... (Q-1335), XVIII ს.

568. იგი საძღუნოდ მისად დავხსენ ვისი შუქი მანათობდა მეფისათუის დავარჩივე საარმაღნოდ რაცა სჯობდა ჯორ აქლემი ათჯერ ასი ყველა კაი წუივ მაგრობდა ატუირთული გაუგზავნე ამბავსაცა კარგსა სცნობდა

წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე ოდის გაიმარჯუა

569. წიგნი დაუსწერე მეფეო სუემცაა თქვენი სუიანად მე ხატაელთა მიმუხტლეს თუცა მათ ეცა ზიანად ჩემი ამბავი დასტური ამად გაცნობე გუიანად მეფე შევიპყარ მოგივალ მე ალაფიან ტყვიანად

570. რა ყველაი დავიურვე ხატაეთით გავემგზაურე წამოვიხუენ საჭურჭლენი საჴელმწიფო დავიავრე ვერ მოვეყავ აქლემითა აზავრები ავაზავრე მოვირჭუენ და მოვივლინე რაცა მწადდა აგრე ვყავრე

571. ხატაეთისა ჴელმწიფე მომყვანდა შეპყრობილია ჰინდოეთს მიველ მეგება ჩემი გამზრდელი ტკბილია რა ქება მითხრა არ ითქმის ჩემგან სათქმელად წბილია ჴელი გამიხსნა შემომკრა მან სახვეველი ლბილია

572. ედგნეს ტურფანი კარავნი მოედანს ჩამოდგომილსა საუბრისა და ჭურეტისა ჩემისა მას მონდომილსა მას დღესა ედვა ნადიმი მას შიგა გარდახდომილსა მიალერსებდა მაჭმეუდა წინაშე ახლოს ჯდომილსა

573. მას ღამით ვსხედით ნადიმად მუნ ამოდ გავიხარენით დილასა ქალაქს შევედით მაედნით ავიყარენით მეფემან ბრძანა ლაშქარნი უჴმენით შამამყარენით დღეს ხატაელნი მიჩვენეთ ტყვეთაცა შამომგვარენით

574. რამაზ მეფე შეპყრობილი მას წინაშე მოვიყვანე ტკბილად ნახა ჴელმწიფემან ვითა შვილი სააკვანე ორგული და მოღალატე ნამსახურსა დავაგვანე ესე არის მამაცისა მეტის მეტი სიმგულვანე

575. მას მეფესა ხატაველსა უმასპინძლა უალერსა ჟამიერად უბრძანებდა საუბარსა მათსა ფერსა ცისკრად მიჴმეს მიბრძანებდეს მე სიტყვასა ლმობიერსა შეუნდობო ხატაელსა მას აქამდინ შენამტერსა

576. მე ვჰკადრე ღ~თი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე გაცუდებულსა რამაზს უბრძანეს იცოდი გაგზავნით შეწყალებულსა მაგრა ნუ გნახავთ კვლამცაღა ჩვენს წინა გაწბილებულსა

577. ხარაჯა დასდვეს შეკვეთეს დრაკანი ასჯერ ასია კვლავ ხატაური ათასი სხვა სტავრა სხვა ატლასია მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია შეწყალებული გაგზავნა უყო რისხუისა ფასია

578. ხატაელმან დაუმადლა დადრკა მდაბლად ეთაყვანა მოახსენა ორგულობა თქვენი ღ~თნ შემანანა თუღა ოდეს შეღაგცოდო მაშინ მომკალ მემცა განა წავიდა და ყველა კაი მისი თანა წაიტანა

აქა ასმათისაგან მორთუმევა სამხრისა ნესტანდარეჯან გამოუგზავნა

579. მოვიდა კაცი მეფისა ცისკრობს არ დანაღამია ებრძანა რა შენ გაყრივარ მას აქათ თვეო სამია მინდორს მოკლული ისრითა ნადირი არ მიჭამია არ დამაშურალხარ წავიდეთ თუცა დაშრომის ჟამია

580. შევეკაზმე დარბაზს მიველ დამხუდა ჯარი ავაზისა შავარდნითა საუსე იყო სრულად არე დარბაზისა მეფე ქვე ჯდა შეკაზმული შუენებითა მსგავსი მზისა გაეხარნეს მისულა ჩემი ტურფისა და ლამაზისა

581. იდუმალ ცოლსა ეუბნა მართ ჩემგან უცოდნელია ომით მოსრული ტარიელ საჭურეტად სასურველია მან გაანათლოს მჭურეტელთა გული რაზომცა ბნელია რაცა დაგვედრო საქნელად ქენ არა საზოზღნელია

582. აწ მითქვამს საქმე უშენო შენცა ცან ესე მცნებული რადგან ქალია სამეფოდ ჩემგანვე სახელ დებული ვინცაღა ნახავს აწ ნახოს აჰა დღე ედემს ხლებული გუერდსა დაისუი ორნივე სრას დამხუდით მოვალ შვებული

583. მოვინადირეთ მინდორი ძირი მთისა და გორისა იყო სიმრავლე ძაღლისა შავარდნისა და ქორისა ადრე დაუბრუნდით ვიარეთ არ ეჯი გზისა შორისა აღარ იბურთეს დაშალეს ქნეს თამაშობისა ორისა

584. ჩემთა მჭურეტელთა მოეცვა ქალაქი შუკა და ბანი ომ გარდახდილსა მშვენოდეს მაენიანი კაბანი ფერ მიხდილ გუარი ვშუენოდი ვარდი ცრემლითა ნაბანი ვინცა მიჭურეტდის ბნდებოდის მათრლად არს არ კატაბანი

585. რიდენი რომე მეშოვნეს ქალაქსა ხატაელთასა იგი მეხუივნეს მშუენოდეს ვახელებ გულსა ჴელთასა მეფე გარდახდა დარბაზთა შევედით ჩემთა მზრდელთასა შევხედენ დავჰკრთი ელვასა ღაწუთა მზეებრ ნათელთასა