... (H-741), XIX ს.

566. დავარს დასა მეფისასა: უთხრა ვინმე ღ~თისა მტერმან: თავი ფიცა ძმამან შენმან: არ დაგარჩენს იცის ერმან: მან აგრე თქვა უბრალო ვარ: იცის ღ~თნ სახიერმან: ვისგან მოვჰკვდე ვისთვის მოვჰკვდე: მიიხვედროს იგი ვერ მან:

567. პატრონი ჩემი აგრევე: იყო წამოხვე შენ ოდეს: შენეულივე რიდენი: ებურნეს ტურფად შვენოდეს: დავარ მოსთქმიდა სიტყვითა: რომელნი არა მსენოდეს: ბოზო შენ ბოზო რად მამკალ: ვეჭვ შენცა არა გლხენოდეს:

568. როსკიპო ბოზო დიაცო: საქმრო რად მოაკვლევინე: ანუ სისხლითა მისითა: ჩემი რად მოაზღვევინე: არ ცუდად მამკლავს ძმა ჩემი: რა გიყავ რა გაქნევინე: აწ ღ~თსა უნდეს ვერ მიხვდე: ვის ესე დააშლევინე:

569. ხელი მიჰყო წამოზიდნა: თმანი გრძელნი დაუფუშნა: დაალება დაალურჯა: მედგრად პირნი მოუქუშნა: მან პასუხი ვერა გასცა: ოდენ სულთქნა ოდენ უშნა: ქალმან შავმან ვერა არგო: ვერცა წყლული დაუშუშნა

570. რა დავარ გაძღა ცემითა: მისითა დალურჯებითა: წამოდგეს ორნი მონანი: პირითა მით ქაჯებითა: მათ კიდობანი მოჰქონდათ: ეუბნეს არ აჯებითა: მაშიგან ჩასვეს იგი მზე: გავს იქა დარაჯებითა:

571. ზღვათაკენ გავლნეს სარკმელნი: მაშინვე გაუჩინარდა: დავარ თქვა მქნელი ამისი : ვინ არ დამქოლოს ვინ არ და: ვირემ მომკლავდეს მოვკვდები: სიცოცხლე გასაწყინარდა: დანა დაიცა მოცაკვდა: დაეცა გასისხლმდინარდა:

572. რად არ მიკვირვებ ცოცხალსა: მე ლახვარ დაუსობელსა: აწ იგი მიყავ რა მართებს: ამისა მახარობელსა: ზენაარ დამხსენ სიცოცხლე: სულთა დგმა დაუთმობელსა: საბრალოდ ცრემლსა ადენდა: უკლებსა დაუშომელსა:

573. მე უთხარ დაო რად მოგკლა: ანუ რა შენი ბრალია: რამცა ვქმენ ნაცვლად თვით რომე: მისი ჩემზედა ვალია: აწ თავსა მისად საძებრად: მივსცემ კლდეთა და წყალია: სრულად გავქვავდი შემექმნა: გული მართ ვითა სალია:

574. მეტმან ზარმან გამაშმაგა: მამივიდა ცხრო და თრთოლა: გულსა უთხარ ნუ მოკვდები: არას გარგებს ცუდი წოლა: გიჯობს გაჭრა ძებნად მისად: გავარდნა და ველთა რბოლა: აჰა ჟამი ვისცა გინდა: ჩემი თანა წამოყოლა:

575. ნავსა შევსჯე ზღვასა შეველ: ნავსა შიგან გავალაგდი: არსით ნავი მამავალი: უნახავად არ დავაგდი: მოველოდი არა მესმა: შმაგი უფრო გავეშმაგდი: რომე სრულად მომიძულა: ღ~თსა თურე ასრე ვძაგდი:

576. რომე დავჰყავ წელიწადი: თვე თორმეტი გამეოცა: მაგრა მისი მნახავიცა: სიზმრივ კაცი არ მეოცა: თანა მყოლი ყველაკანი: ამომიწყდა დამეხოცა: ვსთქვი თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ: რაცა სწადდეს აგრე ვჰყო ცა:

577. ზღვა ზღვა ცურვა მამეწყინა: მით გამოველ ზღვისა პირსა: გული სრულად გამიმჴეცდა: არ უსმენდი არც ვაზირსა: ყველაკაი დამეფანტა: დარჩომოდა რაცა ჭირსა: კაცსა ღ~თი არ განსწირავს: ასრე მისგან განაწირსა:

578. ერთია ესე ასმათი: და დამრჩეს ორნი მონანი: ჩემნი გულისა მდებელნი: და ჩემნი შემამგონანი: მისნი ვერა ვსცნან ამბავნი: ვერცა დრამისა წონანი: ტირილი მიჩნდის ლხინად და: მდინდიან ცრემლთა ფონანი:

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელ შემოეყარა ზღვისა პირსა:

579. ღამით მევლო მოვიდოდი: ზღვისა პირსა აჩნდეს ბაღნი: ჰგვანდეს ქალაქს ვიახლენით: ცალკერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი: არ მიამის კაცთა ნახვა: მიდაღვიდა გულსა დაღნი: მუნ გარდავჴე მოსვენებად: დამხვდეს რამე ხენი ლაღნი:

580. ხეთა ძირსა მივიძინე: მათ მონათა ჭამეს პური: მერმე ავდეგ სევდიანი: მიღამებდა გულსა მური: ვერა მეცნა ეგზომ გრძელად: ვერ ჭორი და ვერ დასტური: ველთა ცრემლი ასოვლებდა: თვალთა ჩემთა მონაწური:

581. ზახილი მესმა შევხედენ: მოყმე ამაყად ყიოდა: შემოირბევდა ზღვის პირ პირ: მას თურმე წყლული სტკიოდა: ხმლისა ნატეხი დასვრილი: აქუს სისხლი ჩამოზდიოდა: მტერთა ექადდა სწყრებოდა: იგინებოდა ჩიოდა:

582. ზედა ჯდა შავსა ტაიჭსა: ესე აწ მე მყავს რომელი: მართ ვითა ქარი მოქროდა: გაფიცხებული მწყრომელი: მონა მივსწიე მისისა: შეყრისა ვიყავ მდომელი: შევსთვალე დადეგ მიჩვენე: ლომსა ვინ გაწყენს რომელი:

583. მას მონასა არა უთხრა: არცა სიტყვა მოუსმინა: ფიცხლად შევსჯე ჩავეგებე: მე ჩაუსწარ ჩავე წინა: უთხარ დადეგ გამიგონე: შენი საქმე მეცა მინა: შემომხედა მოვეწონე: სიარული დაითმინა:

584. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა: შენ ასეთნი ხენი ვით ხენ: მერმე მითხრა მოგახსენებ: აწ სიტყვანი რომე მკითხენ: იგი მტერნი გამილომდეს: აქამდისცა რომე ვითხენ: უკაზმავსა მიღალატეს: საჭურველნი გარ ვერ ვითხენ: