... (H-54), 1680 წ.

661. შევხედენ: ვნახე: სასთუნალს: მუსაფი: გაშლით: მდებარე: ავდეგ: ავიღე: მე: ღმრთისა: და: მერმე: მე: მათი: მქებარე: ვჰკადრე: თუ: მზეო: დაგიწუავს: ჩემიცა: დაწუი: მზე: ბარე: რადგან: არ: მომკალ: პასუხი: ერთია: გკადრო: მე: ბარე:

662. რომე: გკადრებ: ესე: სიტყუა: აწ: თუ: ცუდად: ნალიქნია: ცამცა: მრისხავს: მზისა: შუქნი: ყოლა: ჩემთუის: ნაშუქნია: თუ: მაღირსებ: გაკითხვასა: ავი: არა: არ: მიქნია: მან: მიბრძანა: რაცა: იცი: თქვიო: თავი: დამიქნია:

663. კულაცა: ვჰკადრე: მეთუ: მზეო: თქვენთუის: ფიცი: გამეტეხოს: ღმერთმან: აწვე: რისხუა: მისი: ზეცით: ჩემთუის: გაამეხოს: ვისი: გინდა: უშენოსა: პირი: მემზოს: ტანი: მეხოს: მაშა: მაშინ: როგორ: დავრჩე: რა: ლახვარი: გულსა: მეხოს:

664. მე: მეფეთა: დარბაზს: მიჴმეს: შექნეს: დიდი: ვაზირობა: მათ: წინასვე: დაეპირა: იმა: ყმისა: შენი: ქმრობა: დამეშალა: ვერ: დავშლიდი: დამრჩებოდა: უმეცრობა: თავსა: უთხარ: მიემოწმე: ჟამად: გიჯობს: გულ: მაგრობა:

665. მემცა: დაშლა: ვითა: ვჰკადრე: რათგან: იგი: ვერ: მიმხუდარა: არ: იტყუის: თუ: ჰინდოეთი: უპატრონოდ: არ: მომჴდარა: ტარიელ: არს: მემამულე: სხვასა: ჰმართებს: არვის: არა: ვის: მოიყუანს: არა: ვიცი: ანუ: იგი: ვინ: მომცდარა:

666. ვთქვი: ამითა: ვეღარას: ვიქ: ღონე: სხუარა: მოვიგვარო: თავსა: უთხარ: ნუ: მოგიცავ: გონებაო: მრავალგვარო: მედვა: გული: მჴეცისაებრ: ათასჯერცა: მინდორს: ვარო: ვისმცა: მივეც: თავი: შენი: შენვე: რად: მე: არ: წამგვარო:

667. სულთა: ვჰრყიდი: გულისათვის: კოშკი: ამად: გამებაზრა: იგი: წუიმა: დარენელდა: რომე: პირველ: ვარდი: აზრა: ვნახე: ძოწსა: მარგალიტი: გარე: ტურფად: მოემაზრა: მიბრძანა: თუ: ეგე: საქმე: მემცა: მართლად: რად: მიაზრა:

668. არ: დავიჯერებ: მე: შენსა: ღალატსა: ორგულობასა: უვარის: ქნასა: ღმრთისასა: ამისთუის: არ: მადლობასა: იაჯდი: თავსა: ჩემსა: და: მორჭუმით: ჰინდოეთს: ფლობასა: მე: და: შენ: ვისხდეთ: ჴელმწიფედ: სჯობს: ყოვლსა: სიძე: სძლობასა:

669. მე: ღ~ისაებრად: მომიტკბა: გამწყრალი: გამქისებული: ანუ: მზე: იყო: ქვეყანად: ან: მთუარე: პირ: გავსებული: ახლოს: დამისვა: მაღირსა: აქამდის: არ: ღირსებული: მეუბნებოდა: დამივსო: ცეცხლი: ამითა: გზებული:

670. მიბრძანა: თუ: გონიერი: ჴამს: აროდეს: არ: აჩქარდეს: რაცა: სჯობდეს: მოაგვაროს: საწუთროსა: დაუწყნარდეს: თუ: სასიძო: არ: მოუშვა: ვა: თუ: მეფე: გაგიმწარდეს: შენ: და: ისი: წაიკიდოთ: ჰინდოეთი: გარდაქარდეს:

671. კულა: თუ: სიძე: შემოუშვა: მე: შემირთავს: იყოს: ასდენ: ერთმანერთსა: გავეყარნეთ: ძოწეულნი: გაგვიფლასდენ: მათ: მორჭმულთა: მოივლინონ: ჩუენ: პატიჟნი: გაგვიასდენ: ესე: ამბვად: არ: ეგების: რომე: სპარსნი: გაგვიხასდენ:

672. მე: ვჰკადრე: ღმერთმან: აშოროს: მის: ყმისა: შენი: ქმარობა: რა: შემოვიდენ: ჰინდოვეთს: შევიგნა: მათი: გმირობა: უჩუენო: ჩემი: ძალგული: და: ჩემი: მეომარობა: ასრე: დავჰჴოცნე: შეეძლოს: აღარა: არსაჴმარობა:

673. მიბრძანა: თუ: ჴამს: დიაცი: დიაცურად: საქმე: დედლად: დიდსა: სისხლსა: ვერ: შეგაქნევ: ვერ: ვიქნები: შუა: კედლად: რა: მოვიდეს: სიძე: მოკალ: მისთა: სპათა: აუწყუედლად: ქნა: მართლისა: სამართლისა: ხესა: შეიქს: ჴმელსა: ნედლად:

674. ასრე: ჰქენ: ჩემო: ლომო: და: მჯობო: ყოველთა: გმირთაო: მიპარვით: მოკალ: სასიძო: ლაშქართა: ნუ: მოირთაო: მისთა: სპათაცა: ნუ: დაჰჴოც: ზროხათა: ვითა: ვირთაო დიადი: სისხლი: უბრალო: კაცმანცა: ვით: იტვირთაო:

675. იგი: რა: მოჰკლა: ეუბენ: პატრონსა: ჩემსა: მამასა: ჰკადრე: თუ: სპარსთა: ვერა: ვიქ: ჰინდოეთისა: ჭამასა: ჩემია: მკუიდრი: მამული: არ: მივსცემ: არცა: დარასა: არ: დამეჴსნები: გაგიჴდი: ქალაქსა: ვითა: ტრამასა:

676. ჩემი: ყოლა: ნურა: გინდა: სიყუარული: არცა: ნდომა: ამით: უფრო: მოგეცემის: სამართლისა: შენ: მოჴდომა: ქნას: მეფემან: ყელ: მოტეხით: შემოხვეწა: შემოკდომა: ჴელთა: მოგცეს: თავი: ჩემი: შეგუფერობდეს: ერთგან: სხდომა:

677. ესე: მეტად: მომეწონა: თათბირი: და: გამორჩევა: ჩემთა: მტერთა: დავაცადე: დასაჴოცლად: ჴრმლისა: ქნევა: მერმე: ავდეგ: წამოსავლად: მან: დამიწყო: ქუე: ქუე: წვევა: მწადდა: მაგრა: ვერ: შეუმართე: შეჭიდება: შემოხვევა:

678. ხანი: დავჰყავ: გავეყარე: მაგრა: გავჰჴე: ვითა: ხელი: ასმათ: წინა: წამომიძღვა: ჩამდიოდა: ცრემლი: ცხელი: ჭირი: ბევრჯელ: ვაათასე: ლხინი: ჩემი: ვაერთხელი: მერმე: წასულა: არა: მწადდა: ამად: მივალ: არ: ფიცხელი:

679. გარე: ვაქციე: ასმათი: მუნ: ჩემი: ჩამოყოლილი: ღამით: უჭურეტდი: ვარსკულავთა: მე: საწოლს: ვერ: დაწოლილი: გულსა: დამესვის: ლახვარი: შავთა: წამწამთა: სროლილი: მისმან: შუქმან: დამალურჯა: დამალება: დამდვა: წყლული:

680. მოვიდა: კაცი: სასიძო: მოვაო: მოსლვა: გვახარა: მაგრა: თუ: ღმერთი: რას: უზამს: არა: იცოდა: გლახ: არა: მეფესა: მიხუდა: სიამე: არ: სიტყუა: ივაგლახა: რა: მიბრძანა: ახლოს: მიმისვა: მოდიო: თავი: დახარა: