... (H-54), 1680 წ.

წიგნი ნესტან დარეჯანისა საყუარელსა თანა მოწერილი:

623. წიგნი: მომართუა: ჩავხედენ: პირისა: თემთა: მთენისა: ეწერა: ვნახე: სიტურფე: წყალ: ჯავარისა: შენისა: ომ: გარდაჴდილი: შუენოდი: შენატევები: ცხენისა: არ: ავი: მიმიჩს: მიზეზი: ჩემისა: ცრემლთა: დენისა:

624. ღმერთმან: თუმცა: ენა: ჩემი: ქებად: შენად: უშენოსა: შენთუის: მკუდარი: აღარ: ვიტყუი: მაშა: მომკლავ: უშენოსა: მზემან: ლომსა: ვარდ: გიშერნი: ბაღი: ბაღჩად: უშენოსა შენმან: მზემან: თავი: ჩემი: არვის: მართებს: უშენოსა:

625. თუცა: მიგდის: ღუარი: ცრემლთა: მაგრა: ცუდად: არ: იდენო: ამას: იქით: ნუღარ: იდენ: ჭირსა: თავი: არიდენო: შენნი: მჭურეტნი: შენთა: მჭურეტთა: აგინებენ: არ: იდენო: რომე: წეღან: მოგეხუივნეს: იგი: ჩემთუის: არიდენო:

626. იგი: მე: მამცენ: რიდენი: რომელნი: წეღან: გშუენოდეს: რა: მნახო: შენცა: გიამოს: შენეულითა: მშუენოდეს: ესე: სამკლავე: შეიბი: თუ: ჩემი: გაღა: გვლენოდეს: ერთი: ასეთი: ცოცხალსა: სხვა: ღამე: არ: გაგთენოდეს:

627. აქა: მჴეც: ქმნილი: ტარიელ: ტირს: ჭირი: ეათასების: თქუა: მე: მაქვს: სამჴრე: რომელი: კულავ: წინას: მკლავსა: მას: ების: იგი: შეიხსნა: მოიღო: თუალით: არ: დაიფასების: პირსა: დაიდვა: დაცაბნდა: ქუე: მკუდართა: დაედასების:

628. ასრე: წვა: რომე: არ: ჰგუანდა: მკუდარი: სამარის: კარისა: ორგნით: ჩანს: ლები: მჯიღისა: მართ: გულსა: გარდნაკარისა: ასმათს: სდის: ღვარი: სისხლისა: ღაწუთაგან: ნახოკარისა: კვლა: წყალსა: ასხამს: უშველის: ჴმა: ისმის: მუნ: წკანწკარისა:

629. ავთანდილცა: სულთქუნა: მწარედ: დაბნედილსა: შემოსჭურიტნა: ასმათ: ვანი: გაამრავლნა: ცრემლმან: მათმან: ქვანი: ჴურიტნა: მერმე: სულად: მოაქცია: ცეცხლნი: წყლითა: დაუშრიტნა: თქვა: ცოცხალვარ: საწუთრომან: აწცა: ჩემი: სისხლი: ხურიტნა:

630. ზე: წამოჯდა: ფერ: მიჴდილი: აყოლებდა: თვალთა: რეტად: ვარდი: სრულად: შექნილიყო: ზაფრანად: და: ვითა: სპეტად: დიდხან: მათად: არა: სცალდა: საუბრად: და: არცა: ჭურეტად: დარჩომა: და: არ: სიკუდილი: მას: უმძიმდა: მეტის: მეტად:

631. ავთანდილს: უთხრა: ისმენდი: ცნობა: უც: თუცა: ხელისა: გითხრა: ამბავი: ჩემი: და: ჩემისა: დამმარხუელისა: ლხინად: მიჩს: შეყრა: მოყვრისა: მის: შენგან: შეუყრელისა: მე: მიკუირს: ჩემი: სიცოცხლე: ასრე: დარჩომა: მრთელისა:

632. ასმათის: ნახვა: მიამა: ჩემგან: დად: საესავისა: წიგნი: რა: ვნახე: მომართვა: ესე: საბამი: მკლავისა: მკლავსა: შევიბი: მაშინვე: მოვიჴსენ: რიდე: თავისა: იგი: უცხოა: ღარიბი: მტკიცისა: რასმე: შავისა:

633. რიდენი: და: ყაბაჩანი: რომე: მესხნეს: სამძღუნოდ: მისად: ერთგან: შევჰკრენ: გაუგზავნენ: მზესა: აკლდა: ოდნად: მისად: ასმათ: დიდხანს: არ: გაუშვი: მე: იმედად: სულთა: დგმისად მისგან: კიდევ: მომეცალა: საუბრადმცა: სხვადღა: რისად:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი:

634. მიუწერე: მზეო: შუქი: შენი: შენგან: მონაფენი: გულსა: მეცა: გამიცუდდეს: სიჩაუქე: სიალფენი: ხელმან: შენნი: განვიცადენ: სინატიფე: სიტურფენი: სულთა: ნაცვლად: სამსახურნი: რამცა: ვითა: გიმუქფენი:

635. მაშინ: ოდეს: დამარჩინე: სულთა: სრულად: არ: გამყარე: აწ: ჩემთუინსცა: ესე: ჟამი: მასვე: ჟამსა: დავადარე: სამჴრე: შენი: მომივიდა: შემოვიბი: მკლავსა: გარე: რომე: მმართებს: სიხარული: ეგზომიმცა: რა: ვიხარე:

636. გაღანამცა: ვიწინაშე: აჰა: რიდე: რომე: მთხოვე: ყაბაჩაცა: ასეთივე: ამისებრი: ვერა: ვჰპოვე: დაბნედილსა: ნუ: დამაგდებ: მიშველე: რა: მარგე: მოვე: სოფელს: მყოფსა: უშენოსა: კაცსა: ვისამც: შევეპოვე:

637. ქალი: ადგა: გამეყარა: დავწევ: ამოდ: დამეძინა: მაგრა: შევჰკრთი: საყუარელი: ჩემი: ვნახე: ძილსა: შინა: გამეღვიძა: აღარა: მყუა: სულ: დგმულობა: მომეწყინა: ღამე: ასრე: გავათენე: მისი: ჴმაცა: არ: მესმინა:

638. დილასა: ადრე: სრას: მიჴმეს: დღე: რა: ქნა: მწუხრმან: ჟამითა: ავდეგ: ვცან: მათი: ამბავი: წასლვა: ვქმენ: მითვე: წამითა: ვნახე: ორნივე: ერთგან: სხდეს: სახითა: ოდენ: სამითა: რა: მიველ: მითხრეს: დაჯდომა: წინაშე: დავჯე: სკამითა:

639. გუიბრძანეს: თუ: ღმერთმან: ასრე: დაგვაბერნა: დაცაგულია: ჟამი: გუახლავს: სიბერისა: სიყმაწუილე: გარდგუივლია: ყმა: არ: მოგვცა: ქალი: გვივის: ვისგან: შუქი: არ: გვაკლია: ყმისა: არ: სუმა: არა: გუგავა: ამად: ზედა: წაგუიგია:

640. აწ: ქალისა: ჩუენისათუის: ქმარი: გვინდა: სად: მოვნახოთ: რომე: მივსცეთ: ტახტი: ჩუენი: სახედ: ჩუენად: გამოვსახოთ: სამეფოსა: ვაბატრონოთ: საჴელმწიფო: შევანახოთ: არ: ამოვსწყდეთ: მტერთა: ჩუენთა: ჴრმალი: ჩუენთვის: არ: ვამახოთ: