... (H-54), 1680 წ.

720. რომე: დავჰყავ: წელიწადი: თუე: თორმეტი: გამეოცა: მაგრა: მისი: მნახავიცა: სიზმრივ: კაცი: არ: მეოცა: თანა: მყოლი: ყველაკაი: ამომიწყდა: დამეჴოცა: ვჰთქუი: თუ: ღ~თსა: ვერას: ვჰკადრებ: რაცა: სწადდეს: აგრე: ვყო: ცა:

721. ზღვა: ზღვა: ცურვა: მომეწყინა: მით: გამოვე: ზღუისა: პირსა: გული: სრულად: გამიმჴეცდა: არ: ვუსმენდი: არც: ვაზირსა: ყველაკაი: დამეფანტნენ: დარჩომოდა: რაცა: ჭირსა: კაცსა: ღმერთი: არ: გასწირავს: ასრე: მისგან: განაწირსა:

722. ერთაი: ესე: ასმათი: და: დამრჩეს: ორნი: მონანი: ჩემნი: გულისა: მდებელნი: და: ჩემნი: შემამგონანი: მისი: ვერა: ვსცნენ: ამბავნი: ვერცა: დრამისა: წონანი: ტირილი: მიჩნდის: ლხინად: და: მდინდიან: ცრემლთა: ფონანი:

ამბავი ნურადინფრიდონისა ოდეს შემოეყარა:

723. ღამით: მევლო: მოვიდოდი: ზღუისა: პირსა: აჩნდეს: ბაღნი: ჰგუანდეს: ქალაქს: ვეახლენით: ცალკერძ: იყუნეს: კლდეთა: ნაღნი: არ: მიამის: კაცთა: ნახვა: მიდაღვიდა: გულსა: დაღნი: მუნ: გარდავჴე: მოსვენებად: დამხუდეს: რამე: ხენი: ლაღნი:

724. ხეთა: ძირსა: მივიძინე: მათ: მონათა: ჭამეს: პური: მერმე: ავდეგ: სევდიანი: მიღამებდა: გულსა: მური: ვერა: მეცნა: ეგზომ: გრძელად: ვერ: ჭორი: ვერ: დასტური: ველთა: ცრემლი: ასოვლებდა: თუალთა: ჩემთა: მონაწური:

725. ზახილი: მესმა: შევხედენ: მოყმე: ამაყად: ყიოდა: შემოირბევდა: ზღუის: პირ: პირ: მას: თურმე: წყლული: სტკიოდა: ჴრმლისა: ნატეხი: დასურილი: აქუს: სისხლი: ჩამოსდიოდა: მტერთა: ექადდა: წყრებოდა: იგინებოდა: ჩიოდა:

726. ზედა: ჯდა: შავსა: ტაიჭსა: ესე: აწ: მე: მითქს: რომელი: მართ: ვითა: ქარი: მოქროდა: გაფიცხებული: მწყრომელი: მონა: მივსწივე: მისისა: შეყრისა: ვიყავ: მნდომელი: შევსთუალე: დადეგ: მიჩუენე: ლომსა: ვინ: გაწყენს: რომელი:

727. მას: მონასა: არა: უთხრა: არცა: სიტყუა: მოუსმინა: ფიცხლად: შევჯე: ჩავეგებე: მე: ჩაუსწარ: ჩავე: წინა: უთხარ: დადეგ: გამიგონე: შენი: საქმე: მეცა: მინა: შემომხედნა: მოვეწონე: სიარული: დაითმინა:

728. გამიცადა: ღმერთსა: ჰკადრა: შენ: ასეთნი: ხენი: ვით: ხენ: მერმე: მითხრა: მოგახსენებ: აწ: სიტყუანი: რომე: მკითხენ: იგი: მტერნი: გამილომდეს: აქამდისცა: რომე: ვითხენ: უკაზმავსა: მიღალატეს: საჭურველნი: ასრე: ვითხენ:

729. მე: უთხარ: დადეგ: დასწყნარდი: გარდავჴდეთ: ძირსა: ხეთასა: არ: შეუდრკების: ჭაბუკი: კარგი: მახვილთა: კუეთასა: თანა: წამომყუა: წავედით: უტკბოსი: მამა: ძეთასა: მე: გავეკუირვე: ჭურეტასა: მის: ყმისა: სინაზეთასა:

730. ერთი: მონა: დასტაქარი: მყუა: და: წყლულნი: შეუხუივნა: ისრის: პირნი: ამოუხუნა: დაკოდილნი: არ: ატკივნა: მერე: ვჰკითხე: ვინ: ხარ: ანუ: მკლავმან: შენმან: ვისგან: ივნა: საამბობლად: დამირიგდა: თავი: მისი: გაამჩივნა:

731. პირველ: მითხრა: არა: ვიცი: რა: ხარ: ანუ: რას: გამსგავსო: ანუ: ეგრე: რამ: დაგლია: ანუ: პირველ: ვინ: გაგავსო: რამან: შეგქმნა: მოყუითანოდ: ვარდ: გიშერი: რომე: ჰრგავსო: ღმერთმან: მისგან: ანთებული: სანთელიმცა: რად: დაგავსო:

732. მულღაზანზარის: ქალაქი: ახლოს: მე: მაქუსო: რომელი: ნურადინ: ფრიდონ: სახელი: მეფე: ვარ: მუნა: მჯდომელი: ესე: საზღვარი: ჩემია: სადა: ხარ: გარდამჴდომელი: ცოტა: მაქუს: მაგრა: ყოველგნით: სიკეთე: მიუთხრობელი:

733. მამის: ძმა: და: მამაჩემი: პაპმან: ჩემმან: გაყუნა: ოდეს: ზღვასა: შიგან: კუნძულია: ჩემად: წილად: მას: იტყოდეს: თუით: ბიძასა: ჩემსა: მიხუდა: ვისთა: შვილთა: აწ: დამკოდეს: მათკე: დარჩა: სანადირო: არ: მივსცემდი: მამერჩოდეს:

734. დღეს: გამოველ: ნადირობას: ზღვისა: პირსა: ვინადირე: მუნა: გასულა: მომდომოდა: მით: მრეკალი: არ: ვაჴშირე: სპათა: უთხარ: მომიცადეთ: მოვიდოდე: მეცა: ვირე: ხუთთა: ოდენ: ბაზიერთა: მეტი: არა: დავიჭირე:

735. ნავითა: გავე: ზღვისაგან: შტო: რამე: გამოვიდოდა: არ: ამოვჰკრეფდი: გამყოფთა: ვთქვი: ჩემთა: რად: დავრიდო: და: დამეძაბუნნეს: სიმრავლე: მე: მათი: არ: გამვიდოდა: ვნადირობდი: და: ვიზახდი: ჴმა: ჩემი: არ: უდიოდა:

736. მართლად: იჯავრეს: წუნობა: მათი: თუ: ესე: ჴმდა: ვითა: გამომაპარნეს: ლაშქარნი: გზანი: შემიკრეს: ნავითა: თუით: ბიძას: ძენი: ჩემნიცა: შესხდეს: მათითა: თავითა: ჩემთა: გაუჴდეს: ლაშქართა: ომად: თავისა: მკლავითა:

737. მათი: მესმა: დავინახე: ზახილი: და: ჴრმალთა: ელვა: ნავი: ვსთხოვე: მენავეთა: მით: ვიყივლე: მე: ერთხელ: ვა: ზღვასა: შეველ: მომეგება: მეომარი: ვითა: ღელვა: სწადდა: მაგრა: ვეღარა: ქნეს: ჩემი: ზედა: წამოკელვა:

738. კვლა: სხუანი: დიდნი: ლაშქარნი: უკანა: მომეწეოდეს: იქით: და: აქათ: მომიჴდეს: ერთგნით: ვერ: მომერეოდეს: არ: მომწურვოდეს: წინანი: ზურგით: მესროდეს: მე: ოდეს: ჴრმალსა: მივენდევ: გამიტყდა: ისარნი: დამელეოდეს: