... (H-54), 1680 წ.

739. მომეჯარნეს: ვეღარა: ვქენ: ნავით: ცხენი: გარდვიხლტუნვე: ზღვა: ზღვა: ცურვით: წამოუველ: ჩემი: მჭურეტი: გავაცბუნვე: თანა: მყოლი: ყველაკანი: დამიხოცნეს: დარჩა: მუნვე: ვინმცა: მდევდა: ვერ: შემამჴდა: მიუბრუნდი: მივაბრუნვე:

740. აწ: იგი: იქნას: რაღაცა: ენებოს: ღმრთისა: წადილსა: ვეჭუ: ჩემი: სისხლი: არ: შერჩეს: ძალი: შესწევდეს: ქადილსა: ოჴრად: გაუჴდი: ყოფასა: მათ: საღამოსა: და: დილსა: უჴმობ: ყუავთა: და: ყორანთა: მათ: ზედა: ვაქნევ: ხადილსა:

741. ამა: ყმამან: შემიკუეთა: გული: მისკენ: მიმიბრუნდა: მოვახსენე: აჩქარება: შენი: ყოლა: არად: უნდა: მეცა: თანა: წამოგყუები: დაიჴოცნენ: იგი: მუნ: და: ჩუენ: ორთავე: მეომარი: განაღამცა: შეგვიძრწუნდა:

742. ესეცა: უთხარ: ამბავი: ჩემი: არ: გაგეგონების: უფრორე: წყნარად: გიამბობ: თუ: ჟამი: ჩუენ: გუექონების: მან: მითხრა: ლხინი: საჩემო: მაგას: რა: შეეწონების: დღედ: სიკუდილადმდის: სიცოცხლე: შენ: ჩემი: დაგემონების:

743. მივედით: მისსა: ქალაქსა: ტურფასა: მაგრა: ცოტასა: გამოეგებნეს: ლაშქარნი: ისხემდეს: მისთუის: ოტასა: პირსა: იჴოკდეს: გაჰყრიდეს: ნახოკსა: ვით: ნაფოტასა: ეხუეოდიან: ჰკოცნიდეს: ჴრმალსა: და: სალტე: კოტასა:

744. კულა: მოვეწონე: ვეტურფე: მე: მისი: გარდნაკიდარი: შემასხემდიან: ქებასა: მზეო: ხარ: ჩუენთუის: იდარი: მივედით: ვნახეთ: ქალაქი: მისი: ტურფა: და: მდიდარი: ყუელასა: ტანსა: ემოსა: ზარქაში: განაზიდარი:

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათი:

745. მოსჯობდა: ომი: შეეძლო: ჴმარება: ცხენ: აბჯარისა: დავჰკაზმეთ: ნავი: კატარღა: და: რიცხუისა: სპათა: ჯარისა: კაცი: ჴმდა: მისთა: მჭურეტთათვის: ღონემცა: ეაჯა: რისა: აწ: გითხრა: ომი: მოყმისა: მებრძოლთა: დამსაჯარისა:

746. მათი: მესმა: დაპირება: ჩაბალახთა: ჩამოხურვა: ნავი: წინა: მომეგება: არა: ვიცი: იყო: თუ: რვა: ფიცხლა: ზედა: შევეჯაჴე: მათ: დაიწყეს: ამოდ: ცურვა: ქუსლი: შევეც: დავუქცივე: დაიზახნეს: დიაცურ: ვა:

747. კულა: სხვასა: მიველ: მოვჰკიდე: ჴელი: ნავისა: ბაგესა: ზღუასა: დავანთქენ: დავჰჴოცე: ომიმცა: რაღა: აგესა: სხვანი: გამექცეს: მიმართეს: მათ: მათსა: საქულბაგესა: ვინცა: მიჭურეტდის: უკვირდა: მაქებდეს: არ: მაძაგესა:

748. ზღვა: გავიარეთ: გავედით: შემოგუიტივეს: ცხენია: კულა: შევიბენით: შეიქნნეს: ომისა: სიმარცხენია: მუნ: მომეწონა: ფრიდონის: სიქუელე: სიფიცხენია: იბრძვის: ლომი: და: პირად: მზე: იგი: ალვისაც: ხენია:

749. თუით: ორნივე: ბიძაძენი: მისნი: ჴმრლითა: ჩამოყარნა: ჴელნი: წმიდად: დაეკუეთეს: იგი: ასრე: ასაპყარნა: მოიტანნა: მხარდაკრულნი: ერთმან: ორნი: არ: დაყარნა: მათნი: ყმანი: გაამტირლნა: მისნი: სპანი: ამაყარნა:

750. მათნი: ლაშქარნი: გაგვექცეს: ვეცენით: გაცავფანტენით: ფიცხლად: წაუღეთ: ქალაქი: არ: თავნი: გავაზანტენით: ქუითა: დავლეწეთ: წუივები: ჩუენ: იგი: გავაანტენით: მომკალით: ლარი: დავლიოთ: ან: აკიდებით: ან: ტენით:

751. ფრიდონ: ნახნა: საჭურჭლენი: და: ბეჭედნი: მისნი: დასხნა: თუით: ორნივე: ბიძის: ძენი: დაპყრობილნი: წამოასხნა: მისთა: ნაცულად: სისხლნი: მათნი: მოღუარნა: და: ველთა: ასხნა: ჩემი: თქუეს: თუ: ღმერთსა: მადლი: ვინ: ალვისა: ხენი: ასხნა:

752. მივედით: მოქალაქეთა: ზარი: ჩნდა: რომე: ზმიდიან: აჯათა: მქნელნი: მჭურეტელთა: გულსა: მუნ: დააბმიდიან: მე: და: ნურადინს: ყუელანი: ქებასა: შეგუასხმიდიან: გვითხრობდეს: მკლავთა: თქუენთაგან: ჯერთ: მათნი: სისხლნი: მიდიან:

753. ლაშქარნი: ფრიდონს: მეფედ: და: მიხჴობდეს: მეფეთ: მეფობით: თუით: თავსა: მათსა: მონად: და: ჩემსა: ყუელასა: სეფობით: დაღრეჯით: ვიყავ: ვერ: მპოვეს: ვეროდეს: ვარდის: მკრეფობით: ჩემი: ვერ: ცნიან: ამბავი: მუნ: იყო: არ: იეფობით:

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელისათვის:

754. დღესა: ერთსა: მე: და: ფრიდონ: ნადირობას: გამოვედით: ზღვასა: ზედა: წაწურვილსა: ქედსა: რასმე: გარდავდეგით: ფრიდონ: მითხრა: გითხრობ: რასმე: ვთამაშობდით: ცხენსა: ვსხედით: ერთი: რამე: საკუირველი: მე: ვნახეო: ამა: ქედით:

755. მე: ვჰკითხევდი: ფრიდონ: მეტყუის: მართ: ამბავსა: ესოდენსა: დღე: ერთ: მწადდა: ნადირობა: შევჯე: ამა: ჩემსა: ცხენსა: ზღვათა: შიგან: იხუსა: ჰგვანდა: ჴმელთა: ზედა: შავარდენსა აქა: ვდეგ: და: თუალს: უგებდი: ქორსა: იქით: განაფრენსა:

756. ზოგჯერ: ზღუისკე: მივიხედნი: წავსდგომოდი: ამა: გორსა: ზღვასა: შიგან: ცოტა: რამე: დავინახე: თუცა: შორსა: ეგრე: ფიცხლად: სიარული: არას: ძალაქუ: მისსა: სწორსა: ვერად: ვიცან: გავეკუირვე: გონებასა: ამად: ორსა: