... (H-54), 1680 წ.

585. გავგზავნენ: ყოვლგნით: ლაშქარნი: ალაფი: ავაღებინე: ერთობ: სავსენი: მოვიდეს: თავიცა: ვაალაღებინე: სისხლთა: მებრძოლთა: სისხლითა: მინდორი: შევაღებინე: არ: ვბრძოლე: კარი: ქალაქთა: უომრად: გავაღებინე:

586. რამაზს: ვარქვი: შემიგნია: საქმე: შენი: სამუხთალე: აწ: ეგრეცა: შეპყრობილმან: თავი: გამოიმართალე: სიმაგრეთა: ნუ: ამაგრებ: ყველა: ჴელთა: მომათვალე: თუარა: შენი: შეცოდება: მემცა: ზედა: რად: წავსთუალე:

587. რამაზ: მითხრა: აღარაა: ამის: მეტი: ჩემი: ღონე: ერთი: ჩემი: დიდებული: მომეც: ზედა: მაბატონე: ციხოვანთა: გაუგზავნო: საუბარი: გამიგონე: ჴელთა: მოგცემ: ყველაკასა: გაღანამცა: შენ: გაქონე:

588. მივეც: ერთი: დიდებული: თანა: სპანი: წავატანენ: ციხოვანნი: ერთობილნი: ჩემს: წინაშე: მოვიყვანენ: ჴელთა: მომცეს: სიმაგრენი: ომნი: ასრე: შევანანენ: საჭურჭლენი: სიმრავლითა: რასმცა: ვითა: დავაგუანენ:

589. მაშინღა: შეველ: ხატაეთს: მოვლად: და: მოსათუალავად: კლიტენი: საჭურჭლეთანი: მომართვეს: დაუმალავად: ქუეყანა: ჩავსხი: უბრძანე: იყუენით: თქუენ: უკრძალავად: მზემან: არ: დაგუწნა: იცოდით: დაგყარენ: გაუგვალავად:

590. საჭურჭლენი: გარდავნახენ: თავის: თავის: კიდის: კიდე: უცხო: ფერთა: საჭურჭლეთა: დავშურები: თუ: მოვსთვალვიდე: ერთგან: ვნახე: საკუირველი: ყაბაჩა: და: ერთი: რიდე: თუმცა: ჰნახენ: სახელისა: ცოდნასაცა: ინატრიდე:

591. ვერა: შევიგენ: რა: იყო: ანუ: ნაქმარი: რაულად: ვისცა: უჩუენი: უკუირდის: ღმრთისაგან: თქუის: საწაულად: არცა: ლარულად: ჰგებოდა: მას: ქსელი: არ: ორხაულად: სიმტკიცე: ჰგუანდა: ნაჭედსა: ვჰთქვი: ცეცხლთა: შენართაულად:

592. იგი: საძღუნოდ: მისად: დავსხენ: ვისი: შუქი: მანათობდა: მეფისათუის: დავარჩივე: საარმაღნოდ: რაცა: სჯობდა: ჯორ: აქლემი: ათჯერ: ასი: ყუელაკაი: წუივ: მაგრობდა: ატუირთული: გავუგზავნე: ამბავსაცა: კარგსა: სცნობდა:

წიგნი ტარიელისი ჰინდოთ მეფის წინაშე ოდეს გაიმარჯვა:

593. წიგნი: დავსწერე: მეფეო: სუემცაა: თქუენი: სვიანად: მე: ხატაელთა: მიმუხტლეს: თუცა: მათ: ეცა: ზიანად: ჩემი: ამბავი: დასტური: ამად: გაცნობე: გუიანად: მეფე: შევიპყარ: მოგივალ: მე: ალაფიან: ტყუიანად:

594. რა: ყველაი: დავიურვე: ხატაეთით: გავემგზავრე: წამოვიხვენ: საჭურჭლენი: საჴელმწიფო: დავიავრე: ვერ: მოვეყავ: აქლემითა: აზავრები: ვააზავრე: მოვირჭვენ: და: მოვივლინე: რაცა: მწადდა: აგრე: ვყავრე:

595. ხატაეთისა: ხელმწიფე: მომყუანდა: შეპყრობილია: ჰინდოეთს: მიველ: მეგება: ჩემი: გამზრდელი: ტკბილია: რა: ქება: მითხრა: არ: ითქმის: ჩემგან: სათქმელად: წბილია: ჴელი: გამიჴსნა: შემომკრა: მან: სახუეველი: ლბილია:

596. ედგნეს: ტურფანი: კარავნი: მოედანს: ჩამოდგომილსა: საუბრისა: და: ჭურეტისა: ჩემისა: მას: მონდომილსა: მას: დღესა: ედვა: ნადიმი: მას: შიგან: გარდაჴდომილსა: მიალერსებდა: მაჭვრეტდა: წინაშე: ახლოს: ჯდომილსა:

597. მას: ღამით: ვსხედით: ნადიმად: მუნ: ამოდ: გავიხარენით: დილასა: ქალაქს: შევედით: მოედნით: ავიყარენით: მეფემან: ბრძანა: ლაშქარნი: უჴმენით: შემომყარენით: დღეს: ხატაელი: მიჩუენეთ: ტყუენიცა: შემომგვარენით:

598. რამაზ: მეფე: შეპყრობილი: მას: წინაშე: მოვიყუანე: ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკვანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგვანე: ესე: არის: მამაცისა: მეტისმეტი: სიგულვანე:

599. მას: მეფესა: ხატაელსა: უმასპინძლა: უალერსა: ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა: ცისკრად: მიჴმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყვასა: ლმობიერსა: შეუნდობო: ხატაელსა: მას: აქამდის: შენამტერსა:

600. მე: ვჰკადრე: ღმერთი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა: უყავით: თქუენცა: წყალობა: მას: ღონე: გაცუდებულსა: რამაზს: უბრძანებს: იცოდი: გაგზავნი: შეწყალებულსა: მაგრა: ნუ: გნახავთ: კულაცაღა: ჩემს: წინა: გაწბილებულსა:

601. ხარაჯა: დასდვეს: შეჰკუეთეს: დრაჰკანი: ასჯერ: ასია: კულა: ხატაური: ათასი: სხვა: სტავრა: სხვა: ატლასია: მერმე: ყუელაი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია: შეწყალებული: გაგზავნა: უყო: რისხუისა: ფასია:

602. ხატაელმან: დაუმადლა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: მოახსენა: ორგულობა: თქუენი: ღმერთმან: შემანანა: თუღა: ოდეს: შეღაგცოდო: მაშინ: მომკალ: მემცა: განა: წავიდა: და: ყველაკაი: მისი: თანა: წაიტანა:

აქა ასმათისაგან მორთმევა სამჴრისა ნესტან დარეჯანს გაუგზავნა: