხტუნვე: ზღვა ზღვა ცურვით წამოუველ: ჩემი მჭვრეტნი გავაცბუნვე: თანა მყოლი ყველაკანი: დამიხოცნეს დარჩა მუნვე: ვინმცა მდევდა ვერ შემამხვდა: მიუბრუნდი მივაბრუნვე:

596. აწ იგი იქნას რაღაცა: ენებოს ღ~თისა წადილსა: ვეჭვ ჩემი სისხლი არ შერჩეს: ძალი შესწევდეს ქადილსა: ოხრად გაუხდი ყოფასა: მათ საღამოსა და დილსა: უხმობ ყვავთა და ყორანთა: მათ ზედა ვაქნევ ხადილსა:

597. ამა ყმამან შემიკვეთა: გული მისკენ მიმიბრუნდა: მოვახსენე აჩქარება: შენგან ყოლა არა უნდა: მეცა თანა წამოგყვები: დაიხოცნენ იგი მუნ და: ჩვენ ორთავე მეომართა: გაღანამცა შეგვიძრწუნდა:

598. ესეცა უთხარ ამბავნი: ჩემი არ გაგეგონების: უფრორე წყნარად გიამბობ: ნუთუ ჟამი ჩვენ გვექონების: მან მითხრა ლხინი საჩემო: მაგას რა შეეწონების: დღეთ სიკვდილადმდის სიცოცხლე: შენ ჩემი დაგემონების:

599. მივედით მისსა ქალაქსა: ტურფასა მაგრა ცოტასა: გამოეგებნეს ლაშქარნი: ისხემდეს მისთვის ოტასა: პირსა იხოკდეს გაჰყრიდეს: ნახოკსა ვით ნაფოტასა: ეხვეოდიან ჰკოცნიან: ჴრმალსა და სალტე კოტასა:

600. კვლავ მოვეწონე ვეტურფე: მე მისი გარდნაკიდარი: შემასხემდიან ქებასა: მზეო ხარ ჩვენთვის იდარი: მივედით ვნახეთ ქალაქი: მისი ტურფა და მდიდარი: ყველასა ტანსა ემოსა: ზარქაში განაზიდარი:

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა და გამარჯვება მათგან მათს მეომრთა ზედა:

601. მოსჯობდა ომი შეეძლო: ჴმარება ცხენ აბჯარისა: დავჰკაზმეთ ნავი კატარღა: და რიცხვი სპათა ჯარისა: კაცი ხმდა მისთა მჭვრეტთათვის: ღონემცა იაჯა რისა: აწ გითხრა ომი მოყმისა: მებრძოლთა დამსაჯარისა:

602. მათი მესმა დაპირება: ჩაბალახთა ჩამობურვა: ნავი წინა მამეგება: არა ვიცი იყო თუ რვა: ფიცხლა ზედა შევეჯაჴე: მათ დაიწყეს ამოდ ცურვა: ქუსლი ვჰკარ და დავუქცივე: დაიძახნეს დიაცურ ვა:

603. კვლავ სხვასა მიველ მოვჰკიდე: ხელი ნავისა ბაგესა: ზღვასა დავანთქე დავხოცე: ომიმცა რაღა აგესა: სხვანი გამექცეს მიმართეს: მათ მათსა საქულბაგესა: ვინცა მიჭვრეტდის უკვირდა: მაქებდეს არ მაძაგესა: