... (H-54), 1680 წ.

565. მეფე: ცოტათ: მოგეგებვის: ვის: მჭურეტნი: ვერ: გელევიან: მალვით: ჩაიცმენ: აბჯარსა: მიენდო: მით: გეთნევიან: კვამლსა: შეიქმენ: ლაშქარნი: ყოველგნით: მოგეხვევიან: რა: ერთსა: გცემდენ: ათასნი: ეგრეცა: მოგერევიან:

566. მას: კაცსა: ამოდ: ვეუბენ: და: მადლსა: გარდვიჴდიდია: რომე: არ: მოვკვდე: შემოგზღო: შენ: ამას: ინატრიდია: აწ: ამხანაგთა: არ: გიგრძნან: წადი: მათთანა: მიდია: თუ: დაგივიწყო: უთუოდ: მემცა: ვარ: განაკიდია:

567. არვის: გავენდევ: სულდგმულსა: დავმალე: ვითა: ჭორია: რაცა: იქნების: იქნების: ყოვლი: თათბირი: სწორია: მაგრა: სპათაკენ: გავგზავნე: კაცი: თუ: გზაცა: შორია: შევსთვალე: ფიცხლად: წამოდით: მოგრაგნეთ: მთა: და: გორია:

568. მე: დილასა: მოციქულთა: სიტყუა: ტკბილი: შევუთვალე: რამაზს: ჰკადრეთ: მოგეგებვი: მოდი: მოვალ: მეცა: მალე: ნახევარ: დღე: სხვა: ვიარე: ჭირსა: თავი: არ: ვაკრძალე: განგებაა: დღესცა: მომკლავს: ქვემცა: სადა: დავიმალე:

569. ქედსა: რასმე: გარდავადეგ: მინდორს: მტვერი: დავინახე: ვთქვი: თუ: მოვა: რამაზ: მეფე: ჩემთუის: უდგამს: თუცა: მახე: ჩემიც: გაჰკუეთს: ჴორცსა: მათსა: ჴმალი: ბასრი: შუბი: ვახე: მაშინ: უთხარ: სპათა: ჩემთა: სახე: დიდი: დაუსახე:

570. ვთქვი: თუ: ძმანო: ისი: კაცნი: ჩუენ: ღალატსა: გვიდგებიან: მკლავთა: თქუენთა: სიმაგრენი: ამისთუისმცა: რად: დალბიან: ვინცა: მოკვდეს: მეფეთათუის: სულნი: მათნი: ზეცას: რბიან: აწ: შევებნეთ: ხატაელთა: ჴრმალნი: ცუდად: რას: გვაბიან:

571. უბრძანე: ჩაცუმა: აბჯრისა: ლაღმან: სიტყვითა: ჴაფითა: დავეკაზმენით: საომრად: ჯაჭუ: ჯავშანითა: ქაფითა: რაზმი: დავაწყევ: მივმართე: წაველ: დიდითა: სწრაფითა: მას: დღესა: ჩემი: მებრძოლი: ჩემანვე: ჴმალმან: დაფითა:

572. მივეახლენით: შეგუატყუეს: მათ: ტანსა: აბჯარცმულობა: კაცი: მოვიდა: მომართვა: მეფისა: მოციქულობა: ეთქუა: თუ: ჟამად: გვაჩნია: ჩუენ: თქუენი: არ: ორგულობა: აბჯრითა: გხედავთ: შეგუქნია: აწ: ამად: გულნაკლულობა:

573. შევსთვალე: თუ: მეცა: ვიცი: რაცა: ჩემთუის: გაგიგია: თქვენ: რასაცა: სთათბირობდით: არ: იქნების: არ: იგია: ბრძანეთ: მოდით: შემებენით: ვითა: წესი: და: რიგია: მეცა: თქუენად: დასაჴოცლად: ჴელი: ჴმალსა: დამიგია:

574. რა: მივიდა: მოციქული: კულავცა: რადღა: გამოგზავნეს: კუამლი: შექნეს: ლაშქართათვის: დამალული: გაამჟღავნეს: სამალავით: გამოვიდეს: თავი: ორგნით: აქარავნეს: შექმნეს: რაზმი: მრავალკეცი: თუცა: ღმერთო: ვერა: მავნეს:

