... (H-54), 1680 წ.

641. ვჰთქუი: თქუენი: ძისა: არა: სუმა: გულსა: ვით: მიეფარების: მაგრა: კმა: ჩუენად: იმედად: ვინ: მზესა: დაედარების: ვისცა: სთხოვთ: შვილსა: სასიძოდ: მას: დიდად: გაეხარების: სხვამცა: რა: გკადრეთ: თვით: იცით: მაგას: რა: მოეგვარების:

642. დავიწყეთ: რჩევა: საქმისა: გული: უც: თუცა: მელია: ვთქუი: ჩემგან: დაშლა: ამისი: არ: ითქმის: არ: საქნელია: მეფემან: ბრძანა: ხვარაზმშა: ჴელმწიფე: ხვარაზმელია: თუ: მოგუცემს: შვილსა: საჩუენოდ: მისებრივ: არ: რომელია:

643. რომე: პირველვე: დაესკვნა: მათ: ესე: შეეტყუებოდა: ერთმანერთსაცა: უჭვრეტდეს: სიტყუაცა: აგრე: სწბებოდა: ჩემგან: დაშლისა: კადრება: მართ: ამბვად: არ: ეგებოდა: ოდენ: დავმიწდი: დავნაცრდი: გული: მი: და: მო: ჰკრფებოდა:

644. დედოფალმან: თქვა: ხვარაზმშა: მეფეა: მორჭმით: მჯდომელი: მათსამცა: შვილსა: სასიძოდ: ჩუენთუის: სხვა: სჯობდა: რომელი: შეცილებამცა: ვით: ჰკადრა: რადგან: თუით: იყო: მდომელი: მოწმობა: დავრთე: დაესკვნა: დღე: ჩემი: სულთა: მჴდომელი:

645. გაგზავნეს: კაცი: ხვარაზმშას: წინა: შვილისა: მთხოველი: შესთუალეს: გაჴდა: უმკვიდროდ: სამეფო: ჩუენი: ყოველი: არს: ერთი: ქალი: საძეო: არ: კიდევ: გასათხოველი: თუ: მოგუცემ: შვილსა: სამისოდ: სხვასა: ნუღარას: მოელი:

646. კაცი: მოვიდა: აევსო: ჯუბაჩითა: და: რიდითა: გახარებოდა: ხვარაზმშას: სიხარულითა: დიდითა: ებრძანა: მოგუხუდა: ღმრთისაგან: ჩუენ: რომე: ვინატრიდითა: თვით: მაგისებრსა: შვილსამცა: ჩუენ: ჴელსა: რასა: ვჰჴდიდითა:

647. კულა: გაგზავნეს: სხვანი: კაცნი: სასიძოსა: მოყვანებად: დაავედრეს: თუ: ნუ: აყოვნებთ: მოდით: ჩუენად: ნაბრძანებად: მე: მაშვრალი: ნაბურთალი: საწოლს: შეველ: მოსვენებად: გულსა: სევდა: შემეყარა: ვიწყე: ჭირთა: მოპოვნებად:

648. მეტმან: სევდამან: მიმწურა: გულსა: დაცემად: დანისად: ასმათის: მონა: შემოდგა: შევჯე: ლაღი: და: ჯანი: სად: წიგნი: მომართუა: ეწერა: ვინ: სჩან: ალვისა: ტანისად: ადრე: მოდიო: გიბრძანებს: დაუყოვნებლად: ხანისად:

649. შევჯე: წაველ: ბაღჩას: მიველ: ვითა: სცნობდენ: ლხინთა: ზომით: ბახჩა: შევლე: კოშკი: დამხუდა: ასმათ: ვნახე: ძირსა: დგომით: ვნახე: ვსჭურეტდი: ნატირებად: ცრემლი: აჩნდა: ღაწუთა: წთომით: დამიმძიმდა: არა: ვჰკითხე: ჩემი: სჭირდა: მისულა: ნდომით:

650. იგი: ვნახე: დაღრეჯილი: ესე: მეტად: დამიმძიმდა: ვითა: წინას: შემომცინის: აღარ: ეგრე: გამიღიმდა: ყოლა: სიტყუა: არ: მომიგო: ოდენ: ცრემლთა: გარდმოსწუიმდა: ამით: უფრო: დამაწყლულა: არა: წყლულთა: მიაქიმდა:

651. ჩემნი: ერთნი: გონებანი: მეტად: შორად: გამიკიდნა: შინა: კოშკად: შემიყუანა: ფარდაგსაცა: ამიზიდნა: შეველ: ვნახე: იგი: მთვარე: ჭირმან: ყოვლმან: უკუმრიდნა: გულსა: შუქნი: შემომადგა: მაგრა: გული: არ: დამიდნა:

652. იყო: არ: ნათლად: ნათელი: ფარდაგსა: შემომდგომელი: ებურა: მოშლით: პიროქრო: მე: მივეც: რიდე: რომელი: მითვე: მწვანითა: უებრო: მიწოლით: ტახტსა: მჯდომელი: ცრემლისა: ღვარსა: მოეცვა: პირი: ელვათა: მკრთომელი:

653. ქუე: წვა: ვით: კლდისა: ნაპრალსა: ვეფხი: პირ: გამეხებული: არცა: მზე: ჰგუანდა: არც: მთვარე: ხე: ალვა: ედემს: ხებული: ასმათმან: დამსვა: შორს: გვარად: გულსა: მე: ლახვარ: ხებული: მერმე: წამოჯდა: წარბ: შერჭმით: გამწყრალი: გამეხებული:

654. მიბრძანა: მიკვირს: რად: მოხუელ: მშლელი: პირისა: მტკიცისა: გამწირავი: და: მუხთალი: შენ: გამტეხელი: ფიცისა: მაგრა: ნაცვალსა: პატიჟსა: მიგცემსო: ზენამ: იცისა: ვჰკადრე: რა: გკადრო: პასუხი: მის: ჩემგან: მე: უვიცისა:

655. ვთქუი: პასუხსა: ვერას: გკადრებ: თუ: არა: ვსცნობ: მე: მართალსა: რა: შეგცოდე: რა: მიქნია: უცნობოსა: ფერ: ნამკრთალსა: კულაცა: მითხრა: რას: გეუბნო: მტყუვანსა: და: შენ: მუხთალსა: დიაცურად: რად: მოვღორდი: მე: დაუწუავ: ამით: ალსა:

656. შენ: არ: იცი: ხუარაზმშასი: საქმროდ: ჩემად: მოყვანება: შენ: ჯდომილხარ: სავაზიროდ: შენი: რთულა: ამას: ნება: შენ: გასტეხე: ფიცი: ჩემი: სიმტკიცე: და: იგი: მცნება: ღმერთმან: ქნა: და: დაგირჩინა: ცუდად: შენი: ჴელოვნება:

657. გახსოვს: ოდეს: ჰაი: ჰაი: ზმიდი: ცრემლნი: შენნი: ველთა: ბანდეს: მკურნალნი: და: დასტაქარნი: წამალთაყე: მოგიტანდეს: მამაცისა: სიცრუვეთა: ნეტარ: სხვანი: რამცა: ჰგუანდეს: რადგან: დამთმე: მეცა: დაგთმობ: ვინძი: უფრო: დაზიანდეს:

658. ამას: ვბრძანებ: ვინცა: გინდა: ეპატრონოს: ჰინდოეთსა: ეგრეც: მე: მაქვს: პატრონობა: უგზოს: ვლიდენ: თუნდა: გზეთსა: ეგე: აგრე: არ: იქნების: წა: მომცთარხარ: მოსაცეთსა: აზრნი: შენნი: შენვე: გგვანან: ტყუვანსა: და: შენ: აგეთსა:

659. ცოცხალ: ვიყო: შენ: ჰინდოეთს: ღმერთო: ხანი: ვერა: დაჰყო: თუ: ეცადო: დაყოფასა: ჴორცთა: შენთა: სული: გაჰყო: სხუა: ჩემებრი: ვერა: ჰპოვო: ცათამდისცა: ჴელი: აჰყო: ესე: სიტყვა: დაასრულა: ყმა: ატირდა: სულთქვნა: აჰყო:

660. თქუა: რა: მესმა: ესე: მისგან: მეიმედა: მეტის: მეტად: კულა: მიეცა: თვალთა: ძალი: მის: ნათლისა: ეგრე: მჭურეტად: აწ: დავჰკარგე: რად: არ: გიკვირს: რად: ცოცხალვარ: რად: ვარ: რეტად: ვა: სოფელო: უხანოო: რად: ჰზი: სისხლთა: ჩემთა: ხურეტად: