... (Q-376), XIX ს.

567. მე ვუთხარ დაო რად მოგკლა, ანუ რა შენი ბრალია. რამცა ვჰქმენ ნაცულად თჳთ რომე, მისი ჩემზედა ვალია. აწ თავსა მისად საძებრად, მივჰსცემ სად კლდე და წყალია. სრულად გავჰქუავდი შემექმნა, გული მართ ვითა სალია:-

568. მეტმან ზარმან გამაშმაგა, მომიჳდა ცხრო და თრთოლა. გულსა ვუთხარ ნუ მოჰკუდები, არას გარგებს ცუდი წოლა. გიჯობს გაჭრა ძებნად მისად, გავარდნა და ველთა ჰრბოლა. აჰა ჟამი ვისცა გინდათ, ჩემი თანა წამოყოლა:-

569. შევჭურუჱ ჩემთან ჩემნი, მოემზადნენ ასნი ზრდილნი. ერთგულნი და მისანდობნი, საყუარელნი ვითა შჳლნი. არ მომშორდენ უჩემოსა, არ უნდოდათ არცა ძილნი. თან გამომყუნენ ველნი განვვლეთ, ზღუად მივედით დაჭმუნჳლნი:-

570. ნავსა ჩავჯე ზღუასა შეველ, ზღუასა შინა გავალაგდი. არსით ნავი მომავალი, უნახაჳ არ დავაგდი. მოველოდი არა მესმა, შმაგი უფრო გავეშმაგდი. რომე სრულად მამიძულა, ღ~თსა თურე ასრე ვჰძაგდი:-

571. რომე დავჰყავ წელიწადი, თთუჱ თორმეტი გამეოცა. მაგრამ მე მისი მნახავი, სიზმრად კაციც არ მეოცა. თანა მყოლნი ყუელაკანი, ამომიწყდა დამეხოცა. ვჰსთქჳ თუ ღ~თსა ვერას ვჰკადრებ, რაცა ჰსწადდეს აგრე ვჰყოცა:-

572. ზღუა ზღუა ცურუა მომეწყინა, მით გამოველ ზღჳსა პირსა. გული სრულად გამიმჴეცდა, დავემჰსგავსე მთის ნადირსა. ყვლაკაი დამეფანტა, დაჰრჩომოდა რაცა ჭირსა. კაცსა ღ~თი არ გაჰსწირავს, თურე სოფლის განაწირსა:-

573. ერთაი ესე ასმათი, და დამჰრჩეს ორნი მონანი. ჩემნი გულისა მდებელნი, და ჩემნი შემამგონანი. მისი ვერა ვჰსცან ჰამბავი, ვერცა დრამისა წონანი. ტირილი მიჩნდის ლხინად და, მდინდიან ცრემლთა ფონანი:-

ჰამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს ტარიელს შემოეყარა ზღჳსაპირსა (16)

574. ღამით მევლო მოჳდოდი, ზღჳსა პირსა აჩნდეს ბაღნი. ჰგუანდა ქალაქს ვიახლენით, ცალკერძ იყუნეს კლდეთა ნაღნი. არ მიამის კაცთა ხილუა, მიდაღჳდის გულსა დაღნი. მუნ გარდავხედ მოსუჱნებად, დამხუდეს რამე ხენი ლაღნი:-

575. ხეთა ძირსა მიჳძინე, მათ მონათა ჭამეს პური. მერმე ავდეგ სევდიანი, მიღამებდა გულსა მური. ვერა მეცნა ეგზომ გრძელად, ვერ ჭორი და ვერც დასტური. ველთა ცრემლი ასოვლებდა, თუალთა ჩემთა მონაწური:-

576. ძახილი მესმა შევჰხედენ, მოყმე ამაყად ყიოდა. შემოირბევდა ზღჳს პირპირ, მას თურე წყლული ჰსტკიოდა. ჴრმლისა ნატეხი დასურილი, აქუს სისხლი ჩამოჰსდიოდა. მტერთა ექადდა ჰსწყრებოდა, იგინებოდა ჩიოდა:-

577. ზედა ჰსჯდა შავსა ტაიჭსა, ესე აწ მე მყავს რომელი. მართ ვითა ქარი მოჰქროდა, გაფიცხებული მწყრომელი. მონა მივჰსწიე მისისა, შეყრისა ვიყავ მდომელი. შევჰსთუალე დადეგ მიჩუჱნე, ლომსა ვინ გაწყენს რომელი:-

578. მას მონასა არა ეუბნა, არცა სიტყუა მოუსმინა. ფიცხლავ შევჯე ჩავეგებე, მე ჩავუსწარ ჩაველ წინა. ვუთხარ დადეგ გამიგონე, შენი საქმე მეცა მინა. შემომხედა მოვეწონე, სიარული დაითმინა:-

579. გამიცადა ღ~თსა ჰკადრა, შენ ასეთი ხენი ვით ხენ. მერმე მითხრა მოგახსენებ, აწ სიტყუანი რომე მკითხენ. იგი მტერნი გამილომდენ, აქანამდინ რომე ვითხენ. უკაზმავსა მიღალატეს, საჭურუჱლნი გარ ვერ ვითხენ:-

580. მე უთხარ დადეგ დაჰსწყნარდი, გარდავჰხდეთ ძირთა ხეთასა. არ შეუდრკების მამაცი, კარგი მახჳლთა კუჱთასა. თანა წამომყუა წავედით, უტკბოსნი მამა ძეთასა. მე გავეკჳრვე ჭურეტასა, მის ყმისა სინაზეთასა:-

581. ერთი მონა დასტაქარი, მყუა და წყლულნი შეუხვივნა. ისრის პირნი ამოუხუნა, დაკოდილნი არ ატკივნა. მერე ვჰკითხე ვინ ხარ, ანუ მკლავმან შენმან ვისგან ივნა. საამბობლად განემზადა, თავი თჳსი გაამჩივნა:-

582. პირუჱლ მითხრა არა ვიცი, რა ხარ ანუ რას გამჰსგავსო. ანუ ეგრე რამ დაგლია, ანუ პირუჱლ ვინ გაგავსო. რამან შეგქმნა მოყჳთანოდ, ვარდ გიშერი რომე ჰრგავსო. ღ~თნ მისგან აღნთებული, სანთელიმცა რად დაგავსო:-

583. მულღაზანზარის ქალაქი, ახლოს მე მაქუსო რომელი. ნურადინ ფრიდონ სახელადმძეს, მეფე ვარ მუნა მჯდომელი. ესე სამზღუარი ჩემია, სადა ხარ გარდამხდომელი. ცოტაა მაგრამ ყოველგან, სიკეთე მიუთხრომელი:-

584. მამის ძმა და მამა ჩემი, პაპა ჩემმან გაყუნა ოდეს. ზღუასა შიგან კუნძულია, ჩემად წილად მას იტყოდეს. თჳთ ბიძასა ჩემსა მიხუდა, ვისთა შჳლთა აწ დამკოდეს. მათკენ დაჰრჩა სანადირო, არ მივჰსცემდი მამერჩოდეს:-

585. დღეს გამოველ ნადირობად, ზღჳსა პირსა ვინადირე. მუნყე გასულა მორემინდა, მით მრეკელი არ ვახშირე. სპათა ვუთხარ მამიცადეთ, მოჳდოდე მეცა ვირე. ხუთთა ოდენ ბაზიერთა, მეტი არა დაჳჭირე:-