575. შუბნი: ვსთხოვენ: ჴელი: ჩავჰყავ: მუზარადის: დასარქმელად: საომარად: ატეხილი: ვიყავ: მათად: გამტეხელად: ერთსა: წავსწვდი: უტევანსა: წავგრძელდი: და: წაველ: გრძელად: მათ: ურიცხუთა: რაზმი: ეწყო: წყნარად: დგეს: და: აუშლელად:

576. ახლოს: მიველ: შემომხედნეს: შმაგიაო: ესე: თქუესა: მუნ: მივმართე: მკლავ: მაგარმან: სად: უფროსნი: ჯარი: დგესა: კაცსა: შევეც: ცხენი: დავეც: მართ: ორნივე: მიჰჴდეს: მზესა: შუბი: გატყდა: ჴელი: ჩავჰყავ: ვაქებ: ჴმალო: ვინცა: გლესა:

577. შიგან: ასრე: გავერივე: გნოლის: ჯოგსა: ვითა: ქორი: კაცი: კაცსა: შემოვსტყორცე: ცხენკაცისა: დავდგი: გორი: კაცი: ჩემგან: შენატყორცი: ბრუნავს: ვითა: ტანაჯორი: ერთობ: სრულად: ამოვწყუიტე: წინა: კერძი: რაზმი: ორი:

578. ერთობილნი: მომეხვივნეს: მგრგულივ: შეიქნა: ომი: დიდი: ვჰკრი: რასაცა: ვერ: დამიდგნის: სისხლსა: მჩქეფრსა: ამოღურიდი: ცხენსა: კაცი: გაკუეთილი: მანდიკურად: გარდავჰკიდი: სითაც: ვიყუი: გამექციან: მათ: შეჰქნია: ჩემი: რიდი:

579. საღამო: ჟამ: დაიზახნა: ქედით: მათმან: დარაჯამან: ნუღარა: სდგათ: წაედითო: კულავ: მოგუხედნა: რისხვით: ცამან: მოვა: მტვერი: საშინელი: შეგვაშინნა: ამად: ამან: ნუთუ: სრულად: ამოგუწყვიდნეს: უთუალავმან: ბევრმან: სპამან:

580. ჩემნი: ლაშქარნი: რომელნი: წამომეტანნეს: მე: არა: რა: ეცნა: წამოსულიყუნეს: ღამე: წამორთვით: ეარა: ვერ: დაიტევდა: მინდორი: და: არე: მთათა: ეარა: გამოსჩნდეს: სცემდეს: ტაბლაკსა: ბუკმან: ჴმა: გააზეარა:

581. იგი: ნახეს: გასაქცევლად: გაემართნეს: შევჰკივლენით: ველნი: ჩუენგან: ნაომარნი: ომითავე: გარდავლენით: რამაზ: მეფე: ჩამოვაგდე: ერთმანერთსა: გავეჴრმლენით: მისნი: სპანი: ყუელაკანი: დავიპყრენით: არ: მოვჰკვლენით:

582. უკანანიცა: ლაშქარნი: მოესწრნეს: მათ: გაქცეულთა: დაუწყეს: პყრობა: ჩამოყრა: შეშინებულთა: ძლეულთა: ძილისა: მიხუდა: ნაცვალი: ძილ: მკრთალთა: ღამეთეულთა: ტყუეთა: მრთელთაცა: არ: აკლდა: კუნესა: მართ: ვითა: სნეულთა:

583. მას: ადგილსა: ნაომარსა: გარდავჴედით: მოსვენებად: ჴელსა: ჴრმლითა: დავეკოდე: წყლულად: მიჩნდა: არ: ნაღებად: ჩემნი: სპანი: მოვიდიან: საჭურეტლად: და: ჩემად: ქებად: ვერ: იტყუიან: ვერ: მიმხუდარნი: ქებასაცა: მოხსენებად:

584. ერთსა: კაცსა: ეყოფოდეს: დიდებანი: რომე: მჭირდეს: ზოგთა: შორით: დამლოციან: ზოგნი: კოცნად: გამიპირდეს: რომელთაცა: გავეზარდე: დიდებულნი: ამიტირდეს: ჩემგან: ჴრმლითა: განაკუეთნი: ნახეს: მეტად: გაუკვირდეს: