... (H-54), 1680 წ.

700. გამოჩნდეს: ორნი: ქუევითნი: მე: მივეგებე: წინარე: ქალი: ჰყუა: ერთსა: მონასა: ვცანმცა: თუ: მოღმა: ვინ: არე: თავ: გაგლეჯილი: ასმათი: პირს: სისხლი: ჩამომდინარე: აღარ: მიყივლა: ღიმილით: არცაღა: გამიცინა: რე:

701. იგი: ვნახე: დავებნივე: გონებანი: გამიშმაგნა: შორით: უჴმე: რაშიგან: ვართ: ანუ: ცეცხლმან: რათ: დაგუდაგნა: მან: საბრალოდ: შემომტირნა: ძლივ: სიტყუანი: გამოაგნა: მითხრა: ღ~თმან: სიმგრგულე: ცისა: ჩუენთუის: რისხუით: წამოგრაგნა:

702. ახლოს: მიველ: კვლაცა: ვჰკითხე: რაშიგან: ვართ: თქუი: მართალი: კულავ: საბრალოდ: ამიტირდა: კულავ: მოედვა: ამით: ალი: დიდხან: სიტყუა: ვერა: მითხრა: მისთა: ჭირთა: ნაათალი: მკერდსა: წითლად: უღებვიდა: სისხლი: ღაწუთა: ნაწუეთალი:

703. მერმე: მითხრა: მოგახსენებ: ესე: რადმცა: დაგიმალე: მაგრა: ვითა: გაგახარნე: შენცა: აგრე: შემიწყალე: ნუ: მაცოცხლებ: ნუ: დამარჩენ: შემიხვეწე: შემიბრალე: დამხსენ: ჩემსა: საწუთროსა: ღმერთსა: შენსა: მიავალე:

704. მიანბა: ოდეს: სასიძო: მოჰკალ: და: ჴმა: დაგივარდა: მეფესა: ესმა: აიჭრა: მართ: მისგან: გასატკივარდა: შენ: დაგიძახნა: მიჴმეთო: ჴმა: მაღლა: გაჴმაყივარ: და: მოგნახეს: შინა: ვერ: გპოვეს: მით: მეფე: გამომჩივარდა:

705. ჰკადრეს: აქა: აღარ: არის: კარნი: სადმე: გაუვლიან: მეფე: ბრძანებს: ვიცი: ვიცი: მეტად: კარგად: შემიგიან: მას: უყვარდა: ქალი: ჩემი: სისხლნი: ველთა: მოუღურიან: რა: ნახიან: ერთმანერთი: არშეხედვა: ვერ: დასთმიან:

706. აწ: თავმან: ჩემმან: მას: მოვჰკლავ: ჩემად: დად: ვინცა: მადესა: მე: ღმრთისა: ვუთხარ: დაუბამს: მას: ეშმაკისა: ბადესა: მათ: ბოზკუროთა: ასეთი: რა: მისცეს: რა: უქადესა: თუ: დავარჩინო: ღმერთი: ვგმო: მისად: პატიჟად: მზად: ესა:

707. მის: მეფისა: წესი: იყო: თავი: მისი: ძვირად: ფიცის: და: თუცა: ფიცის: არ: გატეხის: მასვე: წამსა: დაამტკიცის: ესე: წყრომა: მეფისაგან: ვისცა: ესმა: ვინცა: იცის: მან: უამბო: დავარ: ქაჯსა: ვინ: გრძნებითა: ცაცა: იცის:

708. დავარს: დასა: მეფისასა: უთხრა: ვინმე: ღმრთისა: მტერმან: თავი: ფიცა: ძმამან: შენმან: არ: დაგარჩენს: იცის: ერმან: მან: აგრე: თქუა: უბრალო: ვარ: იცის: ღმერთმან: სახიერმან: ვისგან: მოვკუდე: ვისთუის: მოვკუდე: მიიხვედროს: იგი: ვერ: მან:

709. პატრონი: ჩემი: აგრევე: იყო: წამოხვე: შენ: ოდეს: შენეულივე: რიდენი: ებურნეს: ტურფად: შვენოდეს: დავარ: მოსთქმიდა: სიტყვითა: რომელნი: არა: მსენოდეს: ბოზო: შენ: ბოზო: რად: მომკალ: ვეჭუ: შენცა: არა: გლხენოდეს:

710. როსკიპო: ბოზო: დიაცო: საქმრო: რად: მოაკვლევინე: ანუ: სისხლითა: მისითა: ჩემი: რად: მოაზღუევინე: არ: ცუდად: მომკლავს: ძმა: ჩემი: რა: გიყავ: რა: გაქნევინე: აწ: ღმერთსა: უნდეს: ვერ: მიხუდე: ვის: ესე: დააშლევინე:

711. ჴელი: მიჰყო: წამოზიდნა: თმანი: გრძელნი: დაუფუშნა: დაალება: დაალურჯა: მედგრად: პირნი: მოიქუშნა: მან: პასუხი: ვერა: გასცა: ოდენ: სულთქნა: ოდენ: უშნა: ქალმან: შავმან: ვერა: არგო: ვერცა: წყლული: დაუშუშნა:

712. რა: დავარ: გაძღა: ცემითა: მისითა: დალურჯებითა: წამოდგეს: ორნი: მონანი: პირითა: მით: ქაჯებითა: მათ: კიდობანი: მოჰქონდათ: ეუბნეს: არ: აჯებითა: მას: შიგან: ჩასუეს: იგი: მზე: ჰგავს: იქნა: დარაჯებითა:

713. მან: უთხრა: წადით: დაკარგეთ: მუნ: სადა: ზღვისა: ჭიპია: წმინდისა: წყალი: ვერ: ნახოს: მყინვარე: ვერცა: ლიპია: მათ: გაეხარნეს: ჴმა: მაღლად: იყივლეს: იპი: იპია: ესე: ვნახე: და: არ: მოვჰკვე: არა: მგავს: არცა: სიპია:

714. ზღუათაკენ: გაარნეს: სარკმელნი: მაშინვე: გაუჩინარდა: დავარ: თქუა: მქმნელი: ამისი: ვინ: არ: დამქოლოს: ვინ: არ: და: ვირემ: მომკულიდეს: მოვკუდები: სიცოცხლე: გასაწყინარდა: დანა: დაიცა: მოცაკვდა: დაეცა: გასისხლ: მდინარდა:

715. რად: არ: მიკუირვებ: ცოცხალსა: მე: ლახვარ: დაუსობელსა: აწ: იგი: მიყავ: რა: მმართებს: ამისსა: მახარობელსა: ზენაარ: დამხსენ: სიცოცხლე: სულთა: დგმა: დაუთმობელსა: საბრალოდ: ცრემლსა: ადენდა: უკლებსა: დაუშობელსა:

716. მე: უთხარ: დაო: რად: მოგკლა: ანუ: რა: შენი: ბრალია: რამცა: ვჰქმენ: ნაცვლად: თუით: რომე: მისი: ჩემზედა: ვალია: აწ: თავსა: მისად: საძებრად: მივსცემ: სად: კლდე: და: წყალია სრულად: გავქუავდი: შემექმნა: გული: მართ: ვითა: სალია:

717. მეტმან: ზარმან: გამაშმაგა: მომივიდა: ცხრო: და: თრთოლა: გულსა: უთხარ: ნუ: მოჰკუდები: არას: გარგებს: ცუდი: წოლა: გიჯობს: გაჭრა: ძებნად: მისად: გავარდნა: და: ველთა: რბოლა: აჰა: ჟამი: ვისცა: გინდა: ჩემი: თანა: წამოყოლა:

718. შევე: ფიცხლად: შევეკაზმე: ცხენსა: შევჯე: შეკაზმული: ას: სამოცი: კარგი: მოყმე: ჩემსა: თანა: ხანდაზმული: გამომყვა: და: წამოვედით: კართა: გარე: დარაზმული: ზღუის: პირს: მიველ: ნავი: დამხუდა: მენავემან: მნახა: ზმული:

719. ნავსა: შევჯე: ზღუასა: შეველ: ზღუასა: შიგან: გავალაგდი: არსით: ნავი: მომავალი: უნახავად: არ: დავაგდი: მოველოდი: არა: მესმა: შმაგი: უფრო: გავეშმაგდი: რომე: სრულად: მომიძულვა: ღმერთსა: თურე: ასრე: ვსძაგდი: