... (H-54), 1680 წ.

797. ავთანდილ: უთხრა: მე: შენი: გაყრა: არ: მომეთმინების: თუ: გაგეყრები: თუალთაგან: ცრემლიცა: დამედინების: მართალსა: გითხრობ: ამისა: კადრება: ნუ: გეწყინების: შენ: ვისთუის: ჰკუდები: მაგითა: მას: არა: არ: ელხინების:

798. რა: აქიმი: დასნეულდეს: რაზომ: გინდა: საქებარი: მან: სხუა: უჴმოს: მკურნალი: და: მაჯასაცა: შემტყვებარი: მან: უამბოს: რაცა: სჭირდეს: სენი: ცეცხლთა: მომდებარი: სხუისა: სხვამან: უკეთ: იცის: სასარგებლო: საუბარი:

799. რაცა: გითხრა: მომისმინე: ბრძენი: გეტყუი: არა: ხელი: ასი: გმართებს: გაგონება: არ: გეყოფის: არ: ერთხელი: კარგად: ვერას: ვერ: მოავლენს: კაცი: აგრე: გულ: ფიცხელი: აწ: მე: მინდა: ნახვა: მისი: ვისგან: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი:

800. იგი: ვნახო: სიყუარული: მისი: ჩემთუის: დავამტკიცო: მოვახსენო: რაცა: მეცნას: მეტი: საქმე: არა: მიცო: შენ: გენუკევ: შემაჯერო: ღმერთი: იღმრთო: ცაცა: იცო: ერთმანერთი: არ: გავწიროთ: მაფიცო: და: შემომფიცო:

801. რომე: აქათ: არ: წახვიდე: შენ: თუ: ამას: შემეპირო: მეცა: ფიცით: შეგაჯერებ: არასათუის: არ: გაგწირო: კულა: მოვიდე: შენად: ნახვად: შენთვის: მოვკვდე: შენთუის: ვირო: ღმერთსა: უნდეს: ვისთუის: ჰკვდები: მისთუის: აგრე: არ: გატირო:

802. მან: მიუგო: უცხოს: უცხო: აგრე: ვითა: შეგიყვარდი: გასაყრელად: გეძნელები: იადონსა: ვითა: ვარდი: რაგუარამცა: დაგივიწყე: რაგუარამცა: უკუმქარდი: ღმერთმან: ქნას: და: კულაცა: გნახო: ალვა: მორჩი: განაზარდი:

803. პირი: შენი: ნახვად: ჩემად: თუ: მობრუნდეს: ტანი: იხოს: გული: მინდორს: არ: გაიჭრეს: არ: ირმოს: არცა: ითხოს: თუ: გიტყუვო: მოგაღორო: ღმერთმან: რისხვით: გამიკითხოს: შენმან: ჭურეტა: სიახლემან: მომაქარვოს: სეუდა: მითხოს:

804. ამას: ზედა: შეიფიცნეს: მოყუარენი: გულსადაგნი: იაგუნდნი: ქარვის: ფერნი: სიტყვა: ბრძენნი: ცნობა: შმაგნი: შეუყვარდა: ერთმანერთი: სწუიდეს: მიწყივ: გულსა: დაგნი: მას: ღამესა: ერთგან: იყუნეს: შვენიერნი: ამხანაგნი:

805. ავთანდილცა: მასვე: თანა: ტიროდა: და: ცრემლი: ღვარა: რა: გათენდა: წამოვიდა: აკოცა: და: გაეყარა: ტარიელს: თუ: ვით: ეწყინა: რა: ქნას: ამას: ვერ: მიმხუდარა: ავთანდილცა: ჩატიროდა: შამბი: შიგან: ჩაიარა:

806. ავთანდილს: ასმათ: ჩამოჰყვა: ზენარით: ეუბნებოდა: მუჴლთა: უყრიდა: ტიროდა: თითითა: ეხვეწებოდა: ადრე: მოსულასა: ჰვედრებდა: მართ: ვითა: ია: ჭკნებოდა: მან: უთხრა: დაო: უთქუენოდ: სხუა: რამცა: მეგონებოდა:

807. ადრე: მოვალ: არ: გაგწირავ: არას: დავზამ: შინა: ხანსა: ოდენ: სხვაგან: არ: წავიდეს: ნუ: სად: არებს: იმა: ტანსა: აქათ: ორ: თვე: არ: მოვიდე: ვიქმ: საქმესა: დაუგვანსა: შეიგენით: მივცემივარ: ჭირსა: რასმე: თანისთანსა:

ამბავი ავთანდილისა ტარიელთაგან არაბეთს შექცევისა:

808. იგი: მუნით: წარმოსრული: სევდამანცა: განა: მოკლა: პირსა: იხოკს: ვარდსა: აპობს: ჴელი: მისი: გაამხოკლა: სისხლსა: მისგან: დადენილსა: მჴეცი: ყოვლი: გაამლოკლა: მისმან: ფიცხლად: სიარულმან: შარა: გრძელი: შეამოკლა:

809. მუნ: მივიდა: სადა: იგი: მისნი: სპანი: დაეყარნეს: ნახეს: იცნეს: რაგვარაცა: მართებს: ეგრე: გაეხარნეს: შერმანდისცა: ახარებდეს: ფიცხლად: კაცთა: თავნი: არნეს: მოვიდაო: აქანამდის: ვითუის: ლხინი: გაგვემწარნეს:

810. გაეგება: მოეხვია: ზედა: დახვდა: პირი: ჴელსა: აკოცებდა: სიხარულით: ცრემლსა: ღურიდა: ველთა: მსვრელსა: ესე: თქუა: თუ: ნეტარ: ღმერთო: ცხადსა: ვხედავ: ანუ: ბნელსა: მე: ვით: ღირს: ვარ: ამას: რომე: თვალნი: ჩემნი: ჭურეტდენ: მრთელსა:

811. ყმამან: მდაბლად: მოიკითხა: ზედა: დასდვა: პირი: პირსა: უბრძანა: თუ: ღ~თსა: ვმადლობ: შენ: თუ: ჭირი: არა: გჭირსა: დიდებულთა: თაყუანისცეს: აკოცებდეს: ვინცა: ღირსა: ზარსა: სცემდეს: უხაროდა: უფროსსა: თუნდა: მცირსა:

812. მოვიდეს: სადა: სამყოფლად: სახლი: დგა: მუნ: აგებული: მოვიდა: ნახვად: ყოველი: მის: ქალაქისა: კრებული: მაშინვე: დაჯდა: ნადიმად: მორჭმით: ლაღი: და: შვებული: ენა: მის: დღისა: შუებასა: ყოლა: ვერ: იტყუის: კლებული:

813. შერმადინს: უთხრა: უამბო: ყოველი: მისგან: ნახული: ანუ: ვით: პოვა: იგი: ყმა: მისგანვე: მზედ: დასახული: ავთანდილს: ცრემლი: უყოფდა: უბნობდა: თუალ: დაფახული: უმისოდ: მყოფსა: სწორად: მიჩს: ჩემთვის: დარბაზი: და: ხული:

814. მუნ: ამბავი: შინაური: ყველაკაი: მოახსენა: შენი: წასულა: არვინ: იცის: რაცა: მითხარ: აგრე: ვქენა: მას: დღე: მუნით: არ: წავიდა: ინადიმა: გაისვენა: ცისკრად: შეჯდა: გაემართა: დღე: რა: მზემან: გაათენა:

815. არცაღა: დაჯდა: ნადიმად: არცა: ქნად: კულა: ხალვათისა: შერმადინ: მახარობელი: წავა: მისულისა: მათისა: ფიცხლად: წავიდა: სავალი: სამ: დღე: ვლო: დღისა: ათისა: მას: ლომსა: ნახვა: უხარის: მის: მზისა: მეკამათისა: