... (H-54), 1680 წ.

681. მიბრძანა: ჩემთვინ: ესე: დღე: ლხინი: და: სიხარულია: გარდავიჴადოთ: ქორწილი: ჴამს: ვითა: დასასრულია: კაცი: გავგზავნოთ: მოვიღოთ: ყოვლგნით: საჭურჭლე: სრულია უხუად: გავსცემდეთ: ვავსებდეთ: სიძუნწე: უმეცრულია:

682. მე: გავგზავნენ: ყოვლგნით: კაცნი: საჭურჭლეთა: წამომხმელნი: სასიძოცა: მოგვივიდა: იყვნეს: ხანსა: არდამზმელნი: შიგნით: ჩუენნი: გაეგებეს: გარეთ: მოდგეს: ხუარაზმელნი: მათ: ლაშქართა: ერთგან: მყოფთა: ვერ: იტევდეს: ვერცა: ველნი:

683. მეფემან: ბრძანა: მოკაზმეთ: კარვითა: მოედანია: გამოისვენოს: სიძემან: დაყოს: ცოტაი: ხანია: მუნ: მისად: ნახუად: გავიდნენ: უშენოდ: სხვანი: სპანია: შენ: აქა: ნახენ: კმარიან: იქა: ნახვისად: კმანია:

684. მაედანს: დავდგი: კარვები: წითლისა: ატლასებისა: მოვიდა: სიძე: გარდაჴდა: დღე: ჰგვანდა: არ: აღუსებისა: შეიქმნა: გასულა: შიგანთა: ჯარია: მუნ: ხასებისა: დაიწყეს: დგომა: ლაშქართა: თემ: თემად: დას: დასებისა:

685. მე: დავშური: ვითა: წესია: საურავ:გარდაჴდილისა: შინა: წამოველ: მაშურალსა: ქნა: მომდომოდა: ძილისა: მონა: მოვიდა: მომართუა: წიგნი: ასმათის: ტკბილისა: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: მსგავსი: ალვისა: ზრდილისა:

686. ცხენისაგან: არ: გარდავჰჴე: წაველ: ფიცხლად: დავმორჩილდი: ქალი: დამხუდა: ნატირები: ვჰკითხე: ცრემლსა: რასა: ჰმილდი: მითხრა: შენი: შესწრობილი: ტირილსამცა: ვით: ავსცილდი: გაუწყუეტლად: ვით: გამართლო: რაგუარადმცა: გავექილდი:

687. შევედით: ვნახეთ: ბალიშსა: ზედა: წარბშერჭმით: მჯდომარე: მზე: ვეღარას: იქს: მის: მეტსა: მას: გაენათლა: რომ: არე: წავდეგ: მიბრძანა: რასა: სდგა: დღე: მიგიჩს: წინ: საომარე: ანუ: გამწირე: მიტყუე: და: კვლაცა: მომიცდომარე:

688. მე: მეწყინა: აღარა: ვთქვი: ფიცხლად: გარე: შემოვბრუნდი: უკუვჰყივლე: აწ: გამოჩნდეს: არ: მინდოდეს: ვისცა: უნდი: ქალი: ომსა: რაგუარ: მაწვევს: აგრე: ვითა: დავძაბუნდი: შინა: მოველ: მოკლვა: მისი: დავაპირე: არ: დავყმუნდი:

689. ასსა: ვუბრძანე: მონასა: საომრად: დაემზადენით: შევსხედით: გავლეთ: ქალაქი: არავის: გავეცხადენით: კარავსა: შეველ: სასიძო: ვითა: წუა: ზარამც: თქმად: ენით: უსისხლოდ: მოვკალ: იგი: ყმა: თუცა: ჴმდა: სისხლისა: დადენით:

690. კარვის: კალთა: ჩახლათული: ჩავჭერ: ჩავაქარაბაკე: ყმასა: ფერჴსა: მოვეკიდე: თავი: სვეტსა: შეუტაკე: წინა: მწოლთა: დაიზახნეს: გლოვა: მიხუდა: საარაკე: ცხენსა: შევჯე: წამოცაველ: ჯაჭუი: მეცვა: საკურტაკე:

691. ხმა: დამივარდა: შეიქმნა: ზახილი: მოსაწევარი: წამოველ: წევნა: დამიწყეს: დავჰჴოცნე: ჩემი: მდევარი: ქალაქი: მქონდა: მაგარი: მტერთაგან: მოურევარი: მუნ: შიგან: შევე: მშვიდობით: ამოდ: იგივე: მე: ვარი:

692. კაცი: გავგზავნენ: ვაცნობე: ყოვლგან: ლაშქარსა: ყველასა: აქა: მომართეთ: ვინცაღა: ჩემსა: იქმოდეთ: შველასა: არ: გაწყდა: მოსლვა: მდევართა: ღამესა: დია: ბნელასა: ჩემი: რა: ცნიან: სცუდიან: თავებსა: მათსა: მრთელასა:

693. ცისკრად: ავდეგ: შევეკაზმე: რა: გათენდა: ღამე: დილად: ვნახენ: სამნი: დიდებულნი: მეფისაგან: მოგზავნილად: ებრძანა: თუ: ღმერთმან: იცის: გამეზარდე: ვითა: შვილად: ჩემი: ასრე: რად: შესცვალე: სიხარული: სიმძიმილად:

694. ხვარაზმშას: სისხლი: უბრალო: სახლად: რად: დამადებინე: თუ: ჩემი: ქალი: გინდოდა: რად: არა: შემაგებინე: მე: ბერსა: შენსა: გამზრდელსა: სიცოცხლე: მაარმებინე: დღედ: სიკვდილამდის: შენიცა: თავი: არ: მაახლებინე:

695. მე: შეუთვალე: მეფეო: ვარ: უმაგრესი: რვალისა: თუ: არ: რად: მიშლის: სიკუდილსა: ცეცხლი: სირცხუილთა: ალისა: მაგრა: თუით: იცით: ჴელმწიფე: ჴამს: მქნელი: სამართალისა: მე: თქუენმან: მზემან: მაშოროს: ნდომა: თქუენისა: ქალისა:

696. იცით: ჰინდოთა: სამეფო: რაზომი: სრა: საჯდომია: ერთიღა: მე: ვარ: მემკუიდრე: ყველაი: თქვენ: მოგჴდომია: ამოწყდა: მათი: ყუელაი: მამული: შენ: დაგრჩომია: დღესამდის: ტახტი: უჩემოდ: არავის: არ: მონდომია:

697. ვერ: გათნევ: თქუენმან: კეთილმან: აწ: ეგე: არმართალია: ღმერთმან: არ: მოგცა: ყმა: შვილი: გიზის: ერთაი: ქალია: ხუარაზმშა: დასვა: ჴელმწიფედ: დამრჩების: რა: ნაცვალია: სხვა: მეფე: დაჯდეს: ჰინდოეთს: მერტყას: მე: ჩემი: ჴრმალია:

698. შენი: ქალი: არად: მინდა: გაათხოვე: გამარიდე: ჰინდოეთი: ჩემი: არის: არვის: მივსცე: ჩემგან: კიდე: ვინცა: ჩემსა: დამეცილოს: მისით: მასცა: ამოვფხურიდე: სხვად: მეშველსა: გარეგანსა: მომკალ: ვისცა: ვინატრიდე:

ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა:

699. ესე: კაცნი: გამეგზავნნეს: გონებასა: გავეშმაგე: რომე: მისი: ვერა: მეცნა: ამას: უფრო: დავედაგე: მას: ზღუდესა: გარდავადეგ: მინდორთაკენ: რომე: ვაგე: მესმა: საქმე: საშინელი: თუცა: თავი: ვერ: წავაგე: