... (H-54), 1680 წ.

ქ: დასაწყისი: პირველი: ამბავი: სპარსული: რუსთველისაგან: ქართულად: ნათარგმანები: რომელსა: ვეფხისტყასნობით: უჴმობენ:

ტარიელისა: და: ნესტან: დარეჯანის: მიჯნურობა:

კარი: პირველი: იწყების: ადიდე: ღ~თო: მეფეთ: მეფე: პატრონი: შაჰნავაზ: ამინ:

1. პირველ: თავი: დასაწყისი: ნათქვამია: იგ: სპარსულად: უჴმობთ: ვეფხისტყაოსნობით: არსსა: შეიქს: ჴორც: არ: სრულად: საეროა: არ: ახსენებს: სამებასა: ერთ: არსულად: თუ: უყურა: მონაზონმან: შეიქნების: გაპარსულად:

2. რომელმან: შექმნა: სამყარო: ძალითა: მით: ძლიერითა: ზეგარდმოთ: არსნი: სულითა: ყვნა: ზეცით: მონაბერითა: ჩუენ: კაცთა: მოგუცა: ქვეყანა: გუაქვს: უთვალავი: ფერითა: მისგან: არს: ყოვლი: ჴელმწიფე: სახითა: მის: მიერითა:

3. ჰე: ღმერთო: ერთო: შენ: შეჰქმენ: სახე: ყოვლისა: ტანისა: შენ: დამიფარე: ძლევა: მეც: დათურგუნვად: მე: სატანისა: მომეც: მიჯნურთა: სურვილი: სიკვდიდმდე: გასატანისა: ცოდვათა: შესუბუქება: მუნ: თანა: წასატანისა:

4. ვის: შვენის: ლომსა: ჴმარება: შუბისა: ფარ: შიმშერისა: მეფისა: მზის: თამარისა: ღაწუ: ბალახშ: თმა: გიშერისა: მას: არა: ვიცი: შევჰკადრო: შესხმა: ხოტბისა: შერისა: ვისთა: მჭურეტელთა: ყანისა: მირთმა: ჴამს: მართ: მიშერისა:

5. თამარს: ვაქებდეთ: მეფესა: სისხლისა: ცრემლ: დათხეული: ვჰთქუენი: ქებანი: ვისნი: მე: არ: ავად: გამორჩეული: მელნად: ვიჴმარე: გიშრის: ტბა: და: კალმად: მინა: რხეული: ვინცა: ისმინოს: დაესვას: ლახვარი: გულსა: ხეული:

6. თუ: მიჯნურსა: მიჯნურობა: ეტლად: მომცა: რადგან: ბედმან: მე: მით: ვიცან: საქმე: მათი: თავით: ჩემით: შენახედმან: სიტყვა: კარგი: გამოვაგო: ლექს: მრავალმან: ენამეტმან: შეიზომნეს: ჭირნი: მათნი: ჭირთა: ჩემთა: მეათედმან:

7. შაირობა: პირველადვე: სიბრძნისაა: ერთი: დარგი: საღთო: საღთოდ: გასაგონი: მსმენელთათუის: დიდი: მარგი: კვლა: აქაცა: იამების: ვინცა: ისმენს: კაცი: ვარგი: გრძელი: სიტყვა: მოკლედ: ითქმის: შაირია: ამად: კარგი:

8. ვითა: ცხენსა: შარა: გრძელი: და: გამოსცდის: დიდი: რბევა: მობურთალსა: მოედანი: მართლად: ცემა: მარჯვედ: ქნევა: მართ: აგრევე: მელექსესა: საუბართა: ტკბილთა: ფრქვევა: რა: მისჭირდეს: საუბარი: და: დაუწყოს: ლექსმან: ლევა:

9. მაშინღა: ნახეთ: მელექსე: და: მისი: მოშაირობა: რა: ვეღარ: მიხუდეს: ქართულსა: დაუწყოს: ლექსმან: ძვირობა: არ: შეამოკლოს: ქართული: არა: ქნას: სიტყვა: მცირობა: ჴელმარჯვედ: სცემდეს: ჩოგანსა: იჴმაროს: დიდი: გმირობა:

10. მე: ვიკადრებ: ლექსთა: კარგთა: ვერვინ: თქვას: ჩემი: ფერი: ცხელის: ცრემლით: ავატირო: მე: სოფელი: ჩემი: მტერი: ცა: ქვეყანა: შევათავო: ვითა: მიწა: გავამტვერი: ამა: ჩემმან: საუბარმან: შეაქციოს: ყმა: და: ბერი:

11. მოშაირე: არა: ჰქვიან: თუ: ვინმე: თქვას: ერთი: ორი: თავი: ყოლა: ნუ: ჰგონია: მელექსეთა: კარგთა: სწორი: განაღა: თქვას: ერთი: ორი: უმგზავსო: და: შორი: შორი: მაგრა: იტყუის: ჩემი: სჯობსო: უცილობლობს: ვითა: ჯორი:

12. მეორე: ლექსი: ცოტაი: ნაწილი: მოშაირეთა: არ: ძალუც: სრულქმნა: სიტყვათა: გულისა: გასაგმირეთა ვამსგავსე: მშვილდი: ბედითი: ყმაწუილთა: მონადირეთა: დიდსა: ვერ: მოჰკვლენ: ჴელად: აქვს: ჴოცა: ნადირთა: მცირეთა:

13. ამბავი: წურილად: უამბოს: ზე: სადმე: არა: წასთვალოს: ყოვლსა: კაცსა: ამატებდეს: ჭირსა: თავი: არ: აკრძალოს: ლექს: ქართული: აღარიბოს: საუბარი: გაასრულოს: ნახოს: კარგმან: გამგონემან: არა: სადა: არ: აბრალოს:

14. მესამე: ლექსი: კარგია: სანადიმოდ: სამღერელად: სააშიკოდ: სალაღობოდ: ამხანაგთა: სათრეველად: ჩვენ: მათიცა: გვიამების: რაცა: ოდენ: თქვან: ნათელად: მოშაირე: არა: ჰქვიან: ვერას: იტყუის: ვინცა: გრძელად:

15. მე: გიამბობ: ვინცა: იყვნეთ: ხელობისა: მოძებარი: სხვასა: ყოვლგნით: მოეშვენით: სოფლის: ლხინად: იგი: კმარი: მათად: საქმე: ვერ: ვამსგავსე: ვითა: სმასა: მეომარი: ვისთა: თვალთა: ყოვლი: თემი: ერთად: უჩანს: იგივ: არი:

16. ჴამს: მელექსე: ნაჭირვებსა: მისსა: ცუდად: არ: აბრკმობდეს: ერთი: უჩნდეს: სამიჯნურო: ერთსა: ვისმე: აშიკობდეს: ყოვლსა: მისთუის: ჴელოვნობდეს: მას: აქებდეს: მას: ამკობდეს: მისგან: კიდე: ნურა: უნდა: მისთვის: ენა: მუსიკობდეს:

17. ჩემი: აწ: ცანით: ყოველმან: მას: ვაქებ: ვინცა: მიქია: ესე: მიჩს: დიდად: სახელად: არ: თავი: გამიქიქია: იგია: ჩემი: სიცოცხლე: უწყალო: ვითა: ჯიქია: მისი: სახელი: შეფარვით: ქვემორე: მითქვამს: მიქია: