... (H-3061), XVIII ს.

563. თქუა: რა: მესმა: ესე: მისგან: მეიმედა: მეტისმეტად჻ კულავ: მიეცა: თვალთა: ძილი: მის: ნათლისა: ეგრე: მჭურეტად჻ აწ: დავჰკარგე: რად: არ: გიკვირს: რად: ცოცხალვარ: რად: ვარ: რეტად჻ ვაი სოფელო: უხანოო: რად ზი: სისხლთა: ჩემთა: ხურეტად჻

564. შევხედენ: ვნახე: სასთუნალს: მუსაფი: გაშლით: მდებარე჻ ავდეგ: ავიღე: მე: ღ~თისა: და: მერმე: მე: მათი: მქებარე჻ ვჰკადრე: თუ: მზეო: დაგიწვავ ჩემიცა: დაწვი: მზე: ბარე჻ რადგან: არ: მამკალ: პასუხი: ერთია: გკადრო: მე: ბარე჻

565. რომე: გკადრებ: ესე: სიტყუა: აწ: თუ: ცუდად: ნალიქნია჻ ცამცა: მრისხავს: მზისა: შუქნი: ყოლა: ჩემთვის: ნაშუქნია჻ თუ: მაღირსებ: განკითხვასა: ავი: არა: არ: მიქნია჻ მან: მიბრძანა: რაცა: იცი: თქვიო: თავი: დამიქნია჻

566. კულაცა: ვჰკადრე: მეთუ: მზეო: თქუენთვის: ფიცი: გამეტეხოს჻ ღ~თნ: აწვე: რისხვამისი: ზეცით: ჩემთვის: გაამეხოს჻ ვისი: გინდა: უშენოსა: პირი: მემზოს: ტანი: მეხოს჻ მაშა: მაშინ: როგორ: დავრჩე: რა: ლახვარი: გულსა: მეხოს჻

567. მე: მეფეთა: დარბაზს: მიჴმეს: შექნეს: დიდი: ვაზირობა჻ მათ: წინასვე: დაეპირა: იმა: ყმისა: შენი: ქმრობა჻ დამეშალა: ვერ: დავშლიდი: დამრჩებოდა: უმეცრობა჻ თავსა: ვუთხარ: მიემოწმე: ჟამად: გიჯობს: გულ მაგრობა჻

568. მემცა: დაშლა: ვითა: ვჰკადრე: რათგან: იგი: ვერ: მიმხუდარა჻ არ: იტყვის: თუ: ინდოეთი: უპატრონოდ: არ: მომჴდარა჻ ტარიელ: არს: მემამულე: სხვასა მართებს: არად: არა჻ ვის: მოიყუანს: არა: ვიცი: ანუ: იგი: ვინ: მამცდარა჻

569. ვთქუი: ამითა: ვეღარას: ვიქ: ღონე: სხვარა: მოვიგვარო჻ თავსა: უთხარ: ნუ: მოგიცავ: გონებაო: მრავალგვარო჻ მედვა: გული: მჴეცისაებრ: ათასჯერცა: მინდორს: ვარო჻ ვისმცა: მივეც: თავი: შენი: შენვე სადმე არ: წამგვარო჻

570. სულთა: ვჰყიდდი: გულისათვის: კოშკი: ამად: გამებაზრა჻ იგი: წვიმა: დარენელდა: რომე: პირველ: ვარდი: აზრა჻ ვნახე: ძოწსა: მარგალიტი: გარე: ტურფად: მოემაზრა჻ მიბრძანა: თუ: ეგე: საქმე: მემცა: მართლად: რად: მიაზრა჻

571. არ: დავიჯერებ: მე: შენსა: ღალატსა: ორგულობასა჻ უარის: ქნასა: ღ~თისასა: ამისთვის: არ: მადლობასა჻ იაჯდი: თავსა: ჩემსა: და: მორჭუმით ინდოეთს: ფლობასა჻ მე: და: შენ: ვიჯდეთ: ჴელმწიფედ: სჯობს სხვათა სიძესძლობასა჻

572. მე: ლმობიერად მომიტკბა: გამწყრალი: გამქისებული჻ ანუ: მზე: იყო: ქუეყანად: ან: მთვარე: პირგავსებული჻ ახლოს: დამისვა: მაღირსა: აქამდის: არღირსებული჻ მეუბნებოდა: დამივსო: ცეცხლი: ამითა: გზებული჻

573. მიბრძანა: თუ: გონიერი: ჴამს: აროდეს: არ: აჩქარდეს჻ რაცა: სჯობდეს: მოაგვაროს: საწუთროსა: დაუწყნარდეს჻ თუ: სასიძო: არ: მოუშვა: ვა: თუ: მეფე: გაგვიმწარდეს჻ შენ: და: ისი: წაიკიდოთ: ჰინდოეთი: გარდაჰქარდეს჻

574. კულავ თუ: სიძე: შემოუშვა: მე: შემირთავს: იყოს: ასდენ჻ ერთმანერთსა: გავეყარნეთ: ძოწეულნი: გაგვიფლასდენ჻ მათ: მორჭმულთა: მოივლინონ: ჩუენ: პატიჟნი: გაგვიასდენ჻ ესე: ამბვად: არ: ეგების: რომე: სპარსნი: გაგვიხასდენ჻

575. მე: ვჰკადრე: ღ~თნ: აშოროს: მის: ყმისა: შენი: ქმარობა჻ რა: შემოვიდენ: ინდოეთს: შევიგნა: მათი: გმირობა჻ უჩვენო: ჩემი: ძალგული: და: ჩემი: მეომარობა჻ ასრე: დავჰჴოცნე: შეეძლოს: აღარას არ საჴმარობა჻

576. მიბრძანა: თუ: ჴამს: დიაცი: დიაცურად: საქმე: დედლად჻ დიდსა: სისხლსა: ვერ: შეგაქნევ: ვერ: ვიქმნები: შუა: კედლად჻ რა: მოვიდეს: სიძე: მოკალ: მისთა: სპათა: აუწყუედლად჻ ქნა: მართლისა: სამართლისა: ხესა: შეიქს: ჴმელსა: ნედლად჻

577. ასრე ქენ: ჩემო: ლომო: და: მჯობო: ყოველთა: გმირთაო჻ მიპარვით: მოკალ: სასიძო: ლაშქართა: ნუ: მოირთაო჻ მისთა: სპათაცა: ნუ: დაჰჴოც: ზროხათა: ვითა: ვირთაო დიადი: სისხლი: უბრალო: კაცმანცა: ვით: იტვირთაო჻

578. იგი: რა: მოჰკლა: ეუბენ: პატრონსა: ჩემსა: მამასა჻ ჰკადრე: თუ: სპარსთა: ვერა: ვიქ ინდოეთისა: ჭამასა჻ ჩემია: მკუიდრი: მამული: არ: მივცემ: არცა: დარასა჻ არ: დამეჴსნები: გაგიჴდი: ქალაქსა: ვითა: ტრამასა჻

579. ჩემი: ყოლა: ნურა: გინდა: სიყვარული: არცა: ნდომა჻ ამით: უფრო: მოგეცემის: სამართლისა: შენ: მოხდომა჻ ქნას: მეფემან: ყელმოტეხით: შემოხვეწა: შემოკუდომა჻ ჴელთა: მოგცეს: თავსა: ჩემსა შეგუფეროდეს: ერთგან: სხდომაv

580. ესე: მეტად: მამეწონა: თათბირი: და: გამორჩევა჻ ჩემთა: მტერთა: დავაცადე: დასაჴოცლად: ჴმლისა: ქნევა჻ მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქუევე წვევა჻ მწადდა: მაგრა: ვერ: შევმართე: შეჭიდება: შემოხუევა჻

581. ხანი: დავჰყავ: გავეყარე: მაგრა: გავჴე: ვითა: ხელი჻ ასმათ: წინა: ჩამომიძღვა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი჻ ჭირი: ბევრჯელ: ვაათასე: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი჻ მერმე: წასულა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი჻

582. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი჻ ღამით: უჭურეტდი: ვარსკვლავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი჻ გულსა: დამესვის: ლახვარი: შავთა: წამწამთა: სროლილი჻ მისმან: შუქმან: დამალურჯა: დამალება: დამდვა: წყლული჻