.... (H-1759), XIX ს.

566. აწ მეფეო უმისობა, ჩემგნ ყოლა არ ეგების გული მას აქვს გულოვანსა, აქა ჴელი რა მეხდების თუ რას ვარგებ პირველ ხოლე, თვით სახელი თქვენ მოგხვდების ვერას ვარგებ გულსა დავსდებ, ჩემი ფიცი არ გატყდების

567. წასვლა ჩემი გულსა თქვენსა, არ ეწყინოს არ დაჭმუნდეს თავსა ჩემსა გაგებული, იქნას ღ~თსა რაცა უნდეს მანვე ქნას და გაგიმარჯვდეს, თქვენი თქვენვე დაგიბრუნდეს არ მოვბრუნდე თქვენმცა სუფევთ, მტერი თქვენნი დაძაბუნდეს

568. კვლავ პირ მზე ეტყვის ვეზირსა, მე სიტყვა შევამცირეო აწ ესე ჰკადრე მეფესა, შევინვიდოდეს ვირეო მიაჯე ამოდ გაშვება, და თავი გაიგმირეო ასი ათასი წითელი, შენ ქრთამად შეიწირეო

569. ვეზირმან უთხრა სიცილით, ქრთამი შენ გქონდეს შენია შენგან კმა ჩემად წყალობად, რომე გზა გაგიჩენია მაგას რა ვჰადრებ მეფესა, რაცა აწ თქვენგან მსმენია ვიცი უცილოდ ამავსებს, შოება რა საწყენია

570. თავმან მისმან მუნვე მამკლავს, ვეჭვ წამიცა არ წამეაროს შენი ოქრო შენვე დაგრჩეს, მე გლახ მიწა მესამაროს მამკალ კაცსა სიცოცხლისა, სწორად რაცა მოეხმაროს არ ითქმის და ვერცა ვიტყვი, რა გინდა ვინ მისაგმაროს

571. გზა არ წავა თავსა წინა, სიცოცხლე გლახ ვით სთქვიო ამიკლებს და ანუ მამკლავს, ეგე სიტყვა ვითა სთქვიო რად არ მუნვე გაიგონე, რად ხარ შმაგი აგრეთიო სჯობს სიცოცხლე აკლებასა, ამას თავსა აწვე ვსწვრთიო

572. თუ მეფეცა გაგიშვებდეს, თვით ლაშქარნი რად დაღორდენ რად გაგიშვან რად დაღორდენ, ანუ მზესა რად მოშორდენ შენ წახვიდე მტერნი ჩვენნი, დაგვთამამდენ გაგვისწორდენ ეგე ასრე არ იქნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდენ

573. ყმა ატირდა ცრემლით უთხრა, ჰხამს თუ დანა გულსა ვიცი ჱე ვეზირო შეგეტყობის, სიყვარული არ თურ იცი ანუ სხვაცა არ გინახავს, მოყვრობა და არცა ფიცი თუ გინახავს უმისოსა, ჩემი ლხინი ვითა მტკიცი

574. მზე დაბრუნდა არ ვიცოდი, მზესა რამცა დააბრუნვებს აწ უშველოთ გვიჯობს იგი, ნაცვლად დღესა დაგვითბუნვებს ჩემი ჩემებრ არვინ იცის, რა მამწარებს რა მატკბუნვებს ცუდთა კაცთა საუბარი, კაცსა მეტად დააჭმუნვებს

575. მეფე ანუ მისნი სპანი, ნეტარ ხელსა რასა მხდიან აწ ვითამცა გაუწყვეტლად, უცნობოსა ცრემლი მდიან სჯობს წავიდე არ გავჰტეხნე, კაცსა ფიცნი გამოსცდიან ჭირნი მისგან უნახავნი, კაცსა ვისმებ გამოსცდიან

576. აწ ვაზირო მაგა პირსა, გული კრული ვით მოგთმინდეს რკინა ჩემი მონაცვალე, ჴამს გაცვილდეს არ გატინდეს ვერ გარდვიხდი ცრემლთა მისთა, ჯეონიცა თვალთა მდინდეს მამეხმარე ნუთუ ჩემგან, მოხმარება შენცა გინდეს

577. არ გამიშვებს არ დავსდგები, წავალ მათგან შეუგებლად ვით მენუკვის ეგრე დავრთო, გული ცეცხლთა მოსადებლად ვიცი ჩემთვის არას გიზამს, თუ არ უნდი გასაძებლად თქვი რა გინდა წაგეკიდოს, თავი დადევ საწამებლად

578. ვაზირმან თქვა შენი ცეცხლი, მეცა ცეცხლად მამედების ვეღარ უჭვრეტ ცრემლთა შენთა, სოფელიცა გაქარდების ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების ვიტყჳ მოვკუდე არა მგამა, ჩემი მზეცა შენ მოგხვდების

579. რა ვეზირმან ესე უთხრა, ასდგა დარბაზს გაემართა მეფე დახვდა შეკაზმული, პირი მზეებრ ეწაღმართა შეუშინდა საწყენლისა, მოხსენება ვერ შემართა დაყრით დგა და იგონებდა, არ საქმეთა საომართა

580. მეფემან ნახა ვეზირი, დაღრეჯით დაყმუნვებული უბრძანა რა გჭირს რა იცი, რად მოხვე შეჭირვებული მან ჰკადრა არა არ ვიცი, მართ ვარ თავისა ვებული მართალ ხართ მამკლათ რა გესმას, ამბავი ჩემგან ცნებული

581. ჩემი ჭმუნვა ჭირსა ჩემსა, არცა მატს და არცა სდიდობს მეშინიან თუცა შიშსა, მოციქული ვერ დარიდობს აწ ავთანდილ გეთხოვების, მოაჯეობს არ წამკიდობს უმის ყმისოდ სოფელსა და, საწუთროსა მისთვის ფლიდობს

582. რაცა იცოდა ყუელაი, ჰკადრა მოშიშრად ენითა კვლავ მოახსენა რამცა სცნა, სიტყვითა ესოდენითა თუ რაგავარ მყოფი მინახავს, თუ რაგვარ ცრემლთა დენითა მართალ ხართ ჩემთვის რისხვანი, თუმცა იანაზდენითა

583. რა მეფემან მოისმინა, გაგულისდა გაუცნობდა ფერი ჰკრთა და გასაშიშრდა, შემხედველთა შეაშთობდა შეუზახნა რასთვის შმაგობ, მაგას სხვამცა ვინ მითხრობდა ავსა კაცსა ურჩევნია, ავსამცა რას ადრე სცნობდა

584. ვითამც რამე სიხარული, საქმე მითხარ ვითა ღადრად მაგის მეტი რა ვინ მიყოს, თუ არ მამკლას მუხთლად ღადრად შმაგო ენა ვით იხმარე, აწ მაგისად ჩემად კადრად აგრე შმაგი არ ვეზირად, არად ვარგხარ არცა სხვად რად

585. ჴამსცა კაცმან პატრონისა, საწყინარსა არ დარიდნეს ოდენ სიტყუა უმეცრული, უმეცრულად დაიყბედნეს მე მაგისად მოსმენამდის, რად არ ყურნი შემებეჭდნეს შენ თუ მოგკლა სისხლნი შენნი, ჩემმან ქედმან მიიქედნეს