... (H-54), 1680 წ.

ტარიელისაგან: ხატაეთს: წასლვა: დასაჭირავად: და: საომრად:

546. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულთა: სპათასა: ვერ: გითხრობ: არ: შესხდომილად: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიზრახავს: ჴრდლობასა: უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდეს: გზობასა:

547. მათ: ლაშქართა: სიმრავლითა: მთა: და: ბარი: ადუღდების: სავაზიროდ: შეიჯარნეს: მოცინარედ: ეუბნების: ჩუენ: ნუ: ვიტყვით: სიტყუას: მკვახსა: შემოქმედსა: ეწყინების: ბარი: კლდედ: და: კლდე: მინდორად: მისის: თქმითა: შეიქნების:

548. დავაგდე: ზღვარი: ინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხუია: ხატაეთს: ზედა: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩუენთა: მგელთაცა: დასჭამენ: თქუენნი: ინდოთა: თხანია:

549. მე: შემამძღუნეს: რამაზისგან: ძღუნად: საჭურჭლე: საშინელი: გვითხრობს: გკადრებს: ნუ: ამოგუწყუეტ: არის: შენგან: არსაქნელი: ზენაარი: გამოგუიღე: მით: გუაბია: ყელსა: წნელი: მაურბევლად: მოგახსენნეთ: თავნი: შვილნი: საქონელი:

550. რაცა: შეგცოდეთ: შეგუინდე: თუით: ჩუენვე: შეგუინანია: თუ: ღმრთულებრ: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქვეყანა: ჩუენი: არ: ასწყდეს: რისხუით: არ: დაგვტყდენ: ცანია: შენ: მოგცეთ: ციხე: ქალაქი: მოგყუენ: ცოტანი: ყმანია:

551. გვერდსა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმა: წუილი: ბრძენი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით: არიან: ერთობ: მუხთალნი: ჩუენ: ერთხელ: კულაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლეს: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

552. ჩუენ: ამას: ვარჩევთ: წახვიდე: კარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლოს: გუეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულ: მართლად: იყუნენ: მიენდევ: აფიცე: ღთითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შერისხდი: რისხვითა: კულა: და: კულაცითა:

553. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთუალე: რამაზ: მეფეო: ვცან: შენი: დანაპირები: სიკვდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვითკირები: ლაშქართა: დავჰყრი: ცოტათა: წამოვალ: შენკერძ: ვირები:

554. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგი: მოყმენი: ქუელანი: თანა: წამომყუეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყველანი: დავედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მომდევდით: მიშველდით: გიჴმობ: თუ: მინდენ: შველანი:

555. სამ: დღე: ვიარე: მემთხუია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კულა: ეძღუნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: კულა: ძღუნობა: ამისთანისა:

556. კულაცა: ეთქვა: მართალია: აზომ: ჩემი: მონახსენი: მე: თუით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღმერთო: ბრძანება: ვქენ: მეცა: თქუენი ტკბილად: ვნახნეთ: ერთმანერთი: ვიყვნეთ: ვითა: მამაძენი:

557. მუნით: წასული: ჩამოვჴე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კულავ: მოციქულნი: მოვიდეს: სალამად: არ: დამრიდესა: წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღუნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა: შენსა: ნახვასა: მეფენი: თქუეს: მართლად: ინატრიდესა:

558. კულაცა: ეცნა: მოციქულთა: მოსულა: წინა: გაეგება: გარდაჴდეს: და: თაყვანისცეს: სხვაგნით: სხვათა: ჰკადრეს: ქება: კაცმან: ვითმცა: შეგიშალოს: რაცა: გინდეს: თქუენი: ნება: რად: გვიწყრებით: შეუცოდრად: ეგე: საქმე: ვით: ეგება:

559. გაგვეხარდეს: ესე: თქმანი: ვიხარეთ: და: ვინადირეთ: ქორითა: და: ავაზითა: უცხო: სულნი: დავიჭირეთ: მჴეცნი: მოსრნეს: მახვილითა: ჩუენნი: მბრძოლნი: ავატირეთ: ვლაღობდით: და: ვთამაშობდით: სწრაფად: მოსლვა: დავაპირეთ:

560. მითხრეს: მეფე: მოგახსენებს: მეცა: შენ: კერძ: ვიარები: სახლით: ჩემით: წამოსრული: ხვალე: ადრე: შეგეყრები: მოციქულნი: დავაყენენ: ხარგა: დავდგი: არ: მზირები მეტად: ამოდ: უალერსე: ერთგან: დაწვეს: ვით: მაყრები:

561. კარგი: საქმე: კაცსა: ზედა: აზომ: თურე: არ: წაჴდების: ერთი: კაცი: უკმორესწყდა: მოდგა: მალვით: მეუბნების: დიდი: მაცო: თქუენი: ვალი: ჩემგან: ძნელად: გარდიჴდების: გაწირვა: და: დავიწყება: ჩემგან: შენი: არ: იქნების:

562. მე: მამისა: თქუენისაგან: ვარ: ცოტაი: განაზარდი: თქუენი: მესმა: საღალატო: საცნობელად: გარდმოვარდი: მკუდარი: მიმძიმ: სანახავად: ტანი: მჭევრი: პირი: ვარდი: ყუელასავე: მოგახსენებ: გამიგონე: დამიწყნარდი:

563. შემიგნია: იგი: კაცი: შენთუის: კარგსა: არ: არჩევენ: მოციქულთა: მოგზავნილთა: საღალატოდ: შეგიჩუევენ: ილათითა: მიგიყუანენ: უკან: სპათა: მოგაწევენ: სასიკვდილოდ: მონდომიხარ: აგრე: ფიცხლად: მით: გაწუევენ:

564. რომე: ცუდად: არ: მოღორდე: ისი: კაცნი: გღალატობენ: ერთგან: შენთუის: დამალულნი: სპანი: ასჯერ: ათასობენ: კულა: სხვაგან: გითქს: სამი: ბევრი: ასრე: ფიცხლად: მით: გიჴმობენ: აწვე: თავსა: არ: ეწევი: ფათერაკსა: შეგასწრობენ: