... (H-741), XIX ს.

604. ზღვა გავიარეთ გავედით: შემოგვიტივეს ცხენია: კვლავ შევიბენით შეიქნა: ომისა სიმარცხენია: მუნ მამეწონეს ფრიდონის: სიქველე სიფიცხენია: იბრძვის ლომი და პირად მზე: იგი ალვისაც ხენია:

605. თვით ორნივე ბიძა ძენი: მისნი ჴლმითა ჩამოყარნა: ხელნი წმიდად გარდმეკვეთნეს: იგი ასრე ასაპყარნა: მოიყვანა მხარ დაკრულნი: ერთმან ორნი არ დაყარნა: მათნი ყმანი გაამტირნა: მისნი ყმანი ამაყარნა:

606. მათი ლაშქარნი გაგვექცნეს: ვეცენით გაცავფანტენით: ფიცხლად წაუღეთ ქალაქი: არ თავნი გავაზანტენით: ქვითა დავლეწეთ წვივები: ჩვენ იგი გავანატენით: მამკალით ლარი დალიოთ: ან აკიდებით ან ტენით:

607. ფრიდონ ნახნა საჭურჭლენი: და ბეჭედნი მისნი დასხნა: თვით ორნივე ბიძის ძენი: დაპყრობილნი წამოასხნა: მისთა ნაცვლად სისხლნი მათნი: მოღვარნა და ველთა ასხნა: ჩემი თქვეს თუ ღ~თსა მადლი: ვინ ალვისა ხენი ასხნა:

608. მივედით მოქალაქეთა: ზარი ჩნდა რომე ზმიდიან: აჯათა მქნელნი მჭვრეტელთა: გულსა მუნ დააბმიდიან: მე და ნურადინს ყველანი: ქებასა შეგვასხმიდიან: გვითხრობდეს მკლავთა თქვენთაგან: ჯერთ მათნი სისხლნი მიდიან:

609. ლაშქარნი ფრიდონს მეფედ და: მიხმობდეს მეფეთ მეფობით: თვით თავსა მათსა მონად და: ჩემსა ყველასა სეფობით: დაღრეჯით ვიყავ ვერ მპოვეს: ვეროდეს ვარდის მკრეფობით: ჩემი ვერ ცნიან ამბავი: მუნ იყო არ იეფობით:

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბის მბობა ოდეს ტარიელს უამბო:

610. დღესა ერთსა მე და მეფე: ნადირობას გამოვედით: ზღვასა ზედა წაწურვილსა: ქედსა რასმე გარდავდეგით: ფრიდონ მითხრა გითხრობ რასმე: ვთამაშობდით ცხენსა ვსხედით: ერთი რამე საკვირველი: მე ვნახეო ამა ქედით:

611. მე ვჰკითხევდი ფრიდონ მეტყვის: მართ ამბავსა ესოდენსა: დღე ერთ მწადდა ნადირობა: შევჯე ამა ჩემსა ცხენსა: ზღვასა შიგან იხვსა გვანდა: ხმელთა ზედა შავარდენსა: აქა ვდეგ და თვალს უგებდი: ქორსა იქით განაფრენსა:

612. ზოგჯერ ზღვისკე მივიხედნი: წავსდგომოდი ამა გორსა: ზღვასა შიგან ცოტა რამე: დავინახე თუცა შორსა: ეგრე ფიცხლად სიარული: არას ძალ აქვ მისსა სწორსა: ვერად ვიცან გონებასა: გავეკვირვე ამად გორსა:

613. ვსთქვი რაა რასა ვამგზავსო: მფრინველია ანუ მჴეცი: ნავი იყო გარ ეფარა: სამოსელი მრავალკეცი: წინა კაცნი მოზიდვიდეს: თვალი ამად დავაცეცი: მთვარე უჯდა კიდობანსა: ცა მეშვიდე მასცა ვეცი:

614. ამოძვრნეს ორნი მონანი: შავნი მართ ვითა ფისანი: ქალი გარდმოსვეს სისხონი: ვნახენ მისისა თმისანი: მას რომე ელვა ჰკრთებოდა: ფერნიმცა ჰგვანდეს რისანი: მან გაანათლა ქვეყანა: გაცუდდეს შუქნი მზისანი:

615. სიხარულმან ამაჩქარა: ამათრთოლა დაცამლეწა: იგი ვარდი შემიყვარდა: რომე თვალსა იახეწა: დავაპირე შეტევება: ვთქვი წავიდე მათკე მე წა: ჩემსა შავსა სულიერსა: რამცა ვითა გარდეხვეწა:

616. ცხენი გავჰქუსლე იქმოდეს: შამბი ხმასა და ხრიალსა: ვეღარ მიუსწარ გამესწრნეს: რაზომცა ვსცემდი წრტიალსა: ზღვის პირსა მიველ შევხედენ: ჩნდა ოდენ მზისა ტიალსა: გამშორვებოდეს წამსლვოდეს: ამისთვის დავეწვი ალსა:

617. ესე მესმა ფრიდონისგან: მამემატა ცეცხლთა სიცხე: ცხენისაგან გარდავიჭერ: თავი სრულად გავიკიცხე: ჩემთა ღაწუთა დანადენი: მე ჩემივე სისხლი ვიცხე: მამკალ თუცა უჩემოსა: ენახოსმცა ვისცა ის ხე:

618. ესე ჩემგან გაუკვირდა: ფრიდონს მეტად ეუცხოა: მაგრა მეტად შევებრალე: ტირილითა მესათნოვა: ვითა შვილი დამადუმა: მემუდარა მესათნოვა: თვალთათ ვითა მარგალიტი: ცხელი ცრემლი გარმომთოვა:

619. ვაგლახმეო რა გიამბე: ფათერაკად მცდარმან შმაგად: მოვახსენე ნურა გაგვა: ნუ ინაღვლი მაგას მაგად: იგი მთვარე ჩემი იყო: მით მედების ცეცხლი მდაგად: აწ გიამბობ რადგან თავი: გინდა ჩემად ამხანაგად:

620. ფრიდონს უთხარ ყველაკაი: ჩემი თავსა გარდასრული: მან მითხრა თუ რას ვიტყოდი: მოცთომილი გაბასრული: შენ მაღალი ინდოთ მეფე: ჩემსა რადმე ხარ მოსრული: სახელმწიფო საჯდომი და: ტახტი გმართებს სრაცა სრული:

621. კვლავაცა მითხრა ვისცა ღ~თი: საროს მორჩსა ტანად უხებს: მას ლახვარსა მოაშორვებს: თუმცა პირველ გულსა უხებს: ჭირსა ლხინად გაგვიცვალებს: არათ ოდეს შეგვაწუხებს: იგი მოგვცემს წყალობასა: მისსა ზეცით მოგვიქუხებს:

622. წამოვედით ნატირებნი: სრას დავსხედით თავის წინა: ფრიდონს უთხარ ჩემი შემწე: შენგან კიდევ არავინა: ვითა ღ~თსა შენი მსგავსი: სოფლად არა მოავლინა: მაშა რადგან შეგემეცენ: ამის მეტი რად რა მინა